მალარიის უსისხლო დიაგნოსტირება შესაძლებელი ხდება — პროგრამისტის გამოგონება
მალარიას ყოველწლიურად 400 000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. დაღუპულთა უმეტესებობა აფრიკის სუბ-საჰარულ რეგიონში ცხოვრობს. დაავადების გადამტანი კოღო ანოფელესია. პათოლოგიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა მისი ზუსტი დიაგნოსტირება და მკურნალობაა
ფოტო: Shutterstock
უგანდაში მალარია სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია და მიუხედავად კლინიკური შემთხვევების ასეთი მაღალი სიხშირისა, სწორი დიაგნოზი მაინც ძალზე იშვიათია. ამას თავისი მიზეზიც აქვს: დიაგნოზის დასმა სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი, თუმცა ამას დრო, კარგი ლაბორატორია და შესაბამისი უნარების მქონე ლაბორანტი სჭირდება. ეს ყოველივე ძალზე დეფიციტურია მცირე ზომის რაიონულ თუ სოფლის კლინიკებში — მოსახლეობის უმეტესობას სწორედ მსგავსი ტიპის ჯანდაცვის პუნქტებთან აქვს წვდომა.
ბრაიან გიტა პროფესიით პროგრამისტია. მას შემდეგ რაც ექიმებმა მესამედ ვერ მოახერხეს მისთვის მალარიის დიაგნოზის დასმა, გიტა მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა.
ბრაიან გიტტა, პროგრამისტი და გამომგონებელი
ფოტო: Esther Ruth Mbabazi / TIME
"კლინიკაში წასვლა და რიგში დგომა დროის საოცარი კარგვა იყო. მე ვიცოდი, რომ რაღაც უკეთესი გზაც უნდა ყოფილიყო", — იხსენებს 27 წლის პროგრამისტი. მან ექიმებთან, მეცნიერებთან და კოლეგა პროგრამისტებთან ერთან მალარიას სადიაგნოსტიკო მარტივი, იაფი და სწრაფი ტესტი შეიმუშავა, რისთვისაც სისხლის ნიმუში, მიკროსკოპი ან გამოცდილი ლაბორანტი საჭირო სულაც აღარ არის.
დიაგნოზის დასასმელად ფეხსაცმლის ყუთის ოდენა პორტაბელური მოწყობილობა და სმარტფონია საჭირო. მოწყობილობას მატისკოპი უწოდეს — სიტყვის ფუძე სუაჰილის ენაზე მკურნალობას ნიშნავს. მალარიას მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანებს მაღალი სიცხე, ციებ-ცხელება და თავის ტკივილი აწუხებთ. ისინი თითს მოათავსებენ მატისკოპში, რომელიც, სისხლის სინჯის აღების ნაცვლად, მაგნიტების და წითელი სინათლის სხივის საშუალებით სისხლის უჯრედების ანატომიურ ცვლილებას განსაზღვრავს — მალარიის დროს სწორედ სისხლის უჯრედები ზიანდება.
გამოკვლევა სმარტფონის საშუალებით გაანალიზდება და დიაგნოზიც ნათელი გახდება. დაავადების არსებობის შემთხვევაში მონაცემები ეროვნული მონიტორინგის სამსახურს გადაეგზავნება, რათა მათ შეძლონ და დაავადების გავრცელების არეალსა და სიხშირეს თვალი ცოცხალ რეჟიმში მიადევნონ.
ახალგაზრდა პროგრამისტის გამოგონება მრავალჯერადია და იგი პასუხს 2 წუთში იძლევა. ზუსტი დიაგნოსტირება ავტომატურად ნიშნავს მედიკამენტების სწორი დოზირებით და დანიშნულებით გამოყენებას, რაც თავის მხრივ თავიდან აარიდებს მედიკოსებს მკურნალობის მიმართ რეზისტეტნტულ ფორმებსა და ეპიდ-აფეთქებების ამგვარი ცოცხალ რეჟიმში მონიტორინგი მათ პრევენციის ზუსტი მეთოდების არჩევის საშულებასაც მისცემს.
"ეს ბევრ რამეს ცვლის. ამ სისტემამ შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით დაავადების სრულად აღმოფხვრისთვის ბრძოლაში გარდამტეხი როლი ითამაშოს", — აღნიშნავს ექიმი ჯიმი ოპიგო, უგანდის მალარიის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი.
ტესტერი უკვე კლინიკურ კვლევას გადის უგანდასა და ანგოლაში. იგი დაავადების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს, სისხლის მიკროსკოპულ ანალიზს, სიზუსტეში ტოლს არ უდებს. გიტტა იმედოვნებს, რომ მისი გამოგონება ბაზარზე უახლოეს 2-3 წელში გამოჩნდება.
ასევე იხილეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები