როგორ შევარჩიოთ საბუღალტრო პროგრამა?
ქართულ ბაზარზე არაერთი საბუღალტრო პროგრამა არსებობს, თუმცა მათი ფუნქციონალი განსხვავებულია. შესაბამისად, როდესაც მენეჯერი ბუღალტრული აღრიცხვისთვის პროგრამის შერჩევას იწყებს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.
დიდი, ანუ პირველი და მეორე კატეგორიების კომპანიების ბუღალტრული პროგრამები, ლოგიკურად, უნდა განსხვავდებოდეს მცირე და საშუალო (მე-3, მე-4 კატეგორიების) კომპანიების პროგრამული უზრუნველყოფისგან.
როგორც წესი, დიდი კომპანიები იყენებენ ERP სისტემებს. ეს სისტემები გამოიყენება არა მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვისთვის, არამედ სრულიად ბიზნესის ავტომტიზაციისთვის. მაგალითად, 1C ERP, რომელიც იდეალურია სწრაფი გაყიდვების მქონე დიდი სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტებისთვის, მოიცავს სუპარმარკეტის ფუნქციონირების მთელ პროცესს. ერთი შეხედვით, შესყიდვების, მარაგების და გაყიდვების მოდულები შესაძლოა ყველა ბუღალტრულ პროგრამასაც ჰქონდეს, მაგრამ ERP სისტემებში თითოეული ბიზნეს პროცესი ბევრად უფრო მაღალ დონეზეა ავტომატიზებული და მათში ბუღალტრებისა და ფინანსური დეპარტამენტის სხვა წევრების გარდა საოპერაციო (გაყიდვების, შესყიდვების, საწყობის, ლოჯისტიკის) მენეჯერებიც მუშაობენ. დიდი ქსელური მაღაზიების შემთხვევაში, მოლარეებიც ამავე ERP სისტემაში აღრიცხავენ მომხმარებლების ნავაჭრს. კომპანიის საქმიანობის სრულყოფილი კონტროლისთვის კი მენეჯმენტს აქვს რეპორტები თითოეული მიმართულებისთვის.
მსგავსი ERP სისტემების ფასი განსხვავებულია და დამოკიდებულია კომპანიის პროცესების მოცულობაზე. შესაბამისად ფასი შეიძლება 20 000-დან 200 000 ლარამდე მერყეობდეს, ან უფრო მეტიც.
საშუალო და მცირე ბიზნესს დიდი ERP სისტემის საჭიროება არ აქვს. ამ კომპანიების პროცესები, როგორც წესი, არ არის ისეთი რთული და დიდი მოცულობის, შესაბამისად შესაძლებელია მათ მხოლოდ საბუღალტრო პროგრამა გამოიყენონ.
თუმცა, დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამები, რომლებიც მომხმარებელს ERP სისტემების მსგავს ფუნქციონალს სთავაზობენ. მათ მინი ERP სისტემებიც შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს სისტემები მოიცავს, როგორც ბუღალტრულ და ფინანსურ აღრიცხვას, ისე საოპერაციო ნაწილის ავტომატიზაციას.
მაგალითად, პროგრამა"ბალანსი", არის ქართული მინი ERP სისტემა, რომელშიც შესაძლებელია, როგორც წარმოების, ისე მშენებლობისა და ვაჭრობის აღრიცხვა. პროგრამა ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესისთვისაა და იდეალურად ერგება მათ პროცესებს.
ბალანსში, ისევე როგორც დიდ ERP სისტემებში, შესაძლებელია ერთ გარემოში იმუშაონ ბუღალტერმა და საოპერაციო მენეჯერებმა. დირექტორმა კი რეპორტებში უყუროს კომპანიის საქმიანობის შედეგებს. ანუ "ბალანსი" არ არის კლასიკური გაგებით საბუღალტრო პროგრამა. ის არის კარგი ინსტრუმენტი კომპანიის მენეჯმენტისთვისაც, რომელსაც სურს ბიზნესის პროცესებზე მაქსიმალური კონტროლი ჰქონდეს.
რეპორტებში ჩანს ყოველდღიური გაყიდვები, საწყობში დარჩენილი ნაშთები, ეტაპებადაა ჩაშლილი წარმოების პროცესი და ა.შ.
მაგალითად, სამშენებლო პროცესების აღრიცხვისას კომპანიის მენეჯერებს დეტალურად აქვთ გაწერილი გეგმიური სამუშაოები: ვთქვათ: ნიადაგის მომზადება; საძირკველის ჩაყრა; შავი კარკასის მშენებლობა; თეთრი კარკასი და ასე შემდეგ, დასრულებული შენობის მიღებამდე. ეს დეტალური ჩაშლა მენეჯერებს ეხმარება მუდმივ რეჟიმში აკონტროლონ ხარჯები.
ის პროცესები, რაც ყოველდღიურად საოპერაციო ნაწილში ფიქსირდება, აისახება ბუღალტერიაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ბუღალტრები და მენეჯერები მუშაობენ ერთ სისტემაში, მათთვის შესაბამის მოდულებში. სწორედ ამიტომ, პროგრამა ბალანსი და სხვა მსგავსი პროგრამები, არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ საბუღალტრო პროგრამად.
ქართულ ბაზარზე ასეთი, ბუღალტრული პროგრამები ბევრი არ არის, მათი ფუნქციონალიც განსხვავებულია. პროგრამა "ბალანსი" არის როგორც ერთიანი, უნივერსალური სისტემა ვაჭრობის, წარმოების, მშენებლობის აღრიცხვის ავტომატიზაციის, მენეჯერული რეპორტინგისა და ბუღალტრული აღრიცხვისთვის.
რაც შეეხება ფასებს, დიდი ERP სისტემებთან შედარებით, მინი ERP სისტემებისა და ბუღალტრული პროგრამების დანერგვისა და მომსახურების ფასი დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია. ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია, რომელიც ავტომატიზაციის საჭიროებას აცნობიერებს, ისიც გაითავისოს, რომ სააღრიცხვო სისტემის დანერგვა კომპანიაში ინვესტიციაა და არა ხარჯი. კარგი მინი ERP სისტემები მათზე გაწეულ დანახარჯებს ადამიანური რესურსის დროის დაზოგვითა და შეცდომების მინიმიზაციის გზით რამდენიმე თვეში იღებენ.
რაც შეეხება ბურალტრულ აღრიცხვაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, შეიძლება ითქვას, რომ ქართული პროგრამებიც ცდილობენ ტენდენციებს ფეხი აუწყონ. პროგრამა "ბალანსი" მომხმარებელს სრულ ფუნქციონალზე სთავაზობს როგორც ლოკალურ, ისე ქლაუდ ვერსიას, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს პროგრამასთან წვდომას და გადახდის ყოველთვიურ სქემას სთავაზობს.
შეჯამებისთვის, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საბუღალტრო პროგრამის შერჩევისას კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს მისი საქმიანობის სფერო, ოპერაციების სიმრავლე და პროცესების სპეციფიკა. დღეს ქართულ ბაზარზე არაერთი პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს.
კომპანიებს, რომელთა სერვისშიც ასევე შედის ფინანსური აუდიტი, ბუღალტრული აუთსორსინგი და საგადასახადო კონსულტაციები, ბევრად მეტი კომპეტენცია აქვთ ERP სისტემების დანერგვის საკითხში, ვინაიდან მათი სპეციალიზაციაა არა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური საკითხებია, არამედ პროცესები, რომლებიც ამ პროგრამული უზრუნველყოფით უნდა აღირიცხოს.
სწორი პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია საიმედო პროვაიდერის შერჩევაც, რაც სამომავლოდ კომპანიის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები