კაია გერბერს გიორგი ქებურიას კაბა ეცვა, რომლის ღილებსაც თბილისური ისტორია აქვს
25 სექტემბერს პარიზში კარლ ლაგერფელდის საპატივსაცემოდ წვეულება მოეწყო, რომელსაც პოპულარული მოდელები იყვნენ მიწვეულნი. მათ შორის იყვნენ ჯიჯი ჰადიდი, კარლი კლოსი და კაია გერბერი.
როგორც აღმოჩნდა, კაია წვეულებაზე გიორგი ქებურიას კაბით მივიდა. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის აქსესუარებითა და კოსტიუმებით ხშირად ჩდებიან კარდაშიანები, ჯენერები, ჰადიდები, ლედი გაგა და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.
სინდი კროუფორდის შვილის შერჩეული პატარა შავი კაბის მიღმა სახალისო ისტორია დიზაინერმა საკუთარ ფეისბუქზე გაიხსენა.
ქებურიას თქმით, კაბა ზაფხულში იქმნებოდა და ღილებზე გადასაკრავი ქსოვილი დააკლდა. მისი სიტყვებით, მთელი თბილისის მოვლის შემდეგ სასურველ ფერს მარჯანიშვილზე, ქსოვილების მაღაზიაში მიაგნო:
"ვხედავ ამ ქსოვილს, მომიჭერით ეს ქსოვილი ერთი მეტრი მინდა-მეთქი, მიყურებს ორი ცოტა "ჩიტმა წაიღო!?" ქალი და თან არ მისმენენ, ჯერ მაკვირდებიან. იცით ეგ ქსოვილი რა ღირს? რად გინდათ? რა უნდა გააკეთოთ მაგ ქსოვილისგან? დიზაინერი ხართ? მერე რამოდენიმე ჩემი კოლეგა მიხსენეს თან ყვებიან ჩემს გასაგონად რაღაც უდონო ისტორიებს, როგორ დამამცირონ აღარ იციან, ამხედავენ, ჩამხედავენ, ვდგავარ გაყინული ნერვებით და ამ ერთ მეტრს ველოდები რომელსაც არავინ მიჭრის, თან მეშინია ხმის ამოღებით ან დაჩქარებით უფრო არ გავანაწყენო, ძალიან მეჩქარება და საერთოდ უნაჭროდ არ დავრჩე".
კაია გერბერი კარლ ლაგერფილდისთვის მიძღვნილ საღამოზე. 25 სექტემბერი, პარიზი.
კაია გერბერი კარლ ლაგერფილდისთვის მიძღვნილ საღამოზე. 25 სექტემბერი, პარიზი.
საბოლოოდ, კონსულტანტებს გაახსენდათ, რისთვისაც უცდიდათ საკმაოდ წარმატებული დიზაინერი, რომელიც მათ ვერ იცნეს და ქსოვილი, რომელსაც ნოეს ნაჭერს ეძახდნენ, მეორე სართულიდან ჩამოუტანეს:
"ძლივს ჩამოათრია ეს ერთი მეტრი და პარკში სანამ ჩამიდებდა ისევ დამამცირებელი ტონით და მზერით მეუბნება: ამ ქსოვილისგან ჯანეტ ქერდიყოშვილმა საქორწილო კაბა შეიკერა და აბა შენ იცი, შე საწყალოო. ხოდა კაია გერბერს კაბა რო ეცვა ჯანეტ ქერდიყოშვილის საქორწილო კაბის ნაჭრის ღილები ქონდა ცოტა იგავ-არაკი არ არი?"
როგორც დიზაინერის ინსტაგრამიდან ვიგებთ, კაბა 20 აგვისტოს უკვე მზად იყო.
თუ გიორგი ქებურიას შესახებ თქვენც არ გსმენიათ, ამ ამბებს გადახედეთ:
- მაილი საირუსმა ახალი ალბომი გიორგი ქებურიას ტანსაცმელში გამოწყობილმა დააანონსა;
- დისნეის პრინცესად გარდაქმნილმა ლინდსი ლოჰანმა გიორგი ქებურიას კოსტიუმი მოირგო;
- კაილი ჯენერი ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას სათვალით გამოჩნდა;
- ნახეთ: კანადაში გამართულ ფესტივალზე Lorde გიორგი ქებურიას კოსტიუმით გამოვიდა;
- პამელა ანდერსონი ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას სათვალით გამოჩნდა (ვიდეო);
- ფოტო: ლედი გაგა ქართველი დიზაინერის კაბით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები