პრეზიდენტის ფოტო მიანმარის ლიდერთან, რომელსაც როჰინჯების გენოციდის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / Facebook
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციას დაესწრო. ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.
სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა ფოტო მიანმარის ლიდერთან აუნ სან სუ ჩისთან, რომელსაც როჰინჯი მუსლიმების გენოციდის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრეზიდენტი ფოტოს აღწერაში აღნიშნავს, რომ აუნ სან სუ ჩი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალია, რომელმაც "პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა".
აუნ სან სუ ჩი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველად მიიჩნეოდა, თუმცა მიანმარში როჰინჯი მუსლიმების დევნის გამო მისი სტატუსი ნელ-ნელა ეჭვის ქვეშ დადგა.
როჰინჯი მუსლიმების დევნის გამო აუნ სან სუ ჩი არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ და საპატიო ჯილდოები ჩამოართვეს. 2007 წელს კანადის პარლამენტმა აუნ სან სუ ჩის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა, რომელიც როჰინჯი მუსლიმების მასობრივი მკვლელობის გამო 2018 წელს ჩამოართვა.
2018 წლის ნოემბერში მიანმარის ლიდერმა კიდევ ერთი ჯილდო დაკარგა. ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა მუსლიმების გენოციდის გამო აუნ სან სუ ჩის "სინდისის ელჩის" ჯილდო ჩამოართვა. ეს ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც მან 2009 წელს მიიღო.
როგორც Amnesty International-მა მაშინ განცხადებით, აუნ სან სუ ჩის ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის გაღვივებას როჰინჯი მუსლიმების წინააღმდეგ, ის უარყოფდა გენოციდზე ბრალდებებს და ხელს უშლიდა საერთაშორისო გამოძიებებს.
On.ge ცდილობს, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურს დაუკავშირდეს და ფოტოსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება მიიღოს.
აუნ სან სუ ჩი 2016 წლიდან მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მრჩეველია, რაც პრემიერ-მინისტრობას უტოლდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ხელისუფლებას არმია აკონტროლებს. მან მსოფლიო ყურადღება სწორედ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლით მიიპყრო. 1988-2010 წლებში თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო 15 წელი შინაპატიმრობაში იყო. 1991 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
გათავისუფლების შემდეგ მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, თუმცა სახელმწიფო მრჩევლად გახდომის შემდეგ, ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველი გახდა.
როჰინჯი მუსლიმები
2017 წლის აგვისტოში მიანმარში, რაკჰაინის რეგიონში როჰინჯების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები განახლდა, რის შედეგადაც 25 ათასი როჰინჯი დაიღუპა, ხოლო 700 ათასი ბანგლადეშში გაიქცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიანმარში როჰინჯი მუსლიმების დევნის საქმის წინასწარი მოკვლევა დაიწყო. ამას შესაძლოა, სამხედრო დანაშაულის გამოძიება მოჰყვეს. გაერომ სამხედროების მიერ ჩადენილი ქმედებები გენოციდად შეაფასა.
2018 წლის აგვისტოში მიანმარის ხელისუფლებამ უარყო გაეროს ანგარიში, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია გენოციდში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დასჯას ითხოვდა. არმია როჰინჯების კრიზისში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მიანმარი რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის, რაც ნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია იქ ვერ გავრცელდება. თუმცა ბანგლადეში, რომელიც როჰინჯების თავშესაფრად იქცა, სტატუტის ხელმომწერია, ამიტომაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს მოქმედების უფლება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები