რეალური ნივთები, რომლებიც "ჰარი პოტერის" სამყაროს აცოცხლებენ
ფოტო: Alamy
თუ სიტყვები ავადა კედავრა ან ვინგარდიუმ ლევიოსა თქვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ენის გასატეხი უცნაური ასოთწყობები, მაშინ დიდი ალბათობით პოტერჰედების მრავალრიცხოვან არმიას მიეკუთვნებით. ჯოან როულინგის მიერ შექმნილი ჰარი პოტერისეული სამყარო ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კულტურულ მონაპოვრად თამამად შეიძლება ჩაითვალოს. და რადგან ეს ისტორია ფოლკლორული და მითოლოგიური ამბებითაა შთაგონებული, ჩვენს რეალობაში იმ არტეფაქტების პოვნაცაა შესაძლებელი, რომლებიც ამ ლეგენდებს ხელშესახებ ნივთებად აცოცხლებენ.
1. ფენიქსი
მეცამეტე საუკუნის მანუსკრიპტში გამოსახული ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსი.
ფოტო: British Library
ჰარი პოტერის სამყაროში უნიქორნებს, კენტავრებსა და დრაკონებს ხშირად შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ როულინგს ეს არსებები თვითონ არ გამოუგონია, ამ უძველეს მითოლოგიურ ქმნილებებს მან ნამდვილად შთაბერა ახალი სიცოცხლე. შვიდტომეულის მეორე წიგნში, ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი, ავტორი ძველბერძნულ მითოლოგიაში არსებულ ფრინველს, ფენიქსს, ახლებურად წარმოიდგენს და მას აღწერს როგორც გედის ზომის ცეცხლისფერ ჩიტს ოქროს ნისკარტითა და ბრჭყალებით. როულინგის მიხედვით, ფენიქსი თავისი დაწვის დღის მოახლოებისას ძალიან ჰგავს სანახევროდ ბუმბულგაცლილ საშობაო ინდაურს. დაწვის შემდეგ კი იგი საკუთარი ფერფლიდანვე აღდგება და ხელახლა იწყებს სიცოცხლეს.
ის, რომ ფენიქსის ბუმბული ჯადოსნური ჯოხების შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს, საკუთრივ როულინგის მოგონილია. მართლაც, ფენიქსის ბუმბული როგორც მთავარი პერსონაჟის, ჰარის, ასევე ანტაგონისტის - ლორდი ვოლდემორის ჯადოსნური ჯოხის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ამასთან, როულინგისვე მიხედვით, ფენიქსის ცრემლს ჭრილობების განკურნების ძალა აქვს. ამის შესახებ ჰარი პოტერის მეორე წიგნის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, როცა მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორის, დამბლდორის ფენიქსი თავისი ცრემლით ბასილისკოს მიერ დაჭრილ ჰარის განკურნავს.
წიგნის თანახმად, ფენიქსის მოშინაურება ძალიან რთულია, თუმცა გაწვრთნის შემდეგ ის მეპატრონის ერთგული სამუდამოდ რჩება. ეს კარგად ჩანს დამბლდორის მკვლელობის ეპიზოდში, როცა პატრონის აღსასრულით დამწუხრებული ფრინველი ე.წ. ფენიქსის ელეგიას ასრულებს - ესაა სამგლოვიარო გალობა, რომელსაც იმდენად სულისშემძვრელი ჟღერადობა აქვს, რომ მსმენელს ჰგონია, მელოდია საკუთარი გულიდან ესმის.
ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე მეცამეტე საუკუნის წიგნის ხელნაწერია წარმოდგენილი. ილუსტრაცია, რომელზეც ჩანს, როგორ აღდგება ფენიქსი საკუთარი ფერფლიდან, იმის ნათელი მაგალითია, რომ როულინგამდეც შემოქმედები ამ ფრინველს თვალშისაცემი სიცხადითა და შთამბეჭდავი გამომსახველობითი ფორმებით წარმოიდგენდნენ.
2. ბეზოარის ქვა
ბეზოარი სპარსული სიტყვა pād-zah-იდან მომდინარეობს და ანტიდოტს ნიშნავს.
ფოტო: The Board of the Trustees of the Science Museum
ბეზოარის შესახებ ჰარი პოტერი ჰოგვორტსში სწავლის პირველ წელს შხამ-წამლების გაკვეთილზე, პროფესორ სნეიპისაგან შეიტყობს. პროფესორის თქმით, ბეზოარის კენჭს თხის კუჭიდან იღებენ და ის საწამლავების უმრავლესობის ანტიდოტია. ჰარი პოტერის მეექვსე წიგნში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რონ უისლი, მოწამვლისაგან სიკვდილს სწორედ ბეზოარით გადაარჩინეს.
ბეზოარი სპარსული სიტყვა pād-zah-იდან მომდინარეობს, რომელიც ანტიდოტს ნიშნავს. რეალურად ის მოუნელებელი საკვების მასაა, რომელიც ზოგიერთი ბალახისმჭამელის კუჭში წარმოიქმნება. ადამიანებს ბეზოარის სამკურნალო თვისებების ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში სჯეროდათ. ფოტოზე ნაჩვენები არტეფაქტის გარშემო შემოვარაყებული ოქრო იმაზე მიანიშნებს, თუ რამხელა პატივს მიაგებდნენ ამ ნივთს.
3. ნიკოლას ფლამელის საფლავის ქვა
ნიკოლას ფლამელის საფლავის ქვა.
ფოტო: Paris, Musée de Cluny
ფილოსოფიური ქვის შემქმნელის, ნიკოლას ფლამელის შესახებ ჰარი პოტერის პირველ წიგნშივე ვკითხულობთ. ის, ამასთან, უკვდავების წყლის აღმომჩენიცაა. სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით იცოცხლა მან 665 წლის ასაკამდე თავის მეუღლესთან, 668 წლის პერენელთან ერთად. წიგნში ფლამელი და მისი ცოლი ფილოსოფიური ქვის განადგურებისას იღუპებიან.
ამ ამბავში განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ნიკოლას ფლამელი რეალური ისტორიული პირია და ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზეც სწორედ მისი საფლავის ქვას ხედავთ. წარმოშობით ფრანგი, ის მეთოთხმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა. პროფესიით გადამწერსა და ხელნაწერებით მოვაჭრეს, გარდაცვალების შემდეგ როგორღაც ალქიმიკოსისა და ფილოსოფიური ქვის შემქმნელის რეპუტაცია შერჩა. ხალხს სჯეროდა, რომ ფილოსოფიურ ქვას სამარადისო სიცოცხლის მინიჭება და ნებისმიერი ლითონის ოქროდ გარდაქმნა შეეძლო. ხელოვნებათმცოდნის, ალექს ლოკის თქმით, ინტერნეტ-სივრცეში დღემდე შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ ფლამელი ცოცხალია და ინდოეთში განაგრძობს ცხოვრებას.
4. მტირალა მანდრაგორა (მანდრეიკი)
ჯიოვანი კადამოსტოს მიერ შესრულებულ ილუსტრაციაზე ვხედავთ, როგორ ეზიდება ძაღლი მიწიდან თოკზე გამობმულ მანდრაგორას.
ფოტო: British Library Board
მტირალა მანდრაგორების შესახებ ჰარი პოტერმა და მისმა მეგობრებმა ჰოგვორტსში სწავლის მეორე წელს, ჰერბოლოგიის გაკვეთილზე შეიტყვეს. წიგნის მიხედვით, მანდრაგორას ფესვს პარალიზების გამომწვევი შელოცვით გაქვავებულთა განკურნება შეუძლია. თუმცა მანდრაგორები არა უბრალო მცენარეები, არამედ მგრძნობიარე არსებები არიან, რომელთა ტირილიც მათ გაზრდასთან ერთად უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება და ბოლოს ისეთ სიხშირეებს აღწევს, რომ ადამიანის მოკვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ ჰოგვორტსის მოწაფეებს ასწავლიან, რომ მანდრაგორები სრულ დამწიფებამდე უნდა მოკრიფო.
რეალურად მანდრაგორას ფესვები დასავლურ კულტურათა ფოლკლორში უძველესი პერიოდიდან მოყოლებული გვხვდება. ეს, სავარაუდოდ, იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ზოგჯერ ამ მცენარის ფესვები ფორმით ადამიანს ძალიან წააგავს. მანდრაგორების მიწიდან ამოსაღებად ადამიანები ძველად ძაღლებს იყენებდნენ იმ ცრურწმენის გამო, რომ მცენარე ყურისწამღებ ტირილს მორთავდა და ამ ხმას ცოცხლები ვერ გადაურჩებოდნენ. ზემოთ წარმოდგენილ ფოტოზე ძველი ენციკლოპედიის ჰერბალურ ილუსტრაციას ხედავთ, რომელზეც ძაღლის მიერ მანდრაგორას მიწიდან ამოღების სცენაა გამოსახული. მედიცინაში მანდრაგორა ჰალუცინოგენური და ნარკოტიკული თვისებებითაცაა ცნობილი.
5. ბროლის ბურთი
პატარა შავი ბროლის ბურთი, რომელსაც პეინტენელი ჯადოქარი, სუანიანი ნელი იყენებდა.
ფოტო: Museum of Witchcraft
ბროლის ბურთებს ჰარი პოტერი პირველად ჰოგვორტსში სწავლის მესამე წელს, მისნობის გაკვეთილზე გაეცნო, რომელსაც ექსცენტრული პროფესორი, სიბილ ტრელოუნი უძღვებოდა. მოსწავლეებს ბროლის ბურთში მომავლის დანახვა უნდა ესწავლათ, თუმცა ჰარი და მისი მეგობარი რონი მხოლოდ მბრუნავ ნისლს ხედავდნენ. შვიდტომეულის მეხუთე წიგნში ასევე ვიგებთ, რომ ჰარი ბროლის ბურთით მკითხაობაში კვლავ განიცდის მარცხს. ამის მერე გასაკვირი არ არის, რომ ჰარის ბროლის ბურთები გულზე არ ეხატებოდა.
ბროლის ბურთები მისნებთა ატრიბუტად დღემდე ითვლება. თუმცა ერთი მათგანი განსაკუთრებული ისტორიის მატარებელია; ესაა სუნიანი ნელის კუთვნილი ბროლის სფერო. ბრიტანელმა მისანმა, სუნიანმა ნელიმ ეს ზედმეტსახელი თავისი ჩვევის გამო მიიღო: გადმოცემის თანახმად, იგი უამრავ სუნამოს ისხამდა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით მარჩიელობისას სულების კეთილგანწყობას მოიპოვებდა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოღწეული ინფორმაციის თანახმად, "ეს სფერო მთვარის ბროლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მკითხავი ღამღამობით მის ზედაპირზე მთვარის ანარეკლს აკვირდებოდა და ასე ახერხებდა მომავლის წინასწარმეტყველებას".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები