ქალები, რომლებმაც ივენთზე ვაინშტაინის ყოფნა გააპროტესტეს, ბარიდან გააძევეს
ფოტო: Drew Angerer/Getty Images
ნიუ-იორკში მდებარე დაუნთაიმ ბარში დამწყები ხელოვანებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ჰოლივუდის ყოფილი გავლენიანი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი გამოჩნდა. ვაინშტაინი შოუბიზნესში მოღვაწე ასზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში და მის საქმეს ლონდონის, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს.
ვაინშტაინის ადგილზე მისვლა რამდენიმე ქალმა და ახალგაზრდა კომიკოსმა, კელი ბეჩმენმა სცენაზე ასვლისთანავე გააპროტესტა.
"იცით, რომ ამ ოთახში სპილოა? იცით ის ვინაა?" — თქვა მან და დასძინა, რომ არ ელოდა ამ ღონისძიებაზე გაუპატიურებაზე თუ მოუწევდა საუბარი. ბეჩმენმა ვაინშტაინი საშინელებათა ფილმის გმირის, ფრედი კრიუგერის სახელითაც მოიხსენია. გამომსვლელის სიტყვებს აუდიტორია უკმაყოფილო ზუზუნით შეხვდა, ერთ-ერთმა დამსწრემ კი დაუძახა, რომ "მოეკეტა". კელი ერთადერთი გამომსვლელი იყო, რომელმაც გაუპატიურებაში ბრალდებული პროდიუსერის აუდიტორიაში ყოფნა სცენიდან აღნიშნა.
ამის შემდეგ, შოუს ერთ-ერთი დამსწრემ, ზოი სტაკლისმა ვაინშტაინის მიმართ სხვა დამსწრეების სიჩუმე გააპროტესტა და ისიც, რომ მას ასე მშვიდად შეხვდნენ, რის შემდეგაც ის ბარიდან გააძევს. ზოიმ ფეისბუქზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საღამოს შესახებ მოყვა და საზოგადოების პასიურობა გააკრიტიკა.
"მე გავალ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ადგილიდან გავალ, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს!" — ისმის ახალგაზრდა ქალის ხმამაღალი საუბარი ვიდეოში, იქამდე, სანამ მას ბარიდან გააძევებენ.
"ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში აჩუმებდა. ვფიქრობდი ხელოვანებზე და ქალებზე, რომლებიც იმ შიშით იყვნენ პარალიზებულნი, რომელიც მე ვიგრძენი, შიშით, რომელიც მათ კოლეგებს სიჩუმისა და პასიურობის კულტურაში შიშის ქვეშ ამყოფებდა. ეს ოთახი ჩვენი საზოგადოების მიკროსამყარო იყო", — წერს ზოი ფეისბუქზე.
"ჩვენი პასიურობა მომწამვლელია. ერთად უნდა ვიდგეთ და უსამართლობა გავაპროტესტოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიშით წახალისებული ეს საწამლავი ხრწნას გამოიწვევს", — ამ სიტყვებით ასრულებს ზოი პოსტს.
მესამე ქალი, რომელიც ვაინშტაინის ადგილზე ყოფნას უკმაყოფილებით შეხვდა, ამბერ როლოა — კომიკოსი კელი ბეჩმენის მეგობარი. ბარიდან ისიც გააძევეს.
"მივედი და ვუთხარი, რომ წყეული მონსტრი იყო, რომელიც უნდა გამქრალიყო. მისმა მეგობარმა თუ დაცვის წევრმა კი ბოზი მიწოდა. მინდოდა, მაგიდის მეორე მხარეს მივწვდომოდი და მიმეხრჩო", — წერს ამბერი ტვიტერზე. მან ზოის შესახებაც დატვიტა და აუდიტორიაში ყველაზე "ჯანსაღად მოაზროვნე" ადამიანი უწოდა.
კელი ბეჩმენი
ზოი სტაკლისი
ამბერ როლო
ვაინშტაინმა და მისმა წარმომადგენელმა ინციდენტზე Variety-სთან ისაუბრეს:
"ჰარვი ვაინშტაინი მეგობრებთან ერთად იყო გარეთ, სიამოვნებას იღებდა მუსიკისგან და ცდილობდა მცირედი ნუგეში და სიმშვიდე ეგრძნო საკუთარ ცხოვრებაში, რომელიც თავდაყირა დადგა. შექმნილი სიტუაცია უხეში და არასასურველი იყო და ასევე იმის მაგალითი, თუ როგორ გამოაქვთ სასამართლო პროცესი საჯარო სივრცეში".
თავად ვაინშტაინმა კი წერილობით განაცხადა, რომ ნებისმიერის კითხვებს უპასუხებს, იმ უფლებებს კი, რომლებიც თავად აქვს, დაიცავს.
ორი წლის წინ, შემოდგომაზე, ჰოლივუდი დაუგეგმავმა ონლაინ კამპანიამ, #MeToo მოიცვა. წარმატებული მსახიობი ქალები ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერის გარყვნილ ქმედებებზე ალაპარაკდნენ. 100-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, ძალადობასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მის საქმეს ლონდონის, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს. 2018 წლის 25 მაისს ვაინშტაინს ნიუ-იორკის პოლიციამ ბრალი წაუყენა, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქალთან "გაუპატიურების, ძალადობრივი სექსუალური აქტის, სექსუალური შევიწროების და უკანონო სექსუალური ქმედებების" დანაშაულს. ვაინშტაინი პოლიციას ჩაბარდა და დააპატიმრეს, თუმცა ის 1 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები