პიტი VS დიკაპრიო — ვინ იბრძოლებს ოსკარებზე მთავარი როლის ნომინაციაში
ფოტო: Sony Pictures
2019 წელს კინოსამყაროში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი მოვლენა კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმის, Once Upon a Time in Hollywood-ის გამოსვლა იყო.
გარდა იმისა, რომ ფილმი რეჟისორის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა კინოგაქირავებიდან მიღებული შემოსავლებით, ის საერთაშორისო სკანდალში გაეხვა და ამის გამი ჩინეთში მისი პრემიერაც ჩაიშალა.
ტარანტინოს ამ ხმაურიან ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი კაცი მსახიობები, ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი ასრულებენ. ოსკარების დაჯილდოების მოახლოებასთან ერთად მაყურებლები აქტიურად განიხილავდნენ, თუ ვის წარადგენდნენ ამ ორი მსახიობიდან კაცის მთავარი როლის ნომინაციაზე და ვის - მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში.
სულ ცოტა ხნის წინ ტარანტინოს ამ კინოსურათის მწარმოებელმა კომპანიამ, Sony Pictures-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში ლეონარდო დიკაპრიო წარადგინეს, მეორეხარისხოვანი როლისთვის კი ბრედ პიტი.
ლეონარდო დიკაპრიოს უკვე აქვს ერთი ოსკარი მოპოვებული 2016 წელს ფილმ The Revenant-ში შესრულებული როლისთვის, ბრედ პიტმა კი ჯერ-ჯერობით ამ გავლენიანი ჯილდოს მოპოვება ვერ მოახერხა. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, წელს სწორედ ბრედ პიტს უფრო აქვს ოსკარის ცერემონიალზე გამარჯვების შანსი.
2020 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე ლეონარდო დიკაპრიოს სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევენ რობერტ პატინსონი ფილმ The Lighthouse-ში შესრულებული როლით და ხოაკინ ფენიქსი წლევანდელი ერთ-ერთი უდაოდ ფავორიტი ფილმით Joker. ბრედ პიტთან ერთად კი მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში იბრძოლებენ ტიმოთი შალამე ფილმიდან The King და უილემ დეფო ფილმით The Lighthouse.
ოსკარების მომავალი დაჯილდოების ნომინაციებში მოხვედრილი ფინალისტების ვინაობა 2020 წლის 13 იანვარს გახდება ცნობილი, თავად დაჯილდოების ცერემონიალი კი 9 თებერვალს გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები