ჟირინოვსკი: თუ ამერიკელები ტრამპს არ აირჩევენ, ბირთვული ომის საფრთხე დადგება
ფოტო: REUTERS/Ivan Sekretarev/Pool
"ამერიკელებმა, 8 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს უნდა გაითვალისწინონ, რომ ტრამპისთვის მიცემული ხმა მსოფლიო მშვიდობას უზრუნველყოფს. მაგრამ თუ ისინი ხმას მისცემენ ჰილარის, მაშინ აირჩევენ ომს. ეს იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი სადაც ყველგან ჰიროსიმას და ნაგასაკის ვნახავთ" - განაცხადა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს და ამერიკას შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ ამაზე უარესი მხოლოდ ომის დაწყება შეიძლება იყოს. თუმცა ურთიერთობის დასტაბილურების გარანტია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება იქნება:
"ტრამს აქვს შესანიშნავი შანსი ორი ქვეყნის ურთიერთობა უფრო მშვიდი გახადოს. ის ერთადერთია ვისაც ამის გაკეთება შეუძლია"
ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპის პოლიტიკა იმდენად სწორია, მას აქვს შანსი ნობელის პრემია აიღოს მშვიდობის დარგში. მან ისაუბრა მიზეზებზეც, თუ რატომ მიიჩნევს ჰილარი კლინტონს ცუდ კანდიდატად. მისი განცხადებით 2009-2013 წლებში სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ყოფნისას ჰილარიმ დაამტკიცა, რომ მას არ შეუძლია ქვეყნის სწორად მართვა.
ყველა ამერიკელმა მხარი უნდა დაუჭიროს ტრამპს, იმიტომ რომ მამაკაცებს მართვის მილიონ წლიანი გამოცდილება აქვთ. ამერიკელებს არ აქვთ უფლება გარისკონ და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი ქვეყანა ქალს ჩააბარონ სამართავად.
ჟირინოვსკიმ დისკრიმინაციული შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ისეთ სახიფათო ქალ კანდიდატს, როგორიც ჰილარია ქვეყნის მართვის საშუალება არ უნდა მიეცეს, რადგან ის ბირთვულ ომს დაიწყებს:
"ყველა ამერიკელმა მხარი უნდა დაუჭიროს ტრამპს, იმიტომ რომ მამაკაცებს მართვის მილიონ წლიანი გამოცდილება აქვთ. ამერიკელებს არ აქვთ უფლება, გარისკონ და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი ქვეყანა ქალს ჩააბარონ სამართავად."
ჟირინოვსკიმ ისაუბრა პუტინისა და ტრამპის ურთიერთობაზეც, რომელიც დიდი ხანია მსოფლიო განხილვის საგნად იქცა:
"მათ შეუძლიათ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ. ტრამპის გამარჯვება საჩუქარი იქნება კაცობრიობისთვის. ჰილარის გამარჯვების შემთხვევაში კი, ამერიკას ბოლოჯერ ეყოლება პრეზიდენტი."
ტრამპის და რუსეთის ურთიერთობა აქტუალური, მას შემდეგ გახდა რაც დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებიდან მეილები მოიპარეს, რომელიც WikiLeaks-სმა გამოაქვეყნა. გავრცელებული აზრით, ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთი იდგა და საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
მოგვიანებით, 2015 წლის 31 ივლისს, რესპუბლიკელების კანდიდატმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა: "კარგად შევეწყობი ვლადიმერ პუტინს".
ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა კანდიდატი, ტრამპმა უპასუხა:
"მე ვფიქრობ, რომ კარგად შევეწყობოდი მას. ის ვერ იტანს ობამას, ობამა ვერ იტანს მას. ჩვენ საშინელი ურთიერთობები გვაქვს. ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივანია. ის ყველაზე ცუდი სახელმწიფო მდივანია ქვეყნის ისტორიაში. მისი მოღვაწეობის დროს ჩვენ ვაფეთქებდით ტერიტორიებს, ახლა მას სურს პრეზიდენტობა".
მოგვიანებით 2015 წლის 17 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონის ლიდერად დაასახელა.
"ის ძალიან ენერგიული ადამიანია, უდავოდ ნიჭიერი"
რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა პუტინის შეფასებას უპასუხა:
"ყოველთვის ძალიან დიდი ჯილდოა, როცა ასე კარგ კომპლიმენტს გიკეთებს ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ მის ქვეყანაში და ფარგლებს გარეთ. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ რუსეთი და ამერიკა კარგ ურთიერთობაში უნდა იყვნენ და გაერთიანდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მსოფლიო მშვიდობის აღსადგენად. ამავდროულად სავაჭრო და სხვა კომუნიკაციებიც უნდა აღდგეს ურთიერთპატივისცემის ხარჯზე."
მოგვიანებით კი ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი მას უფრო დიდ პატივს სცემს ვიდრე ჰილარი კლინტონს, რაც ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებამ დაადასტურა, რომელიც კრემლის იდეები აქტიური მხარდამჭერია.
ამ ეტაპზე რესპუბლიკელების კანდიდატის და რუსეთის პრეზიდენტის ურთიერთობა ამით შემოიფარგლება. დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები