როგორ აქებენ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოზე მინისტრები და დეპუტატები
ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური
"წყალტუბოს აღორძინებაზე" ბიძინა ივანიშვილის განაცხადს მთავრობის წარმომადგენლებისა და უმრავლესობის დეპუტატების ქება მოჰყვა. ინიციატივას გამოეხმაურნენ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც.
ბიძინა ივანიშვილი "წყალტუბოს აღორძინების პროექტს" გეგმავს. ქართული ოცნების განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი 22-ვე სანატორიუმის, 9 აბანოს გამოსყიდვასა და მათ სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისთვის "მოგებაზე არაა საუბარი", არამედ, აპირებს, რეაბილიტირებული სანატორუმები "მნიშვნელოვანი ფასდაკლებით" გაასხვისოს.
"წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება. სოხუმი გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ", — წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი — ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი.
"წყალტუბოს მასშტაბურ განვითარებას იწყებს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე!", — ასევე ფეისბუქპოსტით ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.
ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ვოლსკის თქმით, "სავალალოა", რომ ოპოზიციის კრიტიკის გამო მას და მის თანაგუნდელებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე თავის მართლება უწევთ:
"იმისათვის, რომ შენდება ტყე-პარკები, ბოტანიკური ბაღები; იმისათვის, რომ აშენდა საკონცერტო დარბაზი; იმისათვის, რომ ქუთაისი იქცევა განათლებისა და ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრად; იმის გამო, რომ აბასთუმანი და წყალტუბო, ეს მარგალიტები საქართველოს მიწაზე, იქნებიან რეაბილიტირებული და იმის გამო, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მსოფლიო მნიშვნელობის ტრაგედიას გარკვეული თანხა შესწირა. ეს არის სტრატეგიული გათვლა, თორემ კარგად იციან ბობოხიძეებმა, რომ რეალურად საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია".
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში კურორტის აღდგენა არის "მთლიანად ქველმოქმედება":
"მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია".
პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს:
"წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის მისი კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს... ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა".
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბიძინა ივანიშვილს "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქველმოქმედი" უწოდა, რომელსაც "რეგიონის შეცვლა შეუძლია".
"ათეული წლების განმავლობაში წყალტუბომ ვერ დაიბრუნა ის ფუნქცია, რაც ჰქონდა. ბატონი ბიძინას ინიციატივის შედეგად, წყალტუბოსთვის მისი პოტენციალის სრულად ათვისება რეალისტური გახდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქველმოქმედმა ამასთან ერთად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქველმოქმედმა შეცვალოს მთელი რეგიონი", — ამბობს მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში






კომენტარები