არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის ზომას, თუ გაქვთ საწყობი მაშინ კონტროლიც გჭირდებათ
ვაჭრობის სფეროში კომპანიების დიდ ნაწილს აქვს საწყობიც. თუ მცირე სავაჭრო ობიექტის საწყობი შეიძლება მხოლოდ ერთი ოთახი იყოს, მსხვილი კომპანიების საწყობები ასეულობით კვადრატს მოიცავს. მაგალითად, კომპანია ამაზონის კალიფორნიის საწყობი 59 საფეხბურთო სტადიონს დაიტევს.
თუმცა, მიუხედავად ზომისა და შენახული პროდუქციის რაოდენობისა, ნებისმიერი კომპანიის მენეჯმენტისათვის მნიშვნელოვანია საწყობის მართვა და მარაგების აღრიცხვა მაქსიმალურად ეფექტური გზით — მოკლედ რომ ვთქვათ ყველას სჭირდება "დალაგებული" საწყობი.
მაშინ, როცა პატარა საწყობს შეიძლება მხოლოდ ერთი მენეჯერი, ჰყავდეს ამაზონის, ალიბაბას და სხვა მსხვილი სავაჭრო ორგანიზაციების საწყობებში რობოტები დასეირნობენ. თუმცა, მთლად სეირნობასაც ვერ დავარქმევთ: ყველა რობოტმა იცის, სად უნდა იპოვოს სასურველი პროდუქტი და სად მიიტანოს, თან ისე, რომ გზაში სხვა რობოტს არ დაეჯახოს.
ამაზონის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ სისტემამ 20%-ით გაზარდა საწყობის ეფექტურობა — თანამშრომლების დროისა და დატვირთვის შემცირების გზით. რობოტების სისტემით საწყობის ტევადობის გაზრდა 4-ჯერ არის შესაძლებელი, ამასთან, რობოტები ენერგო ეფექტურია — 10 რობოტი იმდენივე ენერგიას მოიხმარს რამდენსაც 1 ჩვეულებრივი მტვერსასრუტი.
მოკლედ, რობოტები კარგია, თუმცა ძვირი სიამოვნებაა. ერთი რობოტის ფასი რამდენიმე ათეულობით ათასი დოლარი ღირს, საწყობშიც, როგორც წესი, ათობით რობოტია "დასაქმებული".
დიდი კომპანიები, რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ ამ ტექნოლოგიით, სხვადასხვა სასაწყობე პროგრამას იყენებენ. ფართოდაა გავრცელებული Warehouse management system (WMS — საწყობის მართვის სისტემები. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შექმნილია სპეციალურად საწყობის მართვისთვის და მოიცავს ყველა ინფორმაციას მარაგების შესახებ: პროდუქტების აღწერა, მათი მდებარეობა საწყობში, გადაადგილება, მასზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, გახარჯვა და ა.შ. WMS შეიძლება იყოს დიდი ERP სისტემის ნაწილი, ან დამოუკიდებელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ERP სისტემასთან ინტეგრირდება.
WMS სისტემებში აისახება საწყობის სტრუქტურა და მასში საქონლის განლაგების სქემა. ზოგადად, ყველა საწყობში მეტ-ნაკლებად რამდენიმე ძირითადი პროცესი მიმდინარეობს:
საქონლის მიღების დროს, როგორც წესი საწყობს წინასწარ მიეწოდება მონაცემები ტვირთის შესახებ. შემდეგ დროში უნდა გაიწეროს როდის მოდის კონკრეტული პროდუქცია, ქაოსი რომ არ შეიქმნას — მაგალითად ორმა ერთდროულად მოსულმა სატვირთო მანქანამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. შემდეგ მოჰყვება ტვირთის ეტიკეტირება.
მიღების შემდეგ საწყობებს შეიძლება ტვირთის განსხვავებული განაწილების სისტემა ჰქონდეთ. ხშირად იყენებენ ტვირთის წინასწარ განსაზღვრული განაწილების მეთოდს — ანუ მიღებამდეა შერჩეული განლაგების ადგილი.
მეორე შემთხვევაში ტვირთი შეიძლება დანაწევრდეს — დაიშალოს პროდუქტის ტიპის მიხედვით, ანუ დახარისხდეს და განთავსდეს იქ სადაც მსგავსი საქონელი უკვე აწყვია.
მესამე შეთხვევაში საქონელს შემთხვევითად ანაწილებენ, ანუ სადაც ადგილია და სადაც „მოუწევს“ და შემდეგ ერთიანად აღრიცხავენ სად რა დევს.
WMS სისტემები ანალიტიკის დიდ შესაძლებლობებსაც იძლევა. მაგალითად, პროგრამაში შეგიძლიათ დააიდენტიფიციროთ ისეთი საქონელი, რომელიც ყველაზე პოპულარულია, ანუ ყველაზე ხშირად შემოდის და გადის, და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ დროისა და თანამშრომლების რესურსის დაზოგვის მიზნით, ასეთი საქონელი საწყობის სიღრმეში არ განთავსდეს. ეს ანალიტიკის შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ფრაგმენტია.
საწყობის მუშაობის სტილზეა დამოკიდებული სწორი WMS სისტემის შერჩევაც. შერჩევის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებაა საჭირო:
რამდენად კომპლექსურია საწყობში მიმდინარე პროცესები?
რა გზას გაივლის ტვირთი საწყობში შემოსვლიდან საბოლოოდ "დაბინავებამდე"? რამდენი ადამიანის ხელში უნდა გაიაროს? როგორც წესი, რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული ამ სქემაში, მით უფრო კომპლექსური იქნება "ავტომატიზაციის გზაც".
ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შეიძლება იყოს შეკვეთების მოცულობაც — რამდენი ერთეულის გადაადგილება ხდება საწყობის ტერიტორიაზე დღიურად?
რა მეთოდით ხდება საწყობში ტვირთის შეგროვება?
არ აქვს მნიშვნელობა შეგროვების რომელ მეთოდი გამოიყენება საწყობში "პალეტური", "ქეისური" თუ სხვა, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულ WMS სისტემაში შესაძლებელი იყოს ამის დაფიქსირება. თითოეული მეთოდს პროგრამა განსხვავებულად აღიქვამს, შესაბამისად მის ასახვას განსხვავებული დრო სჭირდება. კარგი იქნება, თუ სისტემის წარმომადგენლებს უკვე ექნებათ შერჩეული მეთოდით ტვირთის შეგროვების სისტემური აღრიცხვის გამოცდილება.
როგორი ტვირთების მიღება ხდება?
შესაძლოა, საწყობში ინახებოდეს დიდი პერიოდისათვის გათვლილი რეზერვი, ან საწყობი ასრულებდეს უბრალოდ შუალედურ რგოლს მოკლევადიანი შენახვისთვის — სანამ საქონელი წარმოებიდან მომხმარებლის ხელში გადავა. WMS სისტემაში უნდა იყო შესაძლებელი ტვირთის შენახვის ორივე ტიპის აღრიცხვა.
რამდენი ადამიანი იმუშავებს სისტემაში?
კომპანიამ WMS სისტემის დანერგვის დაწყებამდე წინასწარ უნდა განსაზღვროს იმ თანამშრომლების რაოდენობა ვინც ჩართული იქნება სისტემაში.
რა მოწყობილობებს უნდა დაუკავშირდეს პროგრამა?
იმისდა მიხედვით, თუ რა ინახება საწყობში, განსხვავებული იქნება საწყობის ინვენტარიც და დოკუმენტებიც, რომელიც WMS სისტემამ უნდა დაამუშაოს. ეს შეიძლება იყოს ინვენტარიზაციის დროს გამოყენებადი სკანერები, GPS მოწყობილობები და სხვა. ასევე სპეფიციკური ტიპის დოკუმენტაცია, რომელიც ტვირთის შესახებ მომწოდებელმა შეიძლება მოგვაწოდოს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით წინასწარ უნდა იყოს გარკვეული, რომ შერჩეული WMS სისტემა ინტეგრირებადია იმ ტექნოლოგიებთან, რაც საწყობში გამოიყენება.
ასეთია WMS სისტემების მოკლე მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ ამ სისტემების საჭიროება უფრო მსხვილ ბიზნეს კომპანიებს აქვთ, მცირე და საშუალო ბიზნესში ხშირად გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც საწყობის მოდული აქვს. ქართულ ბაზარზე ოპერირებს რამდენიმე საოპერაციო და საბუღალტრო პროგრამა საწყობის გამართული მოდულით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ერთ-ერთი ასეთ პროგრამაა „ბალანსი“, რომელიც მომხმარებელს ბუღალტრულ და მენეჯერულ აღრიცხვასთან ერთად საწყობის მართვის მოდულს სთავაზობს.
მსგავსი პროგრამები განსაკუთრებით საჭიროა იმ კომპანიებისათვის, ვინც ჯერ არ საჭიროებს WMS სისტემას, თუმცა მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწყობის ყოველდღიური პროგრამული ხედვა ჰქონდეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები