Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში არგოს 40% შეისყიდა
ფოტო: არგო
Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში არგოს 40% შეისყიდა, რითაც ლუდის წარმოების ქართულ ბაზარზე თავისი წილი 15%-მდე გაზარდა. როგორც არგოში ამბობენ, პირველი პირდაპირი ევროპული ინვესტიცია ქართულ კვების ინდუსტრიაში.
30 ოქტომბერს, 12 საათზე კი ლუდსახარშ არგოს ქარხანაში ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. როიალ სვინკელების ლუდსახარშმა ბრენდ ჰოლანდიას წარმოების ლიცენზია არგოს 2017 წელს გადასცა. ყველაზე წარმატებულ ქართულ ლუდის საწარმოში წილის შესყიდვითა და მრავალმილიონიანი ინვესტიციით კი ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად ზრდის, დაჩქარებისა და განვითარების სურვილს გაუსვა ხაზი. სვინკელების ოჯახი ქართულ ლუდსახარშ ბაზარზე დიდი გეგმებით შემოდის - საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყანად უნდა იქცეს.
ფოტო: არგო
ფოტო: არგო
2017 წლის შემდეგ სრულად მოხდა ქარხნის გადაიარაღება, დაინერგა ახალი ტექნოლოგიები და მოხდა საწარმო პროცესის სრული ავტომატიზაცია. როიალ სვინკელების ლუდსახარშის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან არგოს ქარხნის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში. ხელის მოწერის ოფიციალურ ცერემონიალს სვინკელების ოჯახის წარმომადგენლები, კომპანია არგოს გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი, თემურ ჭყონია, ქალაქის მერი კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და სხვა სტუმრები დაესწრნენ. შეკრებილ სტუმრებს ეზოში სხვადასხვა ლუდის ბარები და ცოცხალი მუსიკაც დახვდათ.
"ქართული ბაზარი ჩვენთვის ნამდვილად აღმოჩენაა და დიდ პოტენციალს ვხედავთ ჩვენი ბრენდებისთვის. ქვეყნის მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე ნამდვილად დიდ პოტენციალს იძლევა ექსპორტისთვის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამ წილის შესყიდვით ვადასტურებთ არგოსთან წარმატებულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ ურთიერთობებს და ერთად ავითვისებთ ახალ ბაზრებს", — თქვა პირ სვინკელსმა, Royal Swinkles Family Brewers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
"ჩვენი შეთანხმება Royal Swinkels Family-სთან, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ურთიერთობის საფუძველზე, ჩვენი როლი ქართული ლუდის ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე შევძლებთ ავითვისოთ დამატებითი საექსპორტო ბაზრები. ჰოლანდიელების მიერ განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვისაც", — აღნიშნა არგოს გენერალურმა მენეჯერმა, ვასილ სულხანიშვილმა.
"არგო ერთადერთი ლუდსახარშია, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამჟამად აქ 330-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციისა და წარმოების გაფართოების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება. ქალაქის განვითარებითვის მნიშვნელოვანია წარმოების ხელშეწყობა და უცხოელებისთვის კომფორტული საინვესტიციო გარემოს შექმნა", — ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა


კომენტარები