7 კარგი ამბავი, რომელიც სინოდის გამო გამოგრჩათ
2019 წლის 31 ოქტომბერი რთულად გადასაგორებელი აღმოჩნდა. ამ დღეს ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, მორწმუნეების თუ არამორწმუნეების ყურადღება ერთი და იმავე მიმართულებით, სინოდისკენ იყო მიპყრობილი. სანამ სასულიერო პირები ერთმანეთზე საოცრებებს ამბობდნენ და ამ თემაზე შექმნილი მიმების სქროლვას ვერ ავუდიოდით, მსოფლიოში სხვა ამბებიც მოხდა, რომლებიც, ბუნებრივია, გამოგვრჩა.
ამ სიცარიელის სწრაფად ამოსავსებად კი შევეცდებით, რომ 7 მათგანზე მოგიყვეთ:
1. ილონ მასკმა ხეების დასარგავად მილიონი გამოყო
ფოტო: Photo by Yichuan Cao/NurPhoto via Getty Images
ილონ მასკმა მილიონი ხის დასარგავად კამპანია #TeamTrees-ში მილიონი დოლარი გადარიცხა ($1 ერთი ხისთვის). ამით ის იუთუბერ ჯიმი დონალდსონის ინიციატივას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანებისა და იუთუბერების დახმარებით $20 მილიონი უნდა აგროვდეს. კამპანიის მიზანი ტყეების გადარჩენა და სწრაფი კლიმატური ცვლილებების შეჩერებაა.
ეს ამბავი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ მასკი ამჟამად რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია.
2. კალიფორნიის ხანძრის დროს ცხენი სხვა ცხენების გადასარჩენად უკან მიბრუნდა
კალიფორნიაში ისევ ტყის ხანძრები მძვინვარებს და უკვე ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ევაკუაციის გაშუქების დროს კი CBS News-მა შემთხვევით გადაიღო ცხენი, რომელიც ორი სხვა ცხენის გადასარჩენად ცეცხლში გახვეულ ტერიტორიაზე მიბრუნდა.
ცხოველი უკვე სამშვიდობოზე იყო, როცა მან ცეცხლმოდებულ ტერიტორიაზე დარჩენილების გამოსაყვანად თავი საფრთხეში ჩაიგდო.
3. ამერიკელმა ფისომ თავისი ღიმილით ყველას შეაყვარა თავი
ფოტო: acidmeri
რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ გაიცნო კნუტი, რომელსაც კამერის წინ პოზიორობა უყვარს და მომაჯადოებელი ღიმილი აქვს. ფოტოები ელვის სისწრაფით მოედო მსოფლიოს.
"გადავწყვიტე, რომ ჩემი კნუტებისთვის ფოტოები გადამეღო. ერთ-ერთი მათგანი კი კამერის წინ იღიმოდა", — წერდა ტვიტერზე მისი პატრონი.
4. ძაღლი, რომელიც თბილისში პატრონმა დაჭრა, თავს უკეთ გრძნობს
აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში კაცმა საკუთარი ძაღლი დაჭრა და მისი დახრჩობა სცადა. პოლიციამ ის ცხოველთან სასტიკად მოპყრობის ბრალდების გამო დააკავა. ცხოველი კი თავშესაფარში გადაიყვანეს სადაც მას შესაბამისი მკურნალობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელთან, ნატა უზუნაშვილთან გასაუბრების შემდეგ გავარკვიეთ, რომ ძაღლი დღეს თავს კარგად გრძნობს და ახალი მოსიყვარულე პატრონის გამოჩენას ელოდება.
5. ფლორიდელმა მედდებმა უსახლკაროებისთვის წყალგაუმტარი თბილი კარვები შექმნეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ფლორიდელმა მედდებმა უსახლკაროების დასახმარებლად არაჩვეულებრივი გზა გამონახეს. იმისათვის, რომ მათ არასდროს შესცივდეთ და უფრო კომფორტულად შეძლონ ძილი, მედდებმა წყალგაუმტარი, თბილი კარვები შექმნეს, რომელიც წვიმას არ ატარებს.
"შევამჩნიე, რომ ეს სტერილური შესაფუთი საკმაოდ გამძლე მასალით იყო დამზადებული და ვიფიქრე, რომ უსახლკაროების დასახმარებლად გამოგვადგებოდა", — ამბობს ერთ-ერთი მედდა, ნიკოლ ჰაბარდი.
6. Airbnb ხანძრებით დაზარალებულებს დროებით საცხოვრებლებს $0-ად სთავაზობს
ფოტო: JOSH EDELSON/AFP Via Getty Images
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ — Airbnb-მ გადაწყვიტა, მათთვის დროებითი საცხოვრებლები $0-ად შეეთავაზებინა.
"Airbnb მასპინძლები ნაპაში, სოლანოში, მარინში, საკრამენტოში, გლენში, ტეჰამასა და კოლუზაში მზად არიან, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს დაეხმარონ და სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლონ", — აცხადებს კომპანია და პოტენციურ მასპინძლებს მოუწოდებს, ამ ინიციატივას შეუერთდნენ.
7. შავმა ლაბრადორმა ფიცი დადო, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს დაეხმარება
აშშ-ში, კუკის საოლქო განყოფილებაში უჩვეულო ცერემონია ჩატარდა — თერაპიისთვის გამოწვრთნილმა შავმა ლაბრადორმა ჰათიმ ფიცი დადო, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ყოველთვის დაეხმარება.
ამასთანავე ცხოველი საკუთარ კოლეგებს წელიწადში ორასამდე საქმის გამოძიებაში შეუწყობს ხელს. "კეთილი იყოს შენი მობრძანება გუნდში", — წერია კუკის ოლქის პროკურატურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები