რადიოგადამცემად ქცეული მავთულხლართები — უცხოური მედია ქართველ დიზაინერზე წერს
"ეს პროექტი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მხილების და გაჟღერების საშუალებაა".
ირაკლი საბეკია ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერია, რომელიც 2015 წლიდან ეინდჰოვენის დიზაინის აკადემიაში სწავლობს. მისი დეპარტამენტი, სახელწოდებით Man and Leisure გამოცდილებებისა და სოციალურ დიზაინზე მუშაობს, თუმცა პროექტების თემატიკა მრავალფეროვანია.
2018 წელს მან გადაწყვიტა სადიპლომო ნაშრომი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე გაეკეთებინა. ირაკლიმ მავთულხლართების გამოყენებით შექმნა მოწყობილობა, რომელსაც საოკუპაციო საზღვრის რადიოგადამცემად გარდაქმნა შეუძლია.
ომის შემდეგ ათეულობით სოფელი მოექცა საოკუპაციო რეჟიმში, მცოცავი ოკუპაცია კი რეჟიმის ტერიტორიას ყოველდღიურად აფართოებს. მავთულხლართების მიღმა არსებული ქართული სოფლები გადამწვარი და განადგურებულია, ტერიტორიაზე ნასახლარებიც კი არაა შემორჩენილი. ისტორია რომ გადაეწერა, რუსეთმა მთლიანად წაშალა იქ მცხოვრები მოსახლეობის კვალი.
"მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ, ეს თემა და იმ ადამიანების ბედი ვინც 2008 წელს სახლ-კარი და საარსებო სივრცე დაკარგა ჩემთვის ძალიან ახლოა", — ამბობს ირაკლი On.ge-სთან საუბრისას.
პროექტი, სახელად Voicing Borders [ხმოვანი საზღვრები] ორი კომპონენტისგან შედგება — ინტერაქტიული რუკა და რადიოგადამცემად გარდაქმნილი მავთულხლართები.
ინტერაქტიული რუკა
პირველი ინტერაქტიული პროექციაა, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს თვალი მიადევნოს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების ნგრევასა და გაუჩინარებას. ამისთვის დიზაინერმა თანამგზავრული ფოტოები გამოიყენა, რომლებიც სპეციალურად ამ ინსტალაციისთვის შექმნილი ტექნიკითაა წარმოდგენილი.
პროექტორის წინ მდგარი მაყურებელი საკუთარ ჩრდილში ხედავს სოფლების ადგილმდებარეობებს და სტრუქტურას რომელიც ჩრდილის გარეთ გამოსახულებაში არ ჩანს. ეს გამოცდილება საშუალებას გაძლევს შენი ჩრდილის მეშვეობით აქტიურად აღმოაჩინო ის რაც ახლა უკვე სრულიად გაუჩინარებულია და ვიზუალურად ერთმანეთს დაუპირისპირო წარსული და აწმყო.
ინსტალაციაში 16 სოფელია შესული, რომლებიც, ირაკლის მეგობარი სტუდენტების დახმარებით, თითოეული სახლის სიზუსტითაა მონიშნული და განთავსებული ინტერაქტიულ რუკაზე.
"ეს კომპონენტი საჭირო იყო იმისთვის რომ მომეყოლა ამ სოფლების შესახებ და თვალსაჩინო სამხილის მაგალითზე მეჩვენებინა რასთან უწევს დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობას".
მავთულხლართები, როგორც რადიოგადამცემი
დიზაინერისა და პროექტის მიზანი თავიდანვე იყო აქტიური პოზიციის ჩვენება.
"ამისთვის სამიზნედ ოკუპაციის ყველაზე აშკარა გამოვლინება — მავთულხლართი ამოვიღე და ვეცადე მომეძებნა მიდგომა რომელიც საშუალებას მომცემდა შემომეტრიალებინა მისი თვისება მისსავე საწინააღმდეგოდ", — ამბობს ირაკლი.
პროექტს წინ ხანგრძლივი კვლევა უძღოდა, რა დროსაც მან ძველი რადიოს ანძა აღმოაჩინა და სწორედ მაშინ დაებადა კითხვა: "თუ ეს შეიძლებოდა გამოყენებულიყო საკომუნიკაციოდ, რატომ არ შეიძლებოდა რადიოგადამცემის შექმნა მავთულხლართებით?"
დიზაინერმა რადიოგადამცემი შექმნა, რომელიც მავთულხლართს სადენის მეშვეობით უერთდება და მას ანტენად იყენებს, შემდეგ კი ის მორზეს ანბანით გადასცემს იმ ქართული სოფლების სახელებსა და გეოგრაფიულ კოორდინატებს, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განადგურდა და გაუჩინარდა:
"მორზეს ანბანის გამოყენება განგებ გაკეთებული არჩევანი იყო, რომ თავიდან ამერიდებინა ყველანაირი ზედმეტი პოლიტიკური კონოტაცია რომელიც შეიძლება თან სდევდეს, ენის, გენდერის, აქცენტის, ან თუნდაც ინტონაციის გამოყენებას. ამ მეთოდით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს პროექტი არ ემსახურება რომელიმე ცალკეული ჯგუფის ინტერესების დაცვას არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მხილების და გაჟღერების საშუალებაა".
"ეს დანადგარი გადააქცევს ოკუპაციის იარაღს პროტესტის საშუალებად მისსავე წინააღმდეგ და აიძულებს მას გააჟღეროს, რისი დამალვაც მისი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ინსტალაციაში ეს მოწყობილობა შეერთებულია მავთულხლართთან, რომელიც საქართველოში არსებულის მიახლოებული ასლია. ხოლო რადიო გადაცემის მოსმენა იქვე მდგარი პატარა რადიოების საშუალებითაა შესაძლებელი".
"ამ ორი კომპონენტისგან შემდგარი ინსტალაციის მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს საქართველოში ჩადენილი და მიმდინარე დანაშაულები და შექმნას სივრცული გამოცდილება, რომელიც ამ ფაქტების შესახებ არა მხოლოდ ინფორმირებას, არამედ მათ ემპათიურად გათავისებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად გამოხატავს ჩემი პირად დამოკიდებულებას ამ პრობლემის მიმართ. ინსტალაცია გააგრძელებს ამ ხმის გაჟღერებას ყველგან სადაც ამის საშუალება იქნება და მეც გავყვები მას როგორც მისი ავტორი და ასევე მისი ნაწილი".
სოფელი ქვემო აჩაბეთი სატელიტურ რუკაზე 2007, 2009 და 2017 წლებში.
ინსტალაცია თავდაპირველად ჰააგაში და როტერდამში გამოიფინა, ამჯერად კი ეინდჰოვენის დიზაინის აკადემიის შოუზე, ჰოლანდიური დიზაინის კვირეულის ფარგლებშია წარმოდგენილი.
ნიჭიერი დიზაინერის პროექტმა უკვე მიიპყრო ჰოლანდიური და ბრიტანული გამოცემების ყურადღება. მისი ნაშრომი გაშუქდა ჰოლანდიურ ტელევიზიაშიც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები