ქართული პროსახელისუფლებო ტროლები Freedom House-ის ანგარიშშიც მოხვდნენ
ფოტო: Matias Del Carmine / Shutterstock
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული პროსახელისუფლებო ტროლებიც მოხვდნენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 100-დან 75 ქულა მიიღო და "თავისუფალი ინტერნეტის" კატეგორიაში მოხვდა.
საანგარიშო პერიოდში (2018 წლის პირველი ივნისი — 2019 წლის 31 მაისი) Freedom House-მა სამი მნიშვნელოვანი მოვლენა გამოყო:
- 2018 წის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისა და სხვა პერიოდში ანონიმური აქტორების მხრიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდებოდა;
- საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას ფუნდამენტურ უფლებად აცხადებს და ძალაში 2018 წლის დეკემბრიდან შევიდა;
- 2019 წლის იანვარში სოციალურ ქსელში პოლიტიკოს ეკა ბესელიას ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები გავრცელდა, რაც სავარაუდოდ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა. ამავე დროს, სექსუალური განათლების აქტივისტი ხატია ახალაია ინტერნეტით მოკვლისა და გაუპატიურების მუქარებს იღებდა.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, საქართველოში ციფრული უფლებები ძირითადად დაცულია და ერთ-ერთ მაგალითად ახალი კონსტიტუცია მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია. ამავე დროს, საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შეიძლება ინტერნეტის თავისუფლებას დაემუქროს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტროლები, მათ შორის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბოტები, განსაკუთრებით 2018 წელს ივნისის აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააქტიურდნენ.
ორგანიზაციას აღნიშნავს, რომ საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ტარდება და 2012-2013 წლებში ხელისუფლების ცვლილების პერიოდში დემოკრატიაში გაუმჯობესება შეინიშნებოდა.
"თუმცა ბოლო რამდენიმე წელში პროგრესი შენელდა. ოლიგარქიულ აქტორებს დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ არჩევანზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესებით იბლოკება", — ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.
ნებისმიერ საზოგადოებრივ აქტიურობას, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვება, ქართული პროსახელისუფლებო ტროლები ყურადღების მიღმა არ ტოვებენ. მაგალითად განსაკუთრებული იყო ტროლებისა და ბოტების აქტიურობა 20 ივნისის აქციის მოვლენების დროს. მათი გააქტიურება შეინიშნებოდა როგორც ანტისაოკუპაციო აქციების, ისე პანკისის მოვლენების დროს.
პროსახელისუფლებო ტროლებზე დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ:
- როგორ "აშავებენ" სამოქალაქო პროტესტს
- ანტისაოკუპაციო აქციის თემაზე სამთავრობო ტროლები გააქტიურდნენ — MDF
- სამთავრობო ტროლები პანკისის მოვლენებზეც გააქტიურდნენ — MDF
- "ტორტები და ნამცხვრები", "ყიდვა-გაყიდვა" — Argadadge.ge-ზე პეტიციით გახარიას თანამდებობაზე დარჩენას ითხოვენ
- პროსახელისუფლებო და ანტილიბერალური ფეისბუქგვერდები ამჯერად მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები