ლევან ვასაძე

10 Nov. 2019, 19:14

ღმერთი-რჯული არასოდეს არაფერი მდომებია ჩემი ქვეყნის მსახურების გარდა და არასოდეს არ მიჩალიჩია არც ცნობადობა. მე, როგორც მთაწმინდელი ბიჭი, რომელიც აქ გავიზარდე, დისკომფორტს განვიცდი, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, როცა მცნობენ ქუჩაში.

ჩემი ოცნება არის, რომ მე ვიყო ჩემს საყვარელ კერძო სივრცეში. არამარტო ჩემი ოჯახის მოვლისთვის, არამარტო ჩემი ვენახის მოვლისთვის, არამარტო ჩვენი სკოლის მოვლისთვის; არამედ იმ საქმისთვის, რაც ჩემი უსაყვარლესი საქმე არის; როგორც მე ვფიქრობ ჩემი მთავარი დანიშნულება — ლექსების წერა, პოეზია და მისი კითხვა.

ის ორ-ნახევარი წელიწადი, რომელიც მე ასე ვაქტიურობ; იმიტომ, რომ მანამდე საერთოდ ხმა არ ამომიღია და მერე მეგობრებმა მთხოვეს შეხედე რა ხდება და დაგვიდექიო; იყო ჩემთვის უდიდესი ზარალი. ეს მტაცებს მე პოეზიას.

განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ჰომოფობიურ აქციაზე. მან თანამებრძოლები გუშინდელივით დღესაც დატოვა. როგორც აცხადებს ამის მიზეზი საქმეებია. ჰომოფობიური ჯგუფები And Then We Danced-ის ჩვენების გაპროტესტებას დღესაც აპირებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…