ის ილეთი, რომ იქ პოლიტიკოსები დგანან და არ უნდა მივიდეთ, გაცვდა — გიორგი კეკელიძე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმაურება:
"ეს უნდა დავწერო. დიდი ხანია უნდა დამეწერა.
მხოლოდ ჩემს სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მქონდა სათქმელი: ბრიტანეთის საელჩო და ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა დამეგობრდნენ და დღეს ოკუპაციის ხაზთან, სოფელ შამგონაში ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. აქ, სადაც ახლა ვარ, ანუ კენიაში, ნაირობის სამიტზე, ჩვენს დელეგაციას შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა. ბიბლიოთეკაში მალე ორ ახალ დარბაზს გავხსნით. მაგრამ რომელი გითხრათ ხმამაღლა? ჩემს ქვეყანაში ყველა სხვა ამბავი მეორეულია. რაც თავი მახსოვს, სულ ეს კითხვა მიღვიძებს უცნაურ სირცხვილს: რა დროს ეგ არის?! რა დროს ეგ არის?!
და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყოველ ჯერზე, ეს კითხვა, სწორი კითხვაა. ზუსტი კითხვა. და ცუდი ისიც არის, რომ წესით სწორედ ასეთი ამბების დრო უნდა იყოს. ცხადია, სხვადასხვა სფეროდან.
გადაიყოლეს ეს ქვეყანა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკამ. ოღონდ უმეტესწილად ბრჭყალებში უნდა მოვათავსოთ ორივე სიტყვა და სწორედ ამიტომ გადაიყოლეს.
თქვენ გგონიათ ჩემს მეგობრებს, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ და დგანან, სრულიად უპარტიო მეგობრებს, მანდ დგომა უხარიათ? არა, ყველას საკუთარი საქმის კეთება უნდა. უბრალოდ, ისიც უნდათ, ამ გაუგებარ პოლიტიკურ ხლართებს გადაყოლილი ქვეყანა უკეთესი იყოს. სულ ეს უნდოდათ. ათწლეულებია. ის ილეთი, რომ იქ ვიღაც პოლიტიკოსებიც არიან (რომელთა უმეტესობა არც მე მომწონს) და არ უნდა მივიდნენ — გაცვდა. სად წავიდნენ? ახალი რუსთაველი გამოიგონონ?
შენ რას უცდი? — მკითხავთ თქვენ — რატომ არ მოდიხარ იქ, სადაც პოლიტიკაა? იმიტომ რომ, არ არის ჩემი ვნება ეგ საქმე და ვერ გავაკეთებ. ის, რომ შეიძლება კარგად ვლაპარაკობ ან კონკრეტული საქმის მთლად მაჩანჩალა მენეჯერი არ ვარ, არ ნიშნავს, რომ კარგი პოლიტიკოსი ვიქნები. მაგრამ სადაც ვარ, იმ სივრციდან თუ ჩემს სიტყვას ფასი აქვს, ყოველთვის გავაპროტესტებ ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს ნებისმიერისას, რომ ხვალ ჩემს ქვეყანაში, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს, აღარ ისმოდეს კითხვა: რა დროს ეგ არის?!"
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები