მაკო გომური

17 Nov. 2019, 19:33

მე მჭირდება კარგი მომავალი, მე მჭირდება თავისუფალი ქვეყანა, მე მჭირდება წარმატებული ცხოვრება. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ამ ყველაფრისთვის მე თვითონ ვიბრძოლო. 

დღეს ჩემს მშობლებს ეშინიათ რომ აქ ვდგავარ, რადგან პირველად რომ ვიყავი, ცუდად დასრულდა, ეს ყველამ ვიცით. დღესაც ეშინიათ, რომ იგივე არ განმეორდეს. 

როცა სახელმწიფო ცდილობს საზოგადოებაში ჩანერგოს შიში, ეს ნაწილობრივ გამოსდის. თუმცა ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს არაა ერთეულ ადამიანებში, რომელთა ძალაც არის ფული. ძალა არის, აი, ამ ადამიანებში, რომლებიც ასე იცავენ ქვეყანას და ცდილობენ მიაღწიონ იმ შედეგს, რომლისთვისაც იბრძვიან. არ მინდა, რომ გაჩერდეს ეს მუხტი. 

მე არ ვარ დღეს იმ ადამიანის სახე, რომელიც განეკუთვნება, რომელიც პოლიტიკურ ძალას. ჯანდაბაშიც წასულა პოლიტიკა. მე ვარ დღეს იმისთვის, რომ მე მქონდეს კარგი მომავალი, მქონდეს ჯანსაღი მომავალი და ვიცხოვრო ისეთ მომავალში, რომელიც არ იქნება რომელიმე ქვეყნის დამოკიდებულებაში. მინდა ვიცხოვრო ერთიან, ძლიერ ქვეყანაში. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ერთეული ჩინოვნიკების. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…