აქციაზე დაკავებული 25 პირის საქმე მოსამართლემ მოუცლელობის გამო ისევ გადადო
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 25 პირის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ისევ გადადო. საქმეების განხილვა დილის 11 საათზე უნდა დაწყებულიყო. როდისთვის გადაიდო საქმეების განხილვა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, ნონა ქურდოვანიძემ On.ge-ს უთხრა, პროცესი წინა დღეს ჩაინიშნა და ზოგიერთ ამის შესახებ ღამის საათებში შეატყობინეს. მისივე თქმით, დილით შეატყობინეს, რომ სხდომა ვერ ჩატარდებოდა, რადგან მოსამართლე სხვა საქმეებს განიხილავდა.
"ეს არის ძალიან ცინიკური დამოკიდებულება, როდესაც მოსამართლემ გადადო სხდომები გუშინ, უკვე დღეს, ღამის სამ და ოთხ საათზე, უწყებები ჩაგვაბარა და გვითხრა, რომ დღეს იქნებოდა სხდომა, მას უნდა სცოდნოდა, რომ მას სხვა საქმეებიც ჰქონდა ჩანიშნული. ადამიანებს აწვალებენ. დღეს სასამართლოში რამდენიმე უკვე იყო მისული და ელოდებოდა, რომ მათი სხდომა დაიწყებოდა. ეს დამოკიდებულება, რომელსაც სასამართლო იჩენს არის ძალიან ცინიკური და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სასამართლომ მიიღო არის დაუსაბუთებელი და უკანონო", — განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
18 ივნისის აქციაზე დაკავებული 37-ვე პირის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. 20 პირის საქმეს მოსამართლე სამ ჯგუფად განიხილავს, ხოლო 17 პირისას — ინდივიდუალურად. დაკავებულებიდან ნაწილს ხულიგნობას ედავებიან, ნაწილს კი სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
პროცესები 19 ნოემბერს დაიწყო და გვიან ღამემდე გრძელდებოდა ისე, რომ საქმეების განხილვა ვერ ესწრებოდა. მან სხდომა 20 ნოემბრისთვის გადადო, რომელიც ასევე გვიან ღამემდე გაგრძელდა.
10 პირს, მათ შორის გიგა მაქარაშვილს, ზუკა ბერძენიშვილსა და ბექა ბასილაიას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა, ერთ შენიშვნა დაეკისრა, ხოლო კიდევ ერთს 1 000-ლარიანი ჯარიმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ნადირაძეს 13 დღე, გიგა მაქარაშვილს 12 დღე, დიმიტრი ბიძინაშვილს 3 დღე, ირაკლი კაჭარავას 4 დღე, დავით მჟავანაძეს 4 დღე პაატა სოსანაშვილს სიტყვიერი შენიშვნა, ბექა ბასიალაიას 13 დღე, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღე, გიორგი ბუნტურს 5 დღე, ლუკა ჭიჭინაძეს 5 დღე, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღე, გურამ მჭედლიშვილს 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები