5 თანამედროვე წიგნი ქალების შესახებ
ქალები საუკუნეების განმავლობაში ცდილობენ, ადგილი დაიმკვიდრონ მსოფლიო ლიტერატურაში და საზოგადოებისგან წინასწარ დადგენილი ხედვის არეალი გააფართოვონ. ქალთა უუფლებობის პერიოდმა მსოფლიოში დაფარა არაერთი ხმა, რომელსაც ბევრი რმ ჰქონდა სათქმელი. დღეს ქალები დაუფარავად ჰყვებიან თავიანთი გამოწვევების შესახებ და მათი ხმა და თხრობის ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი ნელ-ნელა ავსებს სიცარიელეს, რომელიც გასულმა საუკუნეებმა დატოვა.
ქალების ხმა უკვე აღარ არის ჩუმი და ძნელად გასაგონი; ის უკვე იოლად აღწევს მსმენელამდე, მაყურებლამდე, მკითხველამდე, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
სულაკაურის გამომცემლობა წარმოგიდგენთ ქალების შესახებ დაწერილ 5 საინტერესო წიგნს, რომლებიც ქალთა ემოციური, უფლებრივი თუ კარიერული გამოწვევების შესახებ გვიყვება.
წიგნების შეძენა შეგიძლიათ სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 15, ს. ცინცაძის ქ. 2, გალერია თბილისი, -1 სართული), ისევე როგორც ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში. 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით კი, შეძენას თბილისის წიგნის დღეებზე გამომცემლობის სტენდთან შეგიძლიათ.
1. მართა ბრეენი, იენი იურდალი - მებრძოლი ქალები
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც აკრძალული გაქვთ არჩევნებში მონაწილეობა, თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სხვა იღებს, არ გაქვთ განათლების მიღების უფლება, ვერასდროს იქნებით დამოუკიდებელი – ვერც პიროვნულად და ვერც ფინანსურად.
დღეს ასეთ სამყაროში აღარ ვცხოვრობთ. ეს კი იმ ადამიანების დამსახურებაა, რომელთა შესახებაც არც სკოლებში ისწავლება და არც უნივერსიტეტებში, მათზე იშვიათად წერენ ისტორიის წიგნებში.
მებრძოლი ქალები ილუსტრირებული წიგნია, რომელიც თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და დობისთვის ბრძოლის 150-წლიან ისტორიას გვიამბობს. გარდა ისტორიული თანამგზავრისა, ეს წიგნი გზამკვლევია აწმყოსა და მომავალშიც, რადგან ბრძოლა უკეთესი სამყაროსთვის ჯერ კიდევ გრძელდება.
ასაკი: 16+ წელი
2. რიჩარდ იეიტსი - ამბოხის გზა
ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის 1961 წელს გამოსულმა პირველმა რომანმა ამბოხის გზა მალევე მოიპოვა მკითხველის აღიარება. ფრანკი და ეიპრილი ახალგაზრდა წყვილია. მათ ყველაფერი აქვთ, რასაც შეიძლება "ამერიკული ოცნება" ვუწოდოთ: ლამაზი სახლი გარეუბანში, ორი შვილი, კეთილგანწყობილი მეზობლები და ფრენკის მაღალანაზღაურებადი სამსახური მანჰეტენზე; თუმცა რა ხდება, თუ ეიპრილი არასდროს ხედავდა საკუთარ თავს დიასახლისად? რა შედეგი მოჰყვება მის ამბოხს?
2008 წელს რომანის მიხედვით სემ მენდესმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს კეიტ უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ. ფილმი დიდი მოწონების სარგებლობს მაყურებლებში.
3. არიანა ჰარვიცი - მოკვდი, სიყვარულო
თანამედროვე არგენტინელ მწერალ არიანა ჰარვიცს ხშირად მოიხსენიებენ ვირჯინია ვულფისა თუ სილვია პლათის გვერდით. დედობა, ქალურობა, სიყვარულის ბანალურობა, ლტოლვა, ოჯახსა და ქმარზე დამოკიდებულება - ეს ყველაფერი ყოველდღიურობასთან ერთად მძიმე ტვირთად აწევს რომანის მოკვდი, სიყვარულო მთავარ გმირ ქალს და სიგიჟის ზღვარზე მის კიდევ უფრო ბნელ ფიქრებს აშიშვლებს.
არიანა ჰარვიცი ქალის ამბავს ცნობიერების ნაკადის მეშვეობით გადმოგვცემს და მკითხველს მთავარი გმირის კლაუსტროფობიურ, სტერილურ გარემოში აქცევს, გარემოში, რომელიც დაცლილია ადამიანებისა თუ ადგილების აღმნიშვნელი სახელებისგან და ყურადღების ცენტრში მხოლოდ მთავარი პერსონაჟის ემოციები და სულიერი მდგომარეობა ექცევა.
4. ლეილა სლიმანი - იავნანა
იავნანა რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება და ორმოციოდე წლის ქვრივის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახალგაზრდა წყვილის ოჯახს ბავშვების ძიძად აჰყავს. ლუიზი მალევე იპყრობს ბავშვების გულს და ოჯახში შეუცვლელი ხდება, რის ფონზეც წიგნის ცენტრალური დრამა ვითარდება.
ლეილა სლიმანი ცდილობს, მაქსიმალური სიცხადით და გულახდილობით გვიჩვენოს ერთი მხრივ, მთავარი გმირის, ძიძის ქცევის მოტივები, მეორე მხრივ კი, მშობლის ემოციური განვითარება, რომელიც დედის როლსა და კარიერას შორის იხლიჩება.
ლეილა სლიმანი მაროკოული წარმოშობის ფრანგი მწერალი და სამოქალაქო აქტივისტია. მისმა 2016 წელს გამოცემულმა რომანმა იავნანა, საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო, გონკურის პრემია დაიმსახურა და სლიმანი ფრანგებისათვის საყვარელ ავტორად აქცია.
5. ელენა ფავილი, ფრანჩესკა კავალო - ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის (წიგნი 1 და 2)
მთარგმნელი: სალომე ბენიძე
ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის 100 მიზანდასახული, მეამბოხე ქალის ისტორიას აერთიანებს. მათ შორის მკითხველი აღმოაჩენს ნაკლებად ცნობილ ქალებსაც, რომლებმაც მსოფლიო ისტორიას წარუშლელი კვალი დააჩნიეს. ესენი არიან სპორტსმენები, აქტივისტები, მწერლები თუ მეცნიერები.
60 მხატვარი ქალის მიერ შთამბეჭდავი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს გამოცემა ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს და ყველა გოგონას შთააგონებს, რომ არაფერია შეუძლებელი: არც კოსმოსში გაფრენა, არც ქვეყნის მართვა, არც ახალი წამლის გამოგონება და არც ნობელის პრემიის აღება.
ასაკი: 6-12 წელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა




კომენტარები