საქართველოს საუკუნოვანი ბრძოლა რუსულ დეზინფორმაციასთან
ფოტო: Wikimedia Commons
პრორუსული დეზინფრომაციის წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფი, EU vs Disinformation, კრემლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავებას ემსახურება. ამ ინიციატივის ფარგლებში ორგანიზაციამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ინფორმაციული ომის ასწლოვანი ისტორია თავის მონაცემთა ბაზაში დაცულ მასალაზე დაყრდნობით მოკლედ მიმოიხილა.
თითქმის ასი წლის წინ, 1920 წლის 16 იანვარს, დემოკრატიული საქართველოს პირველმა ლიდერმა, ნოე ჟორდანიამ, თბილისში წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროპულ კურსს ირჩევდა. მისი თქმით, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს მთავრობას სამხედრო კავშირი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, რადგან მას აღმოსავლეთისკენ ჰქონდა გეზი აღებული, საქართველოს კი — დასავლეთისაკენ.
დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოცხადდა. არჩეულ რეფორმისტულ სოციალისტურ მთავრობას სათავეში ჟორდანია ჩაუდგა. მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების პრაგმატული გზები დასახა. ავსტრიელი სოციალ-დემოკრატი, კარლ კაუცკი საქართველოს 1920 წლის აგვისტოში ეწვია. ვიზიტის შესახებ შედგენილ მის ანგარიშში აშკარად ჩანს აღფრთოვანება ქართველთა მიღწევებით:
"სოციალიზაციის ქართული ხერხები, მიუხედავად მათი ენერგიულობისა, საკმაოდ თავისუფალნი არიან ზედმეტი დაჩქარებულობისა და მასზე რეაქციის საფრთხისგან. საქართველოს მმართველობა დამყარებულია დემოკრატიაზე, ზუსტად ამიტომ ამ ქვეყანამ შეძლო, თავი აერიდებინა სოციალისტური მმართველობის იმ ფორმისგან, რომელიც ქადაგებს ქვეყნის მთლიანი სამრეწველო ძალის ხისტ ცენტრალიზაციას და მის დაქვემდებარებას ერთ მცირერიცხოვან დიქტატორულ კომიტეტზე, რაც გამორიცხავს ნებისმიერი სახის თვითმმართველობას".
საარჩევნო მასალა საქართველოს 1918 წლის პირველი დემოკრატიული არჩევნებიდან. ნოე ჟორდანია მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ფოტო: EU vs Disinformation
საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ევროპულ გზაზე სიარულის დაწყების პროცესს თავიდანვე აბრკოლებდა საბჭოთა რუსეთის მმართველობა. ქართველები არამხოლოდ რუსული სამხედრო ძალის შეტევაზე გადმოსვლის საშიშროების წინაშე იდგნენ, არამედ ისინი პირისპირ შეეჯახნენ კომუნისტური პარტიის მიერ გატარებულ აგრესიულ დეზინფორმაციულ კამპანიებსაც. მოსკოვურმა ბოლშევიკურმა გაზეთმა პრავდამ ნოე ჟორდანიას ბრალი დასდო იმაში, რომ მან საქართველო ინგლისს მიჰყიდა:
"ნოე ჟორდანიას, — მიუხედავად იმისა, რომ ის ბრიტანულ იმპერიალიზმს 25 წელია, ერთგულად ემსახურება, — არასოდეს მიუღწევია ამგვარი თავბრუდამხვევი მწვერვალებისთვის. სტუმრად მყოფ ნებისმიერ ინგლისელ გენერალს ის იღებდა იმ იმედით, რომ 'ერთად იმუშავებდნენ', და შემდეგ, ყოველ ჯერზე, მწარედ მოსთქვამდა იმაზე, რომ 'საქართველო იმედგაცრუებულია დიდი ბრიტანეთით'. იმედგაცრუებული იყო თუ არა, მას მაინც უწევდა მათთვის მუშაობა. [...] ტერმინი ანტანტის ლაქიები, შეიძლება, საჯარო გამოსვლებისათვის ზედგამოჭრილ ფრაზასავით ჟღერდეს. თუმცა, როდესაც ვკითხულობთ [ჟორდანიას სიტყვებს], აშკარა ხდება, რომ ეს უბრალო სლოგანი კი არა, 1919 წლისთვის ქართველ სოციალისტთა ისტორიული როლის ზუსტი აღწერაა".
ევროკავშირის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის სადეზინფორმაციო მასალის მონაცემთა ბაზაში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დეზინფორმაციული შეტევის ასობით შემთხვევა იძებნება. ამ მხრივ, საქართველო — აშშ-სა და უკრაინის შემდეგ — კრემლის ყველაზე საყვარელი სამიზნეა. თემა, რომელიც მუდმივად მეორდება და აქტუალობას არ კარგავს, არის ის, რომ საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა; საქართველო აშშ-ის გავლენის ქვეშაა; საქართველო ფეოდალური სამთავროა, რომელიც დასავლეთიდან იმართება; საქართველო თურქეთის მონაა. გარკვეული ვარიაციები კი შეინიშნება, თუმცა ყველა დებულებას ერთი ქვეტექსტი აქვს: საქართველო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც იგი მოსკოვზე იქნება დამოკიდებული.
1918 წლის დამოუკიდებელი საქართველოს რუკა.
ფოტო: EU vs Disinformation
პრორუსული დეზინფორმაცია ეფუძნება მუდმივ, მყარ ნარატივთა ნაკრებს, რომელიც დეზინფორმაციული რიტორიკისთვის ერთგვარი ყალიბის როლს ასრულებს. საფრთხეში მყოფი დამოუკიდებლობა არის ლეიტმოტივი, რომელიც მარტივად შეიძლება, ნებისმიერ პერიოდს, პოლიტიკურ სიტუაციასა და ქვეყანას მოერგოს. მონაცემთა ბაზაში მრავლად მოიპოვება დეზინფორმაციის შემთხვევები, სადაც საუბარია პოლონეთის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, საბერძნეთის, ესტონეთის თუ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვაზე.
მეოცე საუკუნის დასაწყისში დაარსებულმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო საბჭოთა აგრესიის დაძლევა. თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ, ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გაჩაღდა. 1921 წელს თბილისში გასაბჭოებული სომხეთიდან "მოსკოვის კონტროლის ქვეშ არმყოფი" დანაყოფები შემოვიდნენ. იმავე წლის მარტში რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა. მას შემდეგ, რაც 1991 წელს აღიდგინა დამოუკიდებლობა, საქართველო რამდენჯერმე გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი. ქვეყნის დიდი ნაწილი დღემდე კრემლის კონტროლის ქვეშ რჩება. თუმცა საქართველოს ევროპულ გზაზე სიარულის ნოე ჟორდანიასეული ხედვა 1920 წლიდან დღემდე ცოცხალია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები