რისი თქმა შეუძლია რორშახის მელნის ლაქების ტესტს ჩვენზე
ფსიქოლოოგიის სფეროდან ცოტაა ისეთი გამოგონება, რომელიც ისე იქცა პოპკულტურის ნაწილად, როგორც ეს ჰერმან რორშახის საყოველთაოდ ცნობილმა მელნის ლაქების ტესტმა მოახერხა. მსგავსი პოპულარობის მიუხედავად, ის დღემდე იწვევს აზრთა სხვადასხვაობას ფსიქოლოგებს შორის.
ფოტო: Getty
მაინც რას წარმოადგენს რორშახის მელნის ლაქების ტესტი? მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა მელნით შექმნილი გამოსახულებების მქონე ბარათების დასტა, თითოეული გამოსახულება კი რაიმე ფიგურისა და მისი სარკისებური ანარეკლის მთლიანობას შეადგენს.
"ამ ტესტის შესახებ პირველად კლინიკური ფსიქოლოგიის სწავლებისას გავიგე", — წერს დოქტორი მაიკ დრეიტონი, — "მე მელნიანი ლაქებით დაფარული ბარათები მაჩვენეს და მკითხეს, რის გამოსახულებებს ვხედავდი მათზე". დრეიტონი იხსენებს, რომ მისთვის ეს პროცესი მკითხაობას უფრო ჰგავდა, ვიდრე მეცნიერულ ფსიქომეტრულ ტესტირებას. თუმცა ტესტის შედეგების ინტერპრეტირებამ მისი ხასიათის შემაძრწუნებლად ზუსტი სურათი დახატა: "მან ჩემზე ისეთი რაღაცების დადგენა შეძლო, რაც დედაჩემისთვისაც კი სიახლე იქნებოდა. იმ დღიდან მოყოლებული ამ მეთოდის — მართალია, სკეპტიკური — თუმცა მაინც დიდი ქომაგი გავხდი".
ფსიქოლოგები რორშახს პროექციულ ტესტს უწოდებენ. მის უკან მდგარი მთავარი იდეა ისაა, რომ, როდესაც ადამიანი ბუნდოვან, გაურკვეველ გამოსახულებას უყურებს, გონება მთელი ძალით ცდილობს, მას რაიმე მნიშვნელობა მიაწეროს. ამ დროს ეს მნიშვნელობა ტვინის მიერ გენერირდება. ამგვარად, შეკითხვაზე, "რას ხედავთ სურათზე?", პასუხის გაცემისას ადამიანი, სინამდვილეში, საკუთარი თავის შესახებ ამბობს რაღაცას; გვანახებს, როგორ აღიქვამს მის გარშემო არსებულ რეალობას.
აღსანიშნავია, რომ თავად ტესტის გამომგონებელს, ჰერმან რორშახს ეს მეთოდი ადამიანის ხასიათის ტიპის დადგენის საშუალებად არ განუზრახავს. ბავშვობაში პატარა ჰერმანი იმდენად იყო გატაცებული თამაშით, სახელად კლეკსოგრაფია, რომ მისთვის მეტსახელად კლეკიც კი შეურქმევიათ. თამაშის წესების თანახმად, მოთამაშეებს უნდა შეეგროვებინათ ბლოტოგრაფიული გამოსახულებების მქონე ბარათები, რომლებიც ადგილობრივ მაღაზიებში იყიდებოდა და შემდეგ მელნის ლაქებით გამოწვეული ასოციაციების დამხარებით ამბები გამოეგონებინათ.
ფოტო: SuperStock
უკვე მოზარდობაში რორშახმა ფსიქიატრიის შესწავლა დაიწყო და ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1918 წელს, აღმოაჩინა, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ასოციაციები ბლოტოგრაფიულ მელნის ლაქებზე რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ადამიანების ასოციაციებისაგან. ამის შედეგად მან რორშახის ტესტი შეადგინა როგორც შიზოფრენიის აღმომჩენი საშუალება, ერთგვარი დიაგნოსტიკური ხელსაწყო.
ეს ტესტი ადამიანის პიროვნული თვისებების დამდგენ მეთოდად პირველად მხოლოდ 1939 წელს გამოიყენეს. თავად რორშახი თავისი გამოგონების ამ ფორმით გამოყენებისადმი სიცოცხლის ბოლომდე სკეპტიკურად განწყობილი დარჩა.
დავა ტესტის სანდოობისა და უტყუარობის შესახებ მისი შექმნის დღიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. დღესდღეობით ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი ამ ტესტს უაზრობად, აბსურდად მიიჩნევს.
ტესტის ირგვლივ არსებული კრიტიკული შეხედულებები ორ შენიშვნაზე კონცენტრირდება. პირველი შენიშვნის თანახმად, პაციენტების მიერ აღქმული გამოსახულების ინტერპრეტაციისას ანგარიშგასაწევია თავად გამომცდელი ფსიქოლოგის ქვეცნობიერიც. მაგალითად, პაციენტმა ლაქაში ბიუსჰალტერი რომ დაინახოს, კაცმა ფსიქოლოგმა, შეიძლება, ეს სექსუალური დატვირთვის ასოციაციად აღიქვას; ქალმა ფსიქოლოგმა კი, შეიძლება, ეს პასუხი როგორც რიგითი სამოსი, ისე გააანალიზოს.
მეორე მიზეზი, რის გამოც რორშახის ტესტს აკრიტიკებენ, მის სანდოობას უკავშირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რთულია განვსაზღვროთ, რაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს ტესტი სწორად ზომავს იმას, რის გასაზომადაც დაიწყეს მისი გამოყენება. რორშახი ხაზგასმით ამბობდა, რომ ეს ტესტი რაღაც ტიპის — ძირითადად, შიზოფრენიისთვის ნიშნეული — აშლილობის გამოსავლენად უნდა გამოყენებულიყო და ამასთან დაკავშირებით დიდი დისკუსია არასოდეს გამართულა. მაგრამ ის, თუ რამდენად ზუსტად ზომავს ეს ტესტი ადამიანის ხასიათის ტიპს, უკვე სადავოა.
თავად დრეიტონიც სკეპტიკურად უყურებს რორშახის ტესტის სანდოობას, თუმცა მიაჩნია, რომ ის თერაპიაში სასარგებლო იარაღია, რადგან ადამიანს თვითრეფლექციისკენ უბიძგებს და მის შინაგან სამყაროზე დიალოგის დაწყების საშუალებას იძლევა.
დრეიტონი რორშახის ტესტის ეფექტიანად გამოყენების მაგალითს გვიზიარებს:
28 წლის იურისტი სამანტა ბედნიერ ქორწინებაშია. მან და მისმა ქმარმა გასულ წელს გადაწყვიტეს, რომ შვილის ყოლა სურდათ. სამანტამ ახლახანს აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედაა. რორშახის ტესტი ქალს ლიდერის უნარების გამოსამუშავებელი პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა. ქვემოთ ნაჩვენებ სურათზე გამოსახული მელნის ლაქაზე მას ეს ასოციაციები გაუჩნდა:
ფოტო: Wikimedia Commons
"ვხედავ ორ ადამიანს, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ. სურათზე მათი თავების, ხელებისა და ფეხების გარჩევაა შესაძლებელი... ამ ადამიანებს შორის არის დიდი ქვაბი, რომელშიც ისინი საჭმელს ამზადებენ. ცენტრში გამოსახულ ლაქას ორ გულს ვამსგავსებ; შესაძლოა, ეს იმას გამოხატავს, რომ მათ ერთმანეთი უყვართ...
"ცენტრში არსებული წითელი საგანი პეპელას მაგონებს. ვიცი, სულელურად ჟღერს და ასე ალბათ ჩემი ორსულობის გამო ვფიქრობ, თუმცა სურათის ორივე ნაპირას არსებული წითელი ლაქები ახალშობილ ბავშვებს ჰგავს, ჯერაც მიერთებული ჭიპლარით. ის ორი ადამიანი მშობლები უნდა იყვნენ, რომლებსაც ბავშვის საწოლი უჭირავთ. ნახეთ, გვერდით საბანიც კი ჩანს...
"შუაში წითელი ლაქა მათი შეერთებული გულები და ბავშვია. შესაძლებელია, ბავშვისთვის ჩხუბობენ, თამაშში ბაწარს რომ ექაჩებიან ხოლმე, აი, მასე. ეს ჩემს ყოფილ სამუშაოს მაგონებს, რომელიც წლებია, არც კი გამხსენებია. მშობლები გაყრის პროცესში არიან და იმაზე დავობენ, ბავშვი ვის დარჩება. ღმერთმა არ ქნას, ეს მე დამემართოს!.."
დრეიტონის თქმით, სამანტა გაწონასწორებული, თავდაჯერებული და წარმატებული ქალია. მის ცხოვრებაში ახლა უბედნიერესი მომენტი დგას. აშკარაა, რომ მისი ახლანდელი ცხოვრების დეტალები მელნის ლაქებზეც პროექტირდება. სამანტას პასუხებიდან ნათლად იხატება შეხმატკბილებული ურთიერთობისა და სიყვარულის თემატიკა. ორი ადამიანის ერთობლივი საქმიანობა (ქვაბში საკვების მორევა) მინიშნებაა მის ორსულობაზე. ამ თემას განავრცობს მისი მომდევნო პასუხებიც - ის ახალშობილებისა და დედ-მამის გამოსახულებას ხედავს, რომელთაც ხელში ბავშვის საწოლი უჭირავთ.
შფოთვა სამანტას ბედნიერი გრძნობების საპირისპირო მხარეა და მისი ემოციების დინამიკას ააშკარავებს. მის მონათხრობში ჩანს, თუ როგორ აღელვებს შესაძლო კონფლიქტი პარტნიორთან, როცა ლაქებში დაშორებული წყვილის შვილისათვის ბრძოლის ეპიზოდს ხედავს.
ეს ანალიზი სამანტას ტესტის პასუხების ინტერპრეტაციის მცირე ნაწილია. დრეიტონი მიიჩნევს, რომ ამ ასოციაციურმა ბმებმა გამოააშკარავეს ქალის ის შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარება, რომელიც მის პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაზე გამუდმებით ზემოქმედებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები