ჰოლივუდის კინოსტუდიების გაფრთხილება — რა ელით საიტებს, სადაც არალეგალური კონტენტი დევს?
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის კინოსტუდიებმა საქართველოს ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირება მოსთხოვეს. საქმე ეხება ინტერნეტ მეკობრეობას, როდესაც საიტებზე სხვადასხვა სტუდიის პროდუქცია უნებართვოდ თავსდება.
ამის შესახებ Motion Picture Association of America-ის პრეზიდენტმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში, სტენ მაკკოიმ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს მისწერა.
გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების დისტრიბუტორი კომპანიის გამაფრთხილებელ წერილში ვკითხულობთ:
მაშინ, როცა კინოინდუსტრია იზრდება და სხვადასხვა ბაზარზე ფართოვდება, ჩვენი მიზანია, რომ ეს ბიზნესი და მასში დასაქმებული ადამიანები სათანადოდ დავიცვათ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ინტერნეტში ფილმების არალეგალურად განთავსება შევამციროთ, ამის მისაღწევად კი კანონის ფარგლებში მოქმედებაა აუცილებელი. ისეთი ქართული ინტერნეტსაიტები, როგორებიცაა adjaranet.com და imovies.cc, რომლებიც ჩვენი პარტნიორი კინოსტუდიების ფილმებს კანონიერი შეთანხმების გარეშე ავრცელებენ, ჩვენთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენენ.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რითიც ფილმების არალეგალურად გავრცელების შეზღუდვა გვსურს. ამიტომაც მივესალმებით ქართულ ასოციაციას ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ, რომელიც ფოკუსირებულია, რომ დაიცვას ფილმები უკანონო გავრცელებისგან კინოთეატრებში ქართულ პრემიერებამდე და ინტერნეტსივრცეში მეკობრეობის პრობლემას ებრძოლოს. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველოდებით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა ერთად შევუწყოთ ხელი ლეგალური, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას ქართველი მაყურებლებისთვის.
Motion Picture Association of America ისეთი გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორი კომპანია, როგორებიცაა Walt Disney, Netflix, LLC; Paramount Pictures, Sony Pictures, Universal City Studios და Warner Bros. Entertainment Inc.
შესაბამისად, კომპანიას უფლება აქვს, პრეტენზია გამოთქვას ქართულ ინტერნეტსაიტებზე თავისუფლად განთავსებული კინოფილმებისა და სერიალების მნიშვნელოვან ნაწილზე.
Motion Picture Association of America-ის ქართველი მარეგულირებელი ორგანიზაციებისთვის მიწერილი განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ გაფრთხილებას წარმოადგენს, თუმცა თუ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, დისტრიბუტორი კომპანია საქართველოს სანქციებს დაუწესებს: ქვეყანაში დაგვიანდება კინო და ტელე მსოფლიო პრემიერები, ან რიგ შემთხვევაში მთლიანად გაუქმდება ისინი.
ამასთან დაკავშირებით საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელმა, გიგა კობალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰოლივუდის კინოსტუდიებს პროცესის დარეგულირება სურთ:
"მათ უკვე მიმართეს, როგორც სახელწიფო უწყებებს, ისე ჩვენს ცენტრს და გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში გადავალთ ლეგალურ საწყისებზე და საქართველოშიც დამკვიდრდება ის თამაშის წესები, რომლებიც მთელს მსოფლიოშია — მომხმარებელიც და გამავრცელებელიც უნდა ექვედებარებოდეს კანონს".
საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქართული მარეგულირებელი ორგანიზაციები უკვე მუშაობენ, რათა არალეგალური ბაზარი ეტაპობრივად ჩანაცვლდეს ლეგალური პირობებით:
"ქართულ საიტებთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია და მათ არ აქვთ ხისტი პოზიცია, მეტიც, მზად არიან გადავიდნენ ლეგალურ საწყისებზე და ამისთვის რაღაც ტიპის სამუშაოები უკვე განახორციელეს კიდეც. ეს ყველაფერი ქართულ ბაზარს კომერციულად საინტერესოს გახდის, რაც საბოლოოდ ისევ მომხმარებლისთვისაა უკეთესი, რადგან გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქციით ისარგებლებს".
როგორც ჩანს, მალე სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად ქართულ ინტერნეტსაიტებზეც სასურველი ფილმისა თუ სერიალის ნახვა მხოლოდ ლეგალურად, გარკვეული ურთიერთშეთანხმების შედეგად შეგვეძლება, რაც ერთი მხრივ აქამდე უფასო პროდუქციას გააძვირებს, თუმცა მის ხარისხს გაცილებით გაზრდის და ადგილობრივ ბაზარზეც კინოინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები