ჰილარი კლინტონმა ვიკილიქსზე ისაუბრა და დონალდ ტრამპს "პუტინის სათამაშო" უწოდა
ფოტო: დონალდ ტრ
დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს "პუტინის სათამაშო" უწოდა. რუსეთი ამერიკის სადაზვერვო უწყების თანამშრომლებმა უკვე დაადანაშაულეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
მესამე საპრეზიდენტო დებატებზე, მოდერატორმა კრის ვალესმა კლინტონს ჰკითხა, სურდა თუ არა მას საზღვრების გახსნა, დემოკრატების კანდიდატმა უპასუხა, რომ ის ამ კითხვით ვიკილიქსს ციტირებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ჰილარი კლინტონის გატეხილი იმეილების ნაწილის შინაარსი:
"აშკარაა, რომ შენ WikiLeaks-ის ინფორმაციიდან ახდენ ციტირებას. მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რას წარმოადგენს ვიკილიქსი. მისი ხელით და ჯაშუშობის გზით მოქმედებს რუსეთის მთავრობა ამერიკელების წინააღმდეგ. ისინი აღწევენ ჩვენი მოქალაქეების პირად სივრცეში და ტეხენ ამერიკულ ვებსაიტებს, პიროვნებებისა და ინსტიტუტების იმეილებს, შემდეგ ამ ინფორმაციას რუსეთი გადასცემს ვიკილიქსს, რომელიც მათ ინტერნეტში ათავსებს".
კლინტონმა მოდერატორს უთხრა, რომ დებატების მთავარი კითხვა იქნებოდა, მიიჩნევს თუ არა ტრამპი, რომ რუსეთი ჯაშუშების გზით ცდილობს ამერიკის არჩევნების ჩარევას და იღებს თუ არა ის დახმარებას ვლადიმერ პუტინისგან, თავისი საარჩევნო კამპანიის დროს.
ტრამპმა უარყო შესაძლებლობა, რომ დემოკრატების იმეილების გატეხვის უკან რუსეთი იდგა.
"ის ჩემზე კარგ რამეებს ამბობს, მაშინ როცა პატივს არ სცემს ჰილარი კლინტონს და ბარაკ ობამას, და რომ იცოდეთ, ეს სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის" - თქვა რესპუბლიკელების კანდიდატმა მესამე საპრეზიდენტო დებატებზე.
"ეს იმიტომ, რომ მას [პუტინს] ურჩევნია ჰყავდეს სათამაშო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე" - უპასუხა კლინტონმა.
"არა ეს შენ ხარ სათამაშო" - არ ჩამორჩა ტრამპი, "კლინტონს არ მოსწონს პუტინი, რადგან ის გონიერი ადამიანია" - დასძინა მან.
რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი თუ გახდებოდა, მისი პირველი საგარეო შეხვედრა პუტინთან შედგებოდა.
ეროვნული სადაზვერვო დეპარტამენტის ინფორმაციით, დემოკრატების პარტიის საიტებზე და იმეილებზე კიბერ-შეტევა რუსეთიდან განხორციელდა, რაც პუტინმა უარყო.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკეთესი ლიდერია, ვიდრე ბარაკ ობამა, ის ჰილარი კლინტონმა და ასევე რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელმა გააკრიტიკეს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მეტისმეტი ლოიალურობის გამო.
ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პუტინი სირიის კონფლიქტში ჩაერია, ყირიმში შეიჭრა და კიბერ-შეტევებზე გახდა ცნობილი.
მესამე საპრეზიდენტო დებატები სრულად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები