უუცნობო განტოლება — კობახიძის თქმით, ე.წ. გერმანული მოდელი ვენეციის კომისიისთვის არ გაიგზავნება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი ვენეციის კომისიისთვის ვერ გაიგზავნება და ეს ღირსების საქმესთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ მან გადაცემა კვირის თემაში ისაუბრა.
"განტოლებები არსებობს მათემატიკაში ერთუცნობიანი და ორუცნობიანი. ეს არის ერთგვარი უუცნობო განტოლება. წარმოიდგინეთ, რომ ქართველი მათემატიკოსები შეიკრიბონ და ჰარვარდში გაგზავნონ უუცნობო განტოლება ამოსახსნელად. ეს ხომ იქნება ღირსების თემა საზოგადოებისთვის და ქართველი მათემატიკოსებისთვის?", — განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 30 ნოემბერს ოპოზიციასთან შეხვედრისას განიმარტა თუ რატომ ვერ გაეგზავნებოდა ის ვენეციის კომისიას და არგუმენტები ხელისუფლების მხრიდან არ გაჟღერებულა:
"ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ იმაზე, ვინ რა თქვა, ანუ ეს იყო შეთანხმება შეხვედრის წინ. იქ ითქვა, რომ ეს ვენეციის კომისიაში ვერ გაიგზავნება და ითქვა რატომ ვერ გაიგზავნება და ამ არგუმენტის ავტორი არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი".
გადაცემის წამყვანმა იკითხა, ეს არგუმენტები ოპოზიციის მხრიდან ხომ არ გაჟღერებულა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ არა.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამტკიცებენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული, ქართული ვარიანტი კონსტიტუციურია და მის მისაღებად საკონსტიტუციო ცვლილება საჭირო არაა. ისინი ითხოვენ, რომ პროექტის კონსტიტუციურობის შესაფასებლად მთავრობამ დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს, თუმცა ეს უკანასკნელი უარზეა.
გუშინ, 30 ნოემბერს სასტუმრო ბილტმორში დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციისა და ქართულ ოცნების შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები; ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. მმართველმა გუნდმა სამოქალაქო მოძრაობა შეხვედრაზე არ მიიწვია.
დიპლომატიური კორპუსის ჩართულობისა და საერთო შეხვედრის მიუხედავად, მმართველი გუნდი ოპოზიციას ე.წ. გერმანულ მოდელზე მაინც არ დათანხმდა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მმართველი გუნდი ურყევ პოზიციაზე დარჩა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია. მისივე თქმით, ეს თემა დაიხურა. ენმ-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ვერაფერზე შეთანხმდნენ იმის გარდა, რომ ამ ფორმატში დიალოგი გააგრძელონ.
ნოემბრის მოვლენები — მოკლედ
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები