მწერალ მილან კუნდერას 40 წლის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა დაუბრუნეს
ფოტო: Mannheimer / Interfoto / Writer Pictures
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ჩეხ ავტორს, მილან კუნდერას ორმოცზე მეტი წლის განმავლობაში ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა დაუბრუნეს.
მილან კუნდერა თავის შემოქმედებაში ყოველთვის დიდ ადგილს უთმობდა საბჭოთა ძალების მიერ ჩეხეთის ექსპანსიის კრიტიკულად აღწერას, რის გამოც ის პოლიტიკურ დევნილად იქცა — 1975 წელს სამშობლო დატოვა და საფრანგეთში გაიქცა. 1979 წელს მას ჩეხეთის მოქალაქეობა გაუუქმდა და ორი წლის შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.
კუნდერა მთელს მსოფლიოსთან ერთად ქართველი მკითხველებისთვისაც ცნობილია თავისი ისეთი პოპულარული რომანებით, როგორებიცაა ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, შეუცნობელი და უკვდავება. აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლების მიწურულამდე სამშობლოში მისი წიგნები აკრძალული იყო, როგორც ანტისაბჭოთა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურა. 1988 წელს დაწერილი რომანი უკვდავება მილან კუნდერას ბოლო რომანი იყო, რომელიც მშობლიურ ენაზე დაწერა — მას შემდეგ ის ძირითადად მხოლოდ ფრანგულად წერდა.
საფრანგეთში ჩეხეთის ელჩის, პეტრ დრულაკის განცხადებით, 90 წლის მწერალს მოქალაქეობის დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობა თავად მიუტანა პარიზში მდებარე ბინაში:
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური აქტი, რომლითაც უდიდესი ჩეხი მწერალი ჩეხეთის რესპუბლიკას დაუბრუნდა".
თავად მილან კუნდერას სამშობლოსთან დაკავშირებით მუდამ ორაზროვანი დამოკიდებულება ჰქონდა. მაგალითად, 1984 წელს New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამშობლო მისთვის "რაღაც გაურკვეველი, ბუნდოვანი" იყო.
ჩეხეთში აქამდეც ჰქონდათ მცდელობა, რომ მწერლისთვის ეჩვენებინათ, თუ რამდენად აფასებენ მას ახლა: 2008 წელს თავისი შემოქმედებისთვის საპატიო ეროვნული ჯილდო გადასცეს, 2009 წელს კი თავისი მშობლიური ქალაქის, ბრნოს საპატიო მოქალაქედ დაასახელეს, თუმცა ორივე შემთხვევაში მილან კუნდერამ მიპატიჟებაზე უარი განაცხადა და პარიზში დარჩენა ამჯობინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები