ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლების გამოფენაზე
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
6-7დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფეროვანი პროგრამით ექსპო ჯორჯიაში სკოლების გამოფენაზე წარსდგება, სადაც მეორე წელია პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს. დღეს გამოფენის დიდ და პატარა დამთვალიერებლებს მრავალფეროვანი პროგრამა, ფერადი სტენდები, თამაშები და საინტერესო სიახლეები დახვდათ. სტუმრებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებშიც მიიღეს მონაწილეობა და დაჯილდოვდნენ.
ექსპო ჯორჯიას დირექტორის, რესან ქიქავას თქმით, გამოფენაზე წელს მონაწილეების რაოდენობა გაზრდილია მომავალ წელს კი, უფრო მეტ სკოლას ელოდებიან.
"სახელი ჰქვია სკოლების გამოფენა, თორემ სკოლამდელი ასაკის უამრავი ინსტიტუცია არის წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს ჩვენს პატარებს და მოსახლეობას. ასევე, სკოლები არის წარმოდგენილი და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ეს ორი დღე, ამიტომ ყველას ველოდებით, რომ მობრძანდნენ ჩვენთან, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში", — რესან ქიქავა ექსპო ჯორჯიას დირექტორი.
ღონისძიების გახსნაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმის გაცნობიერებისკენ, რომ სასკოლო განათლების გარეშე ამ ქვეყანაში წარმატება, უბრალოდ, არ იქნება. მან თქვა, რომ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ცალკეული ინდივიდების წარმატება, საყოველთაოდ უნდა იქცეს და მთელი ქვეყნის მახასიათებელი გახდეს.
"ჩვენ, ილიას უნივერსიტეტში გაცნობიერებული გვაქვს თავიდან ბოლომდე, რომ სკოლის გარეშე არაფერი არ იქნება. საერთაშორისო დონორებს რომ ვხვდები ხოლმე, მეკითხებიან, უნივერსიტეტს რა სჭირდებაო, მე ვიწყებ, რომ სკოლებს სჭირდება ბევრად უფრო მეტი, იმიტომ, რომ სკოლაში მომზადებული მოსწავლის გარეშე წარმატებული და აკადემიური სწავლებისთვის მომზადებული სტუდენტი, უბრალოდ, არ გეყოლება", — თქვა გიგა ზედანიამ.
კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი, რაც დღევანდელ გამოფენაზე გახდა ცნობილი არის ის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლის თებერვლიდან 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლას გახსნის.
"საკვირაო სკოლის, მიზანია რომ იმ ახალგაზრდებს, 14-17 წლამდე ვთქვით, მაგრამ სხვა ასაკობრივ კოჰორტებსაც გავითვალისწინებთ მომავალში, დაეხმაროს, რომლებსაც უნდათ თვითგანვითარება, რომლებსაც უნდათ შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების უნარების ათვისება, ასევე უნდათ, რომ მეტი იცოდნენ ადამიანის, საზოგადოების, ბუნების შესახებ. ჩვენ მათ შევთავაზებთ საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლების მიერ კვირაობით წაკითხულ ლექციებს სხვადასხვა დისციპლინებში, დაწყებული ქართული და მსოფლიო ლიტერატურით დამთავრებული მათემატიკით და ბიოლოგიით", — თქვა On.ge-სთან საუბრისას გიგა ზედანიამ.
საპილოტე კურსები ორთვიანია და გადასახადი სიმბოლურად შეადგენს 50 ლარს. მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სამოტივაციო წერილების გაგზავნა უკვე შეუძლიათ.
სანამ საკვირაო სკოლაში სწავლას გადაწყვეტთ ექსპო ჯორჯიაში სკოლების გამოფენაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ შემდეგი სტენდები:
გეოლოგია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემენ 3D გამოსახულებითა და VR ტექნოლოგიებით დააკვირდნენ მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს; საქართველოს მიწისძვრებსა და საქართველოში დედამიწის ქერქის სიჩქარული ველის რუკას; წყალმოვარდნის მოდელირებას თბილისის სხვადასხვა უბნისთვის; რეალურ მაგალითზე გაეცნონ სეისმური და გეოფიზიკური აპარატურის მუშაობის პრინციპებს.
ინსტიტუტს წარმოდგენილი ექნება დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა კვლევის შედეგები. 3D ტექნოლოგიების გამოყენებით დამთვალიერებელი ნახავს რეგიონისა და მსოფლიო მიწისძვრების განაწილებას დედამიწის სიღრმეში. ასევე ილიაუნის გეოდეზიური ქსელის კვლევის შედეგებს – საქართველოში დედამიწის ქერქის გადაადგილების სიჩქარეს. სტუმრები გაეცნობიან სეისმური და გეოდეზიური აპარატურის მუშაობის პრინციპებს და თავადვე ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში.
წარმოდგენილი იქნება გეოლოგიური ნიმუშები და მიკროსკოპი, რომლის საშუალებითაც გაეცნობიან, როგორია მინერალი ბუნებაში და მისი რეალური შინაგანი სტრუქტურა მიკროსკოპში.
სპეციალური ვიდეორგოლის საშუალებით ნახავენ წყალმოვარდნის მოდელირებას და დატბორვის არეალის განსაზღვრას თბილისის მაგალითზე.
არქეოლოგია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები და სტუდენტები მონაწილეებს ჩართავენ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად იმუშაონ, როგორც არქეოლოგებმა, და დაამუშაონ "აღმოჩენილი" ნივთები. ასევე მოეწყობა სხვადასხვა თამაში ნივთების აღმოჩენაზე.
კომპიუტერული ინჟინერია
ილიაუნის ბიზნესის, განათლების და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ, ეთამაშონ მინიბოტს, რომელსაც ესმის ფერების ენა; დააპროგრამონ ვარსკვლავური ომების დროიდი; გაერკვნენ მიკროკონტროლერის მუშაობაში და შექმნან ფსევდოთერემინი; დაახატინონ სათამაშო ბოტი; ერთმანეთს შეაჯიბრონ სენსორებიანი მანქანები.
ილიაუნის პლანეტარიუმი
პლანეტარიუმში მოისმენთ ვიდეოლექციას — მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სამყაროს შესახებ.
გაეცნობით
მზის სისტემის ობიექტების ბუნებას:
- პლანეტებს, ასტეროიდებს, კომეტებსა და მზეს;
- დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებასა და ევოლუციის გზას, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობას;
- გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ;
- გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას;
- პლანეტარიუმში გაიგებთ მეტს სამყაროს წარმოშობის შესახებაც.
ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი
ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კლუბში გაერთიანებული სკოლები დამთვალიერებლებს შესთავაზებენ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს წყლის სისუფთავეზე, ფიზიკის კანონზომიერებებზე, სინათლის გარდატეხასა და სპექტრის დაშლაზე, ფოტოსინთეზისა და გლობალური დათბობის პროცესში მის გავლენაზე, ასევე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით სხვადასხვა სახალისო და სანახაობრივად მიმზიდველ ექსპერიმენტს. სტუმრები შეძლებენ გაეცნონ ბუნების საოცარ სამყაროს და თავად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო აქტივობასა თუ ექსპერიმენტში.
ილიაუნის სტენდი
ილიაუნის სტენდზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ, მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქიმიური ცდების მომზადებაში და ექსპერიმენტების მონაწილეებს დააჯილდოებენ დამწყები ბიოქიმიკოსის სერტიფიკატით.
FAB LAB ILIAUNI-ის წარმომადგენლები გამოფენის მონაწილეებს დაეხმარებიან, 3D პრინტერზე დაბეჭდონ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე ობიექტები დაასკანერონ. სტენდზე წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სხვადასხვა ნიმუშიც.
ილიაუნის GAME LAB-ისა და VR LAB-ის წარმომადგენლები კი სტუმრებს უახლესი ოკულუსებით დაათვალიერებინებენ ვირტუალური რეალობის აპლიკაციებს.
ზემოჩამოთვლილ ღონისძიებათა აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სამახსოვრო საჩუქრები.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები