ნამდვილად გვაძლიერებს თუ არა განსაცდელი
ფოტო: Frankie's / Shutterstock
დასავლურ კულტურაში მიჩნეულია, რომ განსაცდელის გადატანას კარგი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის შინაგან განვითარებაზე; რომ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შენ შეძლებ, გადააფასო ცხოვრება, იგრძნო მადლიერება შენ გარშემო მყოფი ხალხისადმი, ისწავლო გამოცდილებიდან და გახდე მეტად გამძლე.
ეს თემა მედიაში დროდადრო, განსაკუთრებით კი ბუნებრივი კატასტროფებისა და ტერორისტული აქტების შემდეგ ჩნდება ხოლმე.
მაგრამ რას ამბობს მეცნიერება? არის თუ არა ტკივილი და ტანჯვა მართლაც ღირებული? სწორი იყო ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე, როდესაც თქვა: "რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო"?
ძლიერი ნარატივი
ადამიანებს საკუთარი ცხოვრების მოყოლისას დაძლეულ გამოწვევებსა და გადალახულ სიძნელეებზე კონცენტრირება გვჩვევია.
ფოტო: Shutterstock
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფსიქოლოგები აქტიურად იკვლევენ ამ თემას. თუმცა რიჩარდ ტედიში და ლორენს კალჰოუნი ჯერ კიდევ 1996 წელს დაინტერესდნენ ამ საკითხით. მათი ნაშრომის მიხედვით, ტრავმის ან მძიმე დანაკარგის შემდეგ ადამიანები ამბობენ, რომ მეტად აფასებენ სიცოცხლეს, უახლოვდებიან ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, უფრო ძლიერები, სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილნი და შთაგონებულები ხდებიან. კვლევის ავტორებმა ამ ცვლილებას პოსტტრავმული ზრდა უწოდეს.
ამ დასკვნის ხიბლი თვალსაჩინოა. ის გვეუბნება, რომ უმძიმეს ტრაგედიაშიც კი შეიძლება დავინახოთ იმედის სხივი. ამავდროულად, იგი ესადაგება ადამიანის ხსნის ბიბლიურ იდეასაც, რომ ჩვენ მიერ განცდილ ყველა ტკივილსა და ტანჯვას საბოლოო თავისუფლებისკენ მივყავართ.
გარდა ამისა, ეს დასკვნა ცხოვრების არსის გააზრებაშიც გვეხმარება. ფსიქოლოგებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს თავიანთი ისტორიების მოყოლისას ისეთ ამბებზე უყვართ ყურადღების გამახვილება, სადაც ჩანს, თუ როგორ დასძლიეს თავსდამტყდარი პრობლემები და უიღბლობა. რწმენა, რომ ცუდად დაწყებული ამბავი სასიკეთოდ შეიძლება შემოტრიალდეს, ხშირად უდევს საფუძვლად საკუთარ თავზე მოყოლილ ამბებს.
როგორ განვჭვრიტოთ ტრაგედიები?
"განსაცდელის დაძლევის გზით გაძლიერების" კულტურული ნარატივის უკან მდგარი იდეა, შეიძლება, დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ამ თემაზე ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების მონაცემთა შესწავლამ მთელი რიგი წინააღმდეგობები და პრობლემები გამოავლინა.
დავიწყოთ იმით, რომ ძნელია, ადამიანებზე ტრავმის მიღებამდეც და მიღების შემდეგაც ინფორმაციის შეგროვება. მაგალითად, შეუძლებელია იცოდე, ვინ დაკარგავს სახლს ბუნებრივი კატასტროფის შედეგად. ამ მიზეზით, პოსტტრავმულ მდგომარეობაზე ჩატარებული კვლევების უმეტესობაში ადამიანებს სთხოვდნენ, თავად შეეფასებინათ, რამდენად შეცვალა ისინი ტრავმამ. შესაძლოა, ასეთი მიდგომა პიროვნული ზრდის შესაფასებლად გონივრული საშუალება ჩანდეს, — დიდი შანსია, რომ ეს კითხვა მეგობრისთვის ან საკუთარ თავისთვის თავადაც დაგისვამთ, — მაგრამ, სინამდვილეში, ამ მეთოდოლოგიას ბევრი ნაკლი აქვს.
ადამიანების წარმოდგენა, რომ ისინი ძალიან შეიცვალნენ, ხშირად სრულებით არ ემთხვევა რეალობას.
ფოტო: Frankie's / Shutterstock
კვლევებით გამოვლინდა, რომ ადამიანებს კარგად არ ახსოვთ, როგორები იყვნენ ტრავმის გადატანამდე. ან როცა გამოკითხულები ამბობენ, რომ ტრავმის მიღების შემდეგ შინაგანად გაიზარდნენ, სინამდვილეში ჩანს ხოლმე, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ მძიმედ განიცდიან მომხდარს. ამასთანავე, შინაგანი ზრდის შესახებ მათი განცხადება ზოგჯერ არ ემთხვევა მათი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების აზრს და შესაძლოა, ის მათ ქცევებში მომხდარ რეალურ ცვლილებებს სრულიად არ ასახავდეს. სხვისთვის იმის თქმა, რომ ტრავმის შემდეგ გაიზარდე, იმ ტკივილთან გამკლავების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს, რომელსაც ჯერ კიდევ განიცდი.
დასავლური კულტურა ინდივიდებს ხანგრძლივი გლოვის უფლებას არ აძლევს და ყოველთვის არის მოლოდინი, რომ რაღაც ეტაპზე ადამიანი პრობლემას გადალახავს და გააგრძელებს ცხოვრებას. ასეთი წნეხის მექანიზმი, შეიძლება, თავად კითხვარებშიც კი იყოს უნებლიედ ჩადებული. პოსტტრავმულ თემატიკასთან დაკავშირებული საკვლევი კითხვები უმეტესად მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებს ეხება; მაგალითად, გადააფასა თუ არა ადამიანმა თავისი ცხოვრება? გაუჩნდა ახალი მისწრაფებებები? დაისახა ახალი მიზნები? გახდა უფრო რელიგიური? ამ ტიპის გამოკითხვას ფონად გამოჯანმრთელებისა და მდგომარეობის საკუთარი ძალებით გაუმჯობესების მოლოდინები გასდევს. სხვა შემთხვევებში კი ადამიანებმა, შეიძლება, იმიტომ განაცხადონ, რომ უფრო ძლიერები გახდნენ, რადგან თავის მოტყუების ფაზაში არიან და ვერ უსწორებენ თვალს იმ ტკივილს, რომელსაც ჯერ კიდევ განიცდიან.
პოსტტრავმულ ზრდასთან დაკავშირებულმა საუკეთესო მეთოდოლოგიის მქონე კვლევებმა გამოავლინა, რომ ადამიანის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიცვალა ტრავმის შემდეგ, ხშირად გადაჭარბებულია და არ შეესაბამება რეალობას. უფრო მეტიც, ისინი, ვინც ამტკიცებდნენ, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდნენ პირადი ტრაგედიის შედეგად, ყველაზე ხშირად ავლენდნენ პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და დეპრესიის სიმპტომებს.
დასკვნის გამოტანა ჯერ რთულია
მრავალი თვალსაზრისით, სათუოა იმ იდეის სიმტკიცე, რომ პიროვნული ზრდა და გამძლეობა თავსდამტყდარი უბედურების ტიპური შედეგია. მსგავსი მიდგომა ამგვარი დასკვნისკენ გვიბიძგებს: გრძელვადიან პერსპექტივაში ტანჯვა სასარგებლოა, რადგან ის ადამიანები, ვინც ტრავმა გადაიტანა, სხვებზე უფრო ძლიერები არიან.
ტრავმის გადატანის შემდეგ ზოგი ადამიანი მართლაც შეიძლება, შინაგანად გაიზარდოს და გახდეს უფრო ძლიერი.
ფოტო: Nathalie Lees
მაგრამ ტრაგედიასთან გამკლავება არაა მარტივი. მეტიც, განსაკუთრებით ძლიერ, მაგალითად, შვილის ან მეუღლის გარდაცვალების შედეგად მიღებულ ტრავმას ადამიანები ზოგჯერ ვერასდროს ერევიან და ტკივილი არასდროს ქრება. არსებობენ ისეთებიც, ვინც აღიარებენ, რომ ტრაგედიიდან გასული თვეები და წლებიც კი ვერ ამსუბუქებს მათ ტკივილს. ეს ადამიანები სუსტებად ან რაიმე ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემის მქონეებად უნდა მიგვეჩნია იმ შემთხვევაში, თუ ვაღიარებდით, რომ გამოთქმა — "რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს" — ჭეშმარიტებაა.
თანამედროვე მეცნიერების მიღწევები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ტრავმის შემდეგ ადამიანი მართლაც შეიძლება, შინაგანად გაიზარდოს; ის შეიძლება გახდეს უფრო ძლიერი; გამოასწოროს თავისი ურთიერთობები ახლობლებთან და აიმაღლოს თვითშეფასება. მაგრამ დიდი ალბათობით ეს ისე ხშირად არ ხდება, როგორც ადამიანთა უმეტესობასა და ზოგ მკვლევარს ჰგონია.
ამასთანავე, ყოველი ადამიანი თავისებურად და სხავდასხვა სიჩქარით ვითარდება. ამიტომ ტრავმის დასაძლევად მათ ოჯახების, მეგობრებისა თუ საზოგადოების დახმარება და სოციალური მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდებათ. სწორედ ამ რესურსების ხელმისაწვდომობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს იმის დადგენაში, რეალურად რამდენად იზრდება ადამიანი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოსტტრამვული ზრდა არ უნდა მიიჩნეოდეს უნივერსალურ მიზნად. ბევრი ადამიანისთვის ისიც კი ერთობ ამბიციური მისია შეიძლება იყოს, რომ ტრავმამდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ უბედურებას შეუძლია, ადამიანი განავითაროს და დააბრძენოს, მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია როდის და როგორ ხდება ეს.
ტრავმის შემდეგ შინაგანი ზრდის შესახებ ისტორიები ნამდვილად შთამბეჭდავი და შთამაგონებელია. თუმცა უნდა ჩატარდეს უფრო მეტი და ფუნდამენტური კვლევა იმის დასადგენად, ასეთი შემთხვევები ნორმაა თუ გამონაკლისი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები