You-ს მთავარმა გმირმა ახალი მსხვერპლი იპოვა — ნახეთ მეორე სეზონის პირველი ტრეილერი
ფოტო: Netflix
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს სერიალის პირველი სეზონიდან.
ფსიქოლოგიური თრილერების მოყვარულები ჯობს კარგად მოემზადოთ, რადგან 10 დღეში Netflix-ზე ამერიკული სერიალი You მეორე სეზონით ბრუნდება. 26 დეკემბერს მაყურებელი გაიგებს, როგორ აგრძელებს საზარელი მკვლელობების შემდეგ ცხოვრებას მთავარი გმირი, ჯო გოლდბერგი, რომლის როლსაც პენ ბეჯლი ასრულებს.
ახალი სეზონის პირველი ტრეილერი ნეტფლიქსმა დღეს გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად გადასული ჯო ცდილობს ცხოვრება თავიდან დაიწყოს, თუმცა როგორ უნდა შეძლოს ეს, თუ მის გონებაში მხოლოდ წარსული ტრიალებს?
თუ ამ აბზაცს უკვე კითხულობ და პირველი სეზონი ჯერ ნანახი არ გაქვს, სპოილერებზე პასუხისმგებლობა შენ გეკისრება. პირველ სეზონში უკვე ვიხილეთ ჯოს მრავალი მსხვერპლი, მათ შორის ბეკი, რომელმაც ფსიქოპათთან ურთიერთობას თავი ცოცხალმა ვერ დააღწია. თუმცა რაც შეეხება ჯოს ყოფილ შეყვარებულს, კენდისს, ყველასგან მოულოდნელად ის ნამდვილად გადაურჩა საშინელ წარსულს და ახლა საკითხავი ისაა, მისცემს თუ არა მოძალადე ექსს მშვიდად ცხოვრების უფლებას, რაც ჯოს გაგებით ადამიანების თვალთვალსა და მათი ცხოვრების კონტროლს გულისხმობს?
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლოს-ანჯელესში გოლდბერგი მხოლოდ წარსულს კი არა, კენდისსაც გაექცა. ის ახალ მსხვერპლს — ლავს ხვდება, რომლის როლსაც Haunting of Hill House-ის მსახიობი ვიქტორია პედრეტი ასრულებს.
სანამ თავს ოპტიმიზმის უფლებას მისცემთ, გაგახსენებთ შოუს შემქმნელი სარა გეიმბლის სიტყვებს, რომელმაც ჯერ კიდევ აგვისტოში თქვა, რომ ახალი სერიები წინაზე უფრო საშიში და ავისმომასწავებელი იქნება. ხოლო ახალ სეზონში მთავარ პერსონაჟს ბევრი ისეთი გადაწყვეტილების მიღება უწევს, რაც თავადაც არ მოსწონს.
ნიუ-იორკში გადაღებული პირველი სეზონი 2018 წლის სექტემბერში გამოვიდა და ის ქეროლაინ კეპნესის იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული. მეორე სეზონი იგივე ავტორის 2016 წლის სიქველზე, Hidden Bodies არის აგებული, თუმცა ის, ვისაც წიგნი წაკითხული აქვს, სერიალში ცვლილებებს უნდა ელოდოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები