17 სასტუმრო, საიდანაც ინსტაგრამისთვის საუკეთესო ხედი იშლება
მოგზაურობა მოგზაურობას არ ჰგავს, თუკი მზის ჩასვლის, ზღვის ტალღების ან გემრიელი კერძების ფოტოები ინსტაგრამზე არ გამოაქვეყნე. თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ სად გაატაროთ მომდევნო შვებულება, ან გსურთ თქვენი ინსტაგრამის პროფილი შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, გთავაზობთ 17 სასტუმროს მსოფლიოს გარშემო, სადაც გადაღებული "უფილტრო" ფოტოები ყველას მოწონებას დაიმსახურებს.
1. Mandarin Oriental, ნიუ იორკი
ცათამბჯენები, მანჰეტენის თავზე მზის ჩასვლა და ამოსვლა, ცენტრალური პარკი, ხედი ბეტონისა და სიმწვანის სინთეზით ყოველთვის აქტუალურია. აქ გადაღებული ფოტოები იმდენად ეფექტური იქნება, რომ, შესაძლოა, ოფისში დარჩენილმა თანამშრომლებმა დაგა-unfollow-ონ კიდეც.
ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Mandarin Oriental დარჩენა $845 ღირს.
2. Soneva Jani, მალდივები
მალდივები ინსტაგრამის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ იხილავთ წარმოუდგენლად ლურჯ ოკეანეს, ლაჟვარდოვან ცას და ქვიშის თეთრ სანაპიროებს. სასტუმრო Soneva Jani გთავაზობთ უგემრიელეს საკვებს და კერძო ვილას, რომელიც ამავდროულად წყლის ატრაქციონის ფუნქციასაც ითავსებს.
ამ სასტუმროში ერთი ღამის გატარება $4,892 დაგიჯდებათ.
3. The Peninsula, პარიზი
როდესაც საქმე ეხება მოწონებების დაგროვებას, პარიზის ყველაზე პოპულარული ხედი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. სასტუმრო Peninsula-ს ფანჯრებიდან და ტერასიდან ეიფელის კოშკი პირდაპირ ხელის გულზე მოჩანს.
ფასი $7,150-დან $9,430-მდე მერყეობს და მასში შედის რომანტიული ვახშამი ორ ადამიანზე.
4. El Questro Homestead, კიმბერლის რეგიონი, ავსტრალია
ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში, კიმბერლის რეგიონში მდებარე სასტუმრო El Questro Homestead არაჩვეულებრივ დასვენებას გთავაზობთ. სასტუმროდან თუთიყუშების გადაფრენას და მდინარეში მოცურავე ნიანგებსაც დააკვირდებით. მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, აქ ფერები მუდმივად იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსტაგრამის ფოტოებს ფილტრის დადება აღარ დასჭირდება.
სასტუმროს ფასები $1,706-დან იწყება.
5. The Rosewood Phnom Penh, კამბოჯა
ურბანული გარემოს მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიონ კამბოჯის დედაქალაქ პნომპენს. ცათამბჯენის Vattanac Capital (188მ) შენობაში გახსნილი სასტუმრო Rosewood, სტუმრებს ქალაქის სრულიად ახალი პერსპექტივით დანახვას ჰპირდება. სასტუმროს ქალაქის ყველა მხარეს აქვს ხედი. აქედან მოჩანს მდინარე, სამეფო სასახლე, ცენტრალური მარკეტი და სხვა ღირშესანიშნაობები.
აქ ერთი ღამით დარჩენა $220 დაგიჯდებათ.
6. La Mainaz, ჟექსი, საფრანგეთი
ქალაქი ჟექსი საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს. ადგილი გადაჰყურებს მდინარე ჟენევასა და ალპების უმაღლეს მწვერვალს - მონბლანს. 4-ვარკვლავიანი სასტუმრო 21 ნომრისგან შედგება, რესტორანში კი საუცხოო კერძები, მათ შორის განთქმული ყველი - Comté მზადდება.
სასტუმროში დარჩენის ფასი $330-დან იწყება.
7. Anantara Golden Triangle Elephant Camp & Resort, ჩიანგრაის პროვინცია, ტაილანდი
ინსტაგრამზე ისეთ პოსტებს იშვიათად შეხვდებით, სადაც ერთ ფოტოზე ერთბაშად სამი ქვეყანაა დაფიქსირებული, მაგრამ ამ სასტუმროდან მსგავსი ფოტოს გადაღება პრობლემას არ წარმოადგენს. აქედან ტაილანდი, ლაოსი და მიანმარი მოჩანს. გარდა ამისა, ფოტოებზე სპილოების შოუს აღბეჭდვასაც შეძლებთ.
სასტუმროს ფასები $1484-დან იწყება.
8. Rascal Voyages, ინდონეზია
ეს სასტუმრო საუკეთესო ადგილია წყლის მოყვარულთათვის და მის სტუმრებს დაუვიწყარ თავგადასავლებსაც სთავაზობს. წყალქვეშ მრავალფეროვან სამყაროს აღმოაჩენთ, ხოლო ეფექტური ინსტაგრამის ფოტოსთვის ლურჯი ცა შეგიწყობთ ხელს.
სასტუმროში დარჩენა 10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისთვის $8500 ღირს.
9. InterContinental, ჰონგ-კონგი
კოულუნი, ნავსადგური ვიქტორია და ჰონგ-კონგის კუნძულები მედიაში გავრცელებული ფოტოების გამო უკვე ცნობილია ინსტაგრამზე. ამ ადგილების ყველაზე კარგი კუთხით გადაღება InterContinentalდან არის შესაძლებელი. სასტუმრო განთქმულია ზღვის პროდუქტების კერძებითა და შთამბეჭდავი ხედებით.
აქ ლუქს ნომერი $2,400 დაგიჯდებათ.
10. King George Hotel, ათენი
"ისტორიული" ხედების მოყვარულებმა გეზი აუცილებლად საბერძნეთისკენ უნდა აიღონ. მართალია, King Georg Hotel იაფი არ დაგიჯდებათ, თუმცა ათენის აკროპოლისზე ერთ-ერთი საუკეთესო ხედი სწორედ აქედან იშლება. სასტუმროში კერძო აუზი კი ინსტაგრამის ფოტოებისთვის დამატებით იდეებს გაგიჩენთ.
აქ ერთი ღამით დარჩენა მინიმუმ $7000 დაგიჯდებათ.
11. Gangtey Lodge, ბუტანი
ჰიმალაის მთებში მდებარე ბუტანის სამეფო მსოფლიოს ყველაზე მიუვალ ადგილად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსტაგრამისთვის გარანტირებულად ექსკლუზიურ ფოტოებს გადაიღებთ. ეს ადგილი საუკეთესოა მთაში სიარულის, რაფტინგისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. სასტუმროს ოთახში დაგხვდებათ ბუხარი და აბაზანა ხედებით.
აქ დარჩენა მინიმუმ $500 დაგიჯდებათ.
12. Time + Tide Miavana, მადაგასკარი
კუნძული მადაგასკარი მოზამბიკის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და მოგზაურებს ზღაპრულ სანაპიროებს, მარჯნის რიფებსა და დაუვიწყარ მზიან ამინდებს სთავაზობს. სასტუმროს ტერიტორიაზე 14 ვილაა განთავსებული, საიდანაც ხედები იდოეთის ოკეანეზე გადის.
ერთი ღამით დარჩენის შემთხვევაში $3000-ის გადახდა მოგიწევთ.
13. QT Queenstown, ახალი ზელანდია
თუკი რომელიმე ქვეყანას ინსტაგრამზე დადებული პანორამების რაოდენობის მიხედვით ჯილდოს მივანიჭებთ, ეს ნამდვილად ახალი ზელანდია იქნება. მდინარე ვაკაპიტუსთან მდებარე სასტუმრო QT Queenstown 69 ოთახისგან შედგება და რეგიონში საუკეთესო ხედებით და გემრიელი კერძებით გამოირჩევა.
სასტუმროს ერთი ნომერი $380 ღირს.
14. The Cape, Cabo San Lucas, მეხიკო
ეს ბუტიკ სასტუმრო ლოს კაბოს სანაპიროსთან, სერფერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქედან კარგად მოჩანს კალიფორნიის ყურე და ცნობილი ქვათა წყობა - ელ არკო. სასტუმროში დაგხვდებათ აუზი, საწოლები ღია ცის ქვეშ და ლაუნჯი სახურავზე.
აქ ფასები $499-დან იწყება.
15. Villa Eyrie Resort, კანადა
ბევრის აზრით, ამ სასტუმროდან ხედი მსოფლიოში საუკეთესოა. ერთ-ერთი ნომრიდან დაინახავთ ბაღებს, ტყეებსა და მთებს. ბილიკებს თუ გაუყვებით, ბევრი დასათვალიერებელი ადგილიც შეგხვდებათ და კალორიებსაც დაწვავთ.
სასტუმროში დარჩენის ფასი $430-დან იწყება.
16. Royal Champagne Hotel and Spa, საფრანგეთი
სასტუმრო გადაჰყურებს ოვილიერს, იუნესკოს ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიას (Hautvillers), სადაც ბენედიქტელი მღვდელი, დომ პერენიონი, ცხოვრობდა. მას შამპანურის შექმნაში მიუძღვის წვლილი. როგორც ამბობენ, ამ ადგილს ნაპოლეონ ბონაპარტიც ხშირად სტუმრობდა. ასე რომ, ამ სასტუმროში დასვენებისა და ალკოჰოლის მოსაწრუპად საკმარისი მიზეზები ნამდვილად გაქვთ.
აქ ერთი ღამე $530 დაგიჯდებათ.
17. Belmond Cadogan Hotel, ლონდონი
ამ სასტუმროს შენობაში ერთ დროს ოსკარ ვაილდი ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც სახლის განახლებაში მილიონობით დოლარი დახარჯეს, 1887 წელს აშენებული ნაგებობა 54-ნომრიან საუცხოო სასტუმროდ გადაიქცა, რომელიც კადოგანის ბაღებს გადაჰყურებს. 150-წლოვან ბაღებში დასვენება მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ. აქვე შეიძლება ჩოგბურთის თამაში, პიკნიკის მოწყობა და იმ ხის ძირას ჩამოჯდომა, რომელიც დედოფლის კორონაციის აღსანიშნად 1953 წელს დარგეს.
სასტუროს ფასები $450-დან იწყება.
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე იაფი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები