11 რჩევა სანამ საკუთარ მაღაზიას გახსნით
საკუთარი ბიზნესის დაწყების იდეას ძალიან მარტივად შეიძლება შეესხას ფრთები თუ გაქვთ კარგი ბიზნეს გეგმა, მოტივაცია უნარი და გარკვეული საწყისი კაპიტალი, თუმცა დღეს სტარტაპების ხელშეწყობის არაერთი პროგრამა არსებობს და მხოლოდ მოტივაციითა და ორიგინალური იდეით არის შესაძლებელი ბიზნესის დაწყება.
მათთვის, ვისაც ბიზნესში ფეხის შედგმა მაღაზიის გახსნით უნდა 11 რჩევას მოვუყარეთ თავი:
1. შეარჩიეთ ობიექტის იურიდიული სტატუსი
ეს ყველაზე მარტივია, თუ ახლა იწყებთ ბიზნესს დიდი ალბათობით სააქციო საზოგადოებას არ შექმნით. დარეგისტრირდებით როგორც შპს. დღევანდელი კანონმდებლობით შპს-ს რეგისტრაციას მხოლოდ იუსტიციის სახლში მისვლა და რამდენიმე წუთი სჭირდება. პირადობა და 100 ლარიც დაგჭირდებათ.
2. მოიფიქრეთ მაღაზიის ეფექტური სახელი
ინტერნეტის უკიდეგანობიდან გამომდინარე ისეთი სახელი გჭირდებათ, რომელიც მომხმარებელს მარტივად გააცნობს და დაამახსოვრებს თავს, თან SEO-ს პრინციპებთანაც იმეგობრებს.
ხშირად უყვართ ხოლმე ბიზნესისთვის საკუთარი სახელის ან გვარის დარქმევა, რაც არასწორია. მაგრამ თუ მაინც და მაინც გინდათ, თქვენი პროდუქტი თქვენთან ასოცირდებოდეს, პატარა ხრიკს გასწავლით: მაგალითად, თუ ბოჭორიშვილი ხართ, ნუ დაარქმევთ მაღაზიას უბრალოდ "ბოჭორას" დაარქვით "ბოჭორას სკამები" — მოკლედ, სათაურმა უნდა თქვას რას ყიდით.
3. თქვენს პროდუქტს მომსახურებაც სჭირდება
ზოგიერთი პროდუქტი აუცილებლად საჭიროებს დამატებით მომსახურებას ან ასევე დამატებით - "Minor" პროდუქტებს.
მაგალითად, თუ სახლისთვის შიდა კარებს ყიდით, კარის მონტაჟის სერვისიც რომ გქონდეთ მომხმარებლები ბევრად კმაყოფილი დარჩებიან. საჩუქრების მაღაზია თუ გაქვთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ შეფუთვა, ლუდის მაღაზია თუ გაქვთ იქვე უნდა იყოს "სასუსნაოებიც" და ა.შ. მოკლედ, სანამ მაღაზიას გახსნით, მოიფიქრეთ, როდესაც მომხმარებელი თქვენთან პროდუქტს შეიძენს "იქვე" რა დასჭირდება.
4. მომხმარებლებთან კომუნიკაციის არხები
ყველა გზას, რომელსაც მომხმარებელი თქვენამდე მოჰყავს კომუნიკაციის არხი ჰქვია. არ აქვს მნიშვნელობა რას გაყიდით, თავიდანვე გათვალეთ რა შეიძლება იყოს თქვენი არხები — ინტერნეტ მაღაზია, კატალოგი, ფლაერები, მობილური აპლიკაცია თუ სატელეფონო ზარები მომხმარებელთან.
5. როგორია თქვენი Customer Experience, ანუ მომხმარებლების გამოცდილება
მას შემდეგ, რაც უკვე იცით რა არხებით მიაწოდებთ პროდუქტს თქვენს მომხმარებლებს, უნდა დაიწყოთ ამ პროცესის შეფასებაც. CE მოიცავს ყველაფერს - თქვენს პროდუქტთან/სერვისთან პირველი შეხებიდან, პროდუქტის/სერვისის მიღებით დასრულებული. ყველა ბიზნესი და მომხმარებელი უნიკალურია, შესაბამისად მაღაზიის გახსნამდე მომხმარებლის გამოცდილებაზე ვერ ისაუბრებთ, თუმცა, არსებობს რამდენიმე ზოგადი ფაქტორი, რომელიც ჯობია თქვენთან არ დაფიქსირდეს: დიდხანს არ ალოდინოთ მომხმარებლები; ნუ დაასაქმებთ ისეთ ადამიანებს თქვენთან, ვისაც მომხმარებლების საჭიროებები არ ესმით ან ესმით, მაგრამ უხეშები არიან; არ დააგროვოთ გადაუჭრელი პრობლემები; ზედმეტი ავტომატიზაცია არ ვარგა - ადამიანური ფაქტორი შეინარჩუნეთ; ყველა მომხმარებელს ერთნაირად ნუ მიუდგებით - პერსონალიზაცია მნიშვნელოვანია.
6. მაღაზია სწორ ადგილზე გახსენით
მაღაზია გაამართლებს თუ არა, მის ლოკაციაზე იქნება დამოკიდებული. ყოველი შემთხვევისთვის, როდესაც ერთ "ძალიან მაგარ ადგილს" მიაგნებთ, სხვა "ძალიან მაგარი ადგილებიც" განიხილეთ.
7. შეარჩიეთ პროგრამა მაღაზიისთვის
მაღაზიები ბევრად ეფექტურად მუშაობენ, თუ სავაჭრო პროგრამა სწორად არის შერჩეული. თუ დიდი სავაჭრო ობიექტის გახსნას აპირებთ მაშინ სჯობს შეარჩიოთ ERP სისტემა. პატარა მაღაზიისთვის სრულიად საკმარისია თანამედროვე საბუღალტრო პროგრამები, რომელიც ბუღალტერიასთან ერთად საოპერაციო საქმიანობის აღრიცხვის შესაძლებლობასაც იძლევიან. ასეთი პროგრამები იმდენად მარტივია, რომ სტარტაპების მფლობელები თავიდან თავადაც კი აკეთებენ ხოლმე ოპერაციების აღრიცხვას, თუმცა თუ ექსელის კურსები და ბუღალტერიის შესწავლა ცოტა გეზარებათ, სჯობს ბუღალტერს მიმართოთ.
8. ვინ იქნებიან თქვენი პარტნიორები?
მაღაზია არ იმუშავებს თუ, პროდუქტის ფასი შეუსაბამო იქნება ხარისხთან. ამიტომ თავიდანვე მოიძიეთ ინფორმაცია თქვენი პროდუქტის შესახებ, ვისგან აპირებთ შესყიდვას, რა ფასად და რა იქნება თქვენთვის ოპტიმალური მარჟა. გარდა ამისა მომწოდებლებთან უნდა შეთანხმდეთ: საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დაბრუნების და დაზიანებული პროდუქტის საკითხზე, გადახდის ტიპზე და ვადებზე, კრედიტის თემაზე და ა.შ. მოკლედ, სანდო პარტნიორები უნდა შეარჩიოთ.
9. შექმენით თქვენი მარკეტინგი
სანამ მაღაზიას გახსნით "ხმა გაავრცელეთ", "სიტყვა ჩააგდეთ" სადაც საჭიროა და ა.შ. მოიკვლიეთ სად ეცნობიან სიახლეებს და ზოგადად საიდან იღებენ ინფორმაციას თქვენი პოტენციური მომხმარებლები. შეიძლება ზოგისთვის ეს ფეისბუქი იყოს, სხვებისთვის გაზეთი ან რადიო. როცა "გაიცნობთ" თქვენს აუდიტორიას, ამის შემდეგ დაგეგმეთ მარკეტინგული
კამპანიაც.
10. შეარჩიეთ სწორი პერსონალი
სწორში არ იგულისხმება 10 წლიანი გამოცდილება და 3 დიპლომი. შეარჩიეთ თანამშრომლები რომლებსაც ესმით ადამიანების, ხშირად იღიმიან, არიან გულისხმიერები და საქმის ერთგულები. შემდეგ დააწინაურეთ ასეთი ადამიანები.
11. Soft opening
ანუ სანამ Grand Opening!-ს მოაწყობთ ჯერ უხმაუროდ გახსენით მაღაზია, დაახლოებით ერთი კვირა დაელოდეთ როგორ წავა საქმე, რამე პრობლემა ან შეფერხება ხომ არ გაქვთ, რომელიც მუშაობის პროცესში გამოიკვეთება. მოაგვარეთ და ისე შედგით ფეხი ბიზნეს სამყაროში. პირველი შთაბეჭდილების მეორედ მოხდენის შანსი აღარ გექნებათ.
სულ ეს იყო, თითქოს ახალი არაფერი გვითქვამს, თუმცა კარგი სია მოგიმზადეთ, რომელსაც მაღაზიის გახსნამდე კიდევ ერთხელ უნდა გადაავლოთ თვალი და გაითვალისწინოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები