6-კვირიანი უფასო ონლაინ კურსი AI-ის მუშაობაზე — ფინეთის საშობაო საჩუქარი
ფოტო: Elemens Of Ai
ფინეთი ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპზე ონლაინ კურსს ევროკავშირის ქვეყნებს მათსავე ენაზე უფასოდ ჩუქნის. საშობაო საჩუქარი მხოლოდ EU-ს წევრებს ერგებათ. ამ ეტაპზე სასწავლო კურსი მხოლოდ ხუთ ენაზეა ხელმისაწვდომი — ინგლისურად, შვედურად, ესტონურად, ფინურად და გერმანულად.
თუმცა, კურსის გავლა Elements of AI-ის საიტზე უფასოდ ყველას შეუძლია, ვინც ამ ენიდან ერთი მაინც იცის, ასე რომ სარგებელი იმ ქვეყნების მოსახლეობასაც აქვს, რომლებიც EU-ს წევრი არ არის.
ონლაინ კურსის სტრუქტურა სიმარტივითა, მეგობრული დიზაინით, მოკლე კითხვებითა და ილუსტრაციებით გამოირჩევა. კურსის თითო სექციის შესრულებას 5-დან 10 საათი სჭირდება. მას, ვინც კურსის გავლას დაიწყებს, შეუძლია საკუთარ თავს დედლაინი დაუწესოს, ან სწავლის თავისუფალი გრაფიკი აირჩიოს.
პროგრამა 2018 წელს კომპანია Reaktor-მა ჰელსინკის უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშავა. მისი მიზანი მარტივი იყო — ესწავლებინა ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ფინეთის მოსახლეობის 1%-სთვის. მიზანი რამდენიმე თვეში შესრულდა და ახლა Reaktor-ს სურს, რომ იგივე ევროკავშირის მოქალაქეების 1%-ს ასწავლოს.
ინიციატივის ღირებულება 1 679 000 ევროა და ის ფინეთის ეკონომიკისა და დასაქმების სამინისტრომ დააფინანსა. კურსი სატესტოდ შეიტანეს ფინეთის ქალაქ ტურკუს ციხეშიც, სადაც პატიმრებს ციხის ბიბლიოთეკაში ლეპტოპები და ტაბლეტები დახვდათ. ისინი ეცნობიან სიახლეებს, მეცადინეობენ მათემატიკაში და Elements Of AI-ის კურსს გადიან.
მსოფლიოს მასშტაბით უფასო კურსი 230 000-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა 110 ქვეყნიდან. Reaktor-ის კონსულტანტმა ტექნოლოგიებში მეგან სკეიბლმა სიამაყით გვითხრა, რომ მსოფლიოში კურსის შემსწავლელი სტუდენტების 40% ქალია. რაც შეეხება ასაკობრივ სტატისტიკას, კურსით დაინტერესებულთა 25% 45 წლის და უფრო მაღალი ასაკისაა.
მეგანი, რომელიც ტესტის დიზაინის შექმნაში იყო ჩართული, თავის მოტივაციას ხსნის:
"ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ რამდენიმე ელიტური დეველოპერისთვის და მდიდარი საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს გასაგები".
მისი თქმით, სწორედ არაინფორმირებულობის გამო ჩნდება მითები AI-ის შესახებ:
"კურსი ნებისმიერი ცნობისმოყვარე ადამიანისთვისაა, რომელიც მოტივირებულია და აინტერესებს, როგორ მუშაობს სამყარო. ასაკს, პროფესიას და ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს".
მეგანის თქმით, სურს, რომ უფასო ონლაინ კურსით კონკურენცია გაუწიოს ფეისბუქსა და ნეტფლიქსს და ინტერნეტმომხმარებლები იმით დააინტერესოს, რისი ცოდნაც ახლო მომავალში მთელ მსოფლიოს დასჭირდება.
კურსდამთავრებულების თქმით, დედლაინის დაწესებამ მათი მოტივაცია გაზარდა. 9%-ის თქმით, ონლაინ კურსი სახლიდან სამსახურამდე გზაში გაიარეს, 37%-მა შაბათ-კვირას და საღამოებზე. ხოლო 50%-ის თქმით, თუ განათლებას 20-დან 50 წუთამდე უთმობდნენ, ინტერესი უმძაფრდებოდათ.
Elements Of Ai-ის გავლას რომელიმე პროგრამული ენის ცოდნა არ სჭირდება. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები ჰელსინკის უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ. მეგანის სიტყვებით, კურსის ევროკავშირის უნივერსიტეტებში ჩაშვება იგეგმება და მისი არჩევისა და გავლის შემდეგ სტუდენტები კრედიტებს მიიღებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები