სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ
ფოტო: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადასცეს. საზეიმო ღონისძიებაზე ხუთიდან 4 გამარჯვებული რეგიონიდან ჩამოვიდა. მოგებული ბილეთების მფლობელებს მაგნიტის წარმომადგენლებმა და გათამაშების წამყვანმა დუტა სხირტლაძემ უმასპინძლეს.
iPhone XS, 2000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, 4 კაციანი საგზური ევროპაში, 2019 წლის ავტომობილი Toyota Camry და თბილისში მდებარე ოროთახიანი ბინა უკვე გამარჯვებულების მფლობელობაშია. საზეიმო ღონისძიების შემდეგ მაგნიტის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად ტორტიც გაჭრეს და გამარჯვება აღნიშნეს.
"მაგნიტის გათამაშების 30 ბილეთი მქონდა, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ მოვიგებდი. მაშინაც ვერ ვიჯერებდი, როცა დუტამ დამირეკა და მითხრა, გათამაშებიდან გირეკავო. ისე გამიკვირდა, იმ მომენტში ემოცია საერთოდ ვერ გამოვხატე. ძალიან გახარებული ვარ", — ამბობს კახა მღებრიშვილი, რომელმაც მაგნიტის წამახალისებელ გათამაშებაში ავტომობილი მოიგო.
"მაგნიტში საკმაოდ ხშირად დავდივარ, ამიტომ 300 ბილეთზე მეტი შემიგროვდა. არასდროს არაფერი მომიგია, ამიტომ დუტამ რომ დამირეკა, მაშინაც კი არ მეგონა, რომ რამე მოვიგე. საოცარი შეგრძნებაა, ყველას ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს", —ამბობს ოროთახიანი ბინის მფლობელი ალექსანდრე პავლიაშვილი.
მაგნიტის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში დუტა სხირტლაძემ გამოავლინა. წამყვანი გამარჯვებული ბილეთების მფლობელებს ეთერიდან დაუკავშირდა და მათ დაფაზე განთავსებული კონვერტებიდან ერთ-ერთის ამორჩევა სთხოვა. სწორედ ასე გამოვლინდნენ 5 სხვადასხვა საჩუქრის მფლობელები.
გათამაშების ბილეთების გაცემა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტის ყველა ფილიალში 15 სექტემბერს დაიწყო. ყოველი მომხმარებელი, დახარჯულ ათ ლარზე გათამაშების თითო ბილეთს იღებდა. გათამაშების ბილეთების მიღება მაგნიტის მომხმარებლებს 9 დეკემბრის ჩათვლით შეეძლოთ. 14 დეკემბერს კი 4 მილიონამდე ბილეთი დოლურაში მოათავსეს და იღბლიანი მომხმარებლები გამოავლინეს.
მაგნიტის წარმომადგენლების თქმით, კომპანია მომხმარებელს მომავალშიც უამრავ სიურპრიზსა და წამახალისებელ გათამაშებას შესთავაზებს.
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მაგნიტი პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით მაგნიტს 200-მდე ფილიალი აქვს და 4000-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები