მამუკა მდინარაძე

21 Dec. 2019, 20:49

იმის მიუხედავად, რომ მოცლილი ხალხისთვის (სხვა საქმე ვისაც არ აქვს) არაავთენტური ანგარიშების დარეპორტება და გაუქმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, დღეს facebook-ში ზეიმი აქვთ ნაცებს, მათ ბოტებს და ტროლებს, ოცნების ბოტები და ტროლები გააუქმესო.

სინამდვილეში, ქართულ ოცნებას ნაც.მოძრაობის და მისი სატელიტებისგან განსხვავებით, მხარს ბოტები და ვირტუალური ადამიანები კი არ უჭერენ, არამედ ნამდვილები. ნამდვილები, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს მოერევა და ვერავინ ვერასდროს გააუქმებს!

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე Facebook-ის მიერ ასეულობით გვერდის წაშლას, რომლებიც კომპანიის განცხადებით მმართველ გუნდთან იყვნენ დაკავშირებული და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. სტილი დაცულია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…