გასაკვირია არა დეზინფორმაცია, არამედ, დემოკრატიაში მთავრობის მიერ მოსახლეობის მანიპულირება — გრამ ბრუკი
ფოტო: VOA
20 დეკემბერს, ფეისბუქმა საქართველოში საკუთარი ძირითადი პლატფორმიდან ფეისბუქის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა.
სოციალური ქსელი აცხადებს, რომ ეს ანგარიშები ადგილობრივ აუდიტორიაზე იყო ფოკუსირებული და საქართველოში იყო შექმნილი. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედია საშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ საკუთარი ვინაობა და [ერთმანეთთან] კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ ისინი სარეკლამო სააგენტო პანდასთან და ქართული ოცნების მიერ მართულ მთავრობასთან დააკავშირა", — ნათქვამია განცხადებაში.
გაუქმებულ გვერდებს შორის, სულ ცოტა, ერთს 442 300 მიმდევარი ჰყავდა, გაუქმებულ ჯგუფებთაგან ერთს ან მეტს კი დაახლოებით 52 ათასი წევრი. ინსტაგრამზე გაუქმებული ანგარიშებიდან ერთს ან მეტს 2 100 მიმდევარი ჰყავდა. ორივე პლატფორმაზე მასალების რეკლამირებაში, დაახლოებით, 316 ათასი დოლარი დაიხარჯა.
ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) ფეისბუქის გამოძიების პარალელურად საკუთარი კვლევა ჩაატარა. DFRLab-ს თავდაპირველად საქართველოში ორგანიზებული საეჭვო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქმა მიაწოდა.
ლაბორატორიის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გაუქმებული ვებგვერდები ქართულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ავრცელებდა "დამაპირისპირებელ სოციო-პოლიტიკურ შინაარსს, რომელიც ივანიშვილს და მთავრობაში მის მოკავშირეებს უჭერდა მხარს და ცდილობდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი, შეერთებული შტატების დისკრედიტაციას".
ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის დირექტორი გრამ ბრუკი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ფეისბუქმა და DFRLab-მა საქართველოში ეჭვმიტანილი კოორდინირებული და არაავთენტური ოპერაციების გამოძიება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს. ციფრულმა ლაბორატორიამ, დაახლოებით, 260 ჯგუფი და გვერდი შეისწავლა, რაშიც პერსონალური ანგარიშები არ შედიოდა.
"ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია", — თქვა ბრუკიმ.
DFRLab-ისგან განსხვავებით, ფეისბუქი გამოძიებას გაცილებით დეტალურად და არა მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით, არამედ შიდა-ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით აწარმოებს. ციფრულმა ლაბორატორიამ მთავრობის ნარატივების გამავრცელებელი კოორდინირებული ოპერაცია, ინფორმაციის მომხმარებლის პერსპექტივიდან გამოავლინა. ფეისბუქის გამოძიება კი თავად პლატფორმაზე ტექნიკური შიდა რესურსების გამოყენებით მოხდა. ამ შიდა მოძიებით ფეისბუქმა დაადგინა, რომ ქსელის ოპერაცია უშუალოდ ქართული ოცნების მთავრობას და მთავრობის მიერ დაქირავებულ სარეკლამო სააგენტო პანდას უკავშირდებოდა.
"ფეისბუქს აქვს საშუალება ნახოს თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფებში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ჩვენ ფეისბუქის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე", — თქვა ბრუკიმ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავრობების ან პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიებით მანიპულირება წელს 70 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. 2018 წელს მსგავსი ოპერაციები 48 ქვეყანაში დაფიქსირდა, 2017 წელს კი - 28-ში.
ბოლო ორ წელში, მთავრობების რაოდენობა, რომლებიც ორგანიზებულად აწარმოებენ საინფორმაციო მანიპულაციას, თითქმის გასამმაგდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეზინფორმაციის კამპანიები უჩვეულო, რა თქმა უნდა, არ არის. თუმცა, საქართველო, როგორც დემოკრატიად მიჩნეული ქვეყანა, განსხვავებულ პოზიციაშია.
"რუსეთის მთავრობისთვის ეს მეთოდი ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. რუსულ მოდელში მთავრობა ძალით ცდილობს საკუთარი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას საინფორმაციო სივრცეში თავისი ნარატივების აქტიური გავრცელებით. ეს არ არის ღია და თავისუფალი საზოგადოება", — თქვა ბრუკმა.
საქართველოსთან დაკავშირებით კი დასძინა, რომ "ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება", — თქვა მან.
დეზინფორმაციის და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების შემთხვევები სოციალური მედიის გავლენის გაზრდასთან ერთად მისი თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ შორის ფეისბუქი ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანების მანიპულირების მიზნით. ასევე ხშირია ფეისბუქის კრიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატიული მთავრობების მიერ, რომლებიც აცხადებენ, რომ სოციალური ქსელი ადეკვატურად არ იცავს მომხმარებელს საინფორმაციო გავლენებისგან. კომპანია ამ ტენდენციის შეცვლას ცდილობს.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში ფეისბუქმა თქვა, კომპანიის "ჯგუფები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პროაქტიულად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენი პლატფორმები ბოროტად გამოიყენონ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ინდუსტრიაში ჩვენს კოლეგებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების მკვლევარებთან ამ ოპერაციების საპოვნელად და გასაუქმებლად."
ფეისბუქის პრაქტიკა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კოორდინირებული ნარატივების გავრცელებაზე დაკვირვება გაგრძელდება. ისევე როგორც 20 დეკემბრის შემთხვევაში, მომავალშიც პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა. არაავთენტურ დეზინფორმაციას, რომელიც საინფორმაციო სივრცეში ფარული გზებით და მოტყუებით მომხმარებლის მანიპულირებას ცდილობს, ჯერ ფეისბუქის ავტომატიზირებული სისტემა გამოავლენს, რის შემდეგაც პროცესში ადამიანების ჯგუფი ჩაერთვება. ფეისბუქის მსგავსად, DFRLab აცხადებს, რომ საქართველოში დეზინფორმაციაზე დაკვირვებას და მის გამოძიებას გააგრძელებს.
ოქსფორდის კვლევის თანახმად, საქართველო "კიბერ-ჯარისკაცების" შესაძლებლობების თვალსაზრისით, საშუალო დონის ქვეყანაა. ამავე კატეგორიაში შედის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი, პაკისტანი, სუდანი, ბაჰრეინი, კუბა, გვატემალა და კიდევ რამდენიმე სხვა. უმაღლესი შესაძლებლობების მქონე ზოგიერთი ქვეყანა კი რუსეთ, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები შედის.
კიბერ-ჯარისკაცების საქმიანობაში რამდენიმე მკაფიოდ გამოკვეთილი საქმიანობა შედის. ესენია მთავრობის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება, ოპოზიციაზე თავდასხმა ან ოპონენტების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიის წარმართვა, მნიშვნელოვანი თემებიდან ან კრიტიკიდან საზოგადოების ყურადღების სხვაგან გადატანა, და საზოგადოების დაყოფისა და პოლარიზაციის ორგანიზება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები