8 საუკეთესო საუნდტრეკი სერიალებიდან
რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ამერიკულ ტელესერიალებს არ უყურებს. ე.წ. ტელევიზიის ოქროს ხანამ იმდენი ქნა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო მიაჯაჭვა ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანებს.
სერიალების პროდაქშენზე ასობით მილიონი დოლარი იხარჯება და რამდენიმე მათგანი ისეთ მასშტაბებზეა გასული, რომ ჰოლივუდს არც კი დაესიზმრება.
გარდა პროდაქშენისა და სხვა ელემენტებისა, ცხადია, დიდი როლი აკისრია მუსიკას, რომელიც სერიალებში, ისევე როგორც ფილმებში, ატმოსფეროს ქმნის და მაყურებელს კიდევ უფრო ჩართულს ხდის. წარმოგიდგენთ 8, ჩემი აზრით, საუკეთესო საუნდტრეკს სერიალებიდან:
1. Lost - Michael Giacchino
ამერიკული ტელესერიალების აღმასვლა დაკარგულებამდე ბევრად ადრე დაიწყო, მაგრამ ჯეი ჯეი აბრამსის სერიალი სულ სხვა დონეს სთავაზობდა მაყურებელს. Lost-მა გზა ძალიან ბევრ პროექტს გაუხსნა და ტელეპროდიუსერებს, არხებისა და სტუდიების ხელმძღვანელებს აჩვენა, რომ ტელევიზიას განუსაზღვრელი შესაძლებლობა აქვს. ეს დრამა პირველ რიგში ადამიანებზეა და არა კუნძულზე. სერიები სავსეა ემოციური მომენტებით, რომლებშიც ხშირად ჩანს პერსონაჟთა მორალური დილემები და ამ დილემების შედეგად განვითარებული თვისებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნაკლებად ემოციური იქნებოდა მაიკლ ჯიაკინოს გენიალური მუსიკის გარეშე.
2. The Leftovers - Max Richter
არ მომერიდება და ვიტყვი, რომ Six Feet Under-ის შემდეგ ასეთი ძლიერი დრამა ტელევიზიას არ ღირსებია. აქაც იმავეს ვიტყვი: ამ სერიალში მთავარი არ არის მითოლოგია - ანუ ის, რომ ერთ დღეს დედამიწაზე 144 მილიონი ადამიანი უკვალოდ გაქრა (ეს სპოილერი არ არის, იმიტომ რომ სერიალი ამ ამბით იწყება). The Leftovers მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ებრძვიან მარტოობას, ამოუხსნელ ბუნებრივ მოვლენებს, თუნდაც სიკვდილს. მათ არ იციან, ღმერთს მართლა საუკეთესოები უნდა თავისთვის, თუ უბრალოდ ყველანი შემთხვევითობის პრინციპით მივდივართ იმქვეყნად. აქ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ თავს, იჭედებიან ეგზისტენციალურ ჩიხში. შოუს ყოველი სერია სავსეა ემოციებით, რომელიც აუცილებლად გადმოგედებათ, თქვენც დაიძაბებით, თქვენც ინერვიულებთ, გაბრაზდებით, დასევდიანდებით და სერიის დასასრულს ისევე მოგეშვებათ გულზე, როგორც პერსონაჟებს. ამ ყველაფერს კი იდეალურად ერწყმის მაქს რიხტერის გენიალური მუსიკა.
3. Game of Thrones - Ramin Djiwadi
მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს სერიალი რამინ ჯივადის მუსიკის გარეშე ისეთი ეპიკური ვერ იქნებოდა, როგორიც ახლა არის. ყოველი სახლის, რეგიონის, მოვლენისა და პერსონაჟის ამოცნობა შეიძლება მუსიკით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანმა შექმნა Rains of Castamere-ის მუსიკა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ლანისტერების ხასიათს.
4. Transparent - Dustin O'Halloran
კიდევ ერთი ოჯახური დრამა, რომელიც ლოს ანჯელესში მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. 70 წელს მიღწეული სამი შვილის მამა, მორტ პფეფერმანი, ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს, რომ თავისი იდენტობა აღარ უნდა დამალოს და თავის ოჯახს და დანარჩენ სამყაროს გაუმხელს, რომ ტრანსგენდერი ქალია. სერიალი სხვადასხვა სიმღერებითაა გაფორმებული, მაგრამ ქუდის მუსიკა, ერთ-ერთი საუკეთესოა სერიალების საუნდტრეკებს შორის.
5. Fargo - Jeff Russo
კოენების საუკეთესო ტრადიციებში შესრულებული, შავი იუმორითა და სატირით გაჯერებული სერიალი, რომელიც სხვა მუსიკით უბრალოდ წარმოუდგენელია. ხანდახან ჯეფ რუსის მიერ შექმნილ გენიალურ მუსიკაში ფილმ ფარგოს ორიგინალურ საუნდტრეკსაც მოჰკრავთ ყურს, რომელიც სერიალს თავის წინაპართან აახლოებს.
6. Sherlock - David Arnold, Michael Price
ეს მუსიკა ერთდროულად ეპიკურიც არის და შერლოკისთვის შესაფერისი ცელქი ხასიათიც აქვს.
7. ჩემი ცოლის დაქალები - ნიკა ჩოხელი
ნიკა ჩოხელი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო და ნიჭიერი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც სერიალის საუნდტრეკს ამ ჟანრის საუკეთესო ტრადიციების დაცვით ქმნის. ჩემი ცოლის დაქალებისთვის შექმნილი მისი მუსიკა ძირითადი თემის ელემენტებს ყოველთვის შეიცავს, ხოლო რამდენიმე პერსონაჟს საკუთარი "თემაც" კი აქვს.
8. Stranger Things - Kyle Dixon, Michael Stein
თუ ისე მოხდა, რომ ამ სერიალზე ჯერ არაფერი გსმენიათ, მაშინ ჩვენი დაწერილი უამრავი სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ - აქედან დაიწყეთ: გადადეთ ყველა საქმე და უყურეთ ახალ სერიალს — Stranger Things. რაც შეეხება საუნდტრეკს, ის საუკეთესოდ პასუხობს სერიალის თემასა და ატმოსფეროს: 80-იანი წლების პატარა ქალაქსა და ამოუხსნელ ამბებს, რომლებიც ამ ქალაქში ვითარდება. მელოდია რამდენადაც დაძაბულია, იმდენად სასიამოვნო მოსასმენია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

დისკუსია: რომელ საუნდტრეკს დაამატებდით ამ სიას?