NGO-ები: 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად 212 დასაქმებული დაიღუპა
ფოტო: Shutterstock
არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების გაერთიანება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაღუპვის შემთხვევებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების საჭიროების გარდა, შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობა უმნიშვნელოვანესია" - აცხადებენ არასამთავრობოები.
ხელმომწერი ორგანიზაციები საწარმოო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაჩვენებელს საგანგაშოდ აფასებენ და ამას უკავშირებენ დასაქმებულთა უფლებების დარღვევასა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ შრომის პოლიტიკის არაეფექტიანობას:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული
დასახელებული სტატისტიკა, დასაქმებულთა შრომით უფლებების დარღვევის ერთ-ერთი თუმცა, არა ერთადერთი ინდიკატორია. შრომითი უფლების შელახვის მასშტაბს და პრაქტიკას, ასევე ადასტურებს დასაქმებულთა პროტესტების და გაფიცვების რაოდენობა და მათი მოთხოვნების შინაარსი, რაც უმეტესად ბაზისური, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობების შექმნის მოთხოვნაში გამოიხატება".
ორგანიზაციები ხაზს უსმევენ იმ ფაქტსაც, რომ ღირსეული შრომის პირობების გარანტირება და ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ერთ-ერთი ვალდებულებაა.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს:
უზრუნველყონ სამუშაო ადგილებზე, საწარმოო პროცესში, დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების სწრაფი, ეფექტური გამოძიება და საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ;
საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:
შრომითი უფლების დარღვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც გაითვალისწინებს მისი ქმედითობის აუცილებელ ბერკეტებს, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლებამოსილებას, შრომითი უფლებების სრული სპექტრის შემოწმების მანდატს, შრომის უფლებების დარღვევების პრევენციისა და მათი აღმოფხვრის ეფექტურ აღსრულებით მექანიზმებსა და სათანადო ფინანსურ/ ადმინისტრაციულ რესურსებს.
საქართველომ მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) #81, #129, #155, #C176 კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის რატიფიცირება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
- საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები