თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ფოტო: On.ge
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მერის მოადგილის თქმით, ბიუჯეტის მოცულობა 1 მილიარდ 21 მილიონ 400 ათასი ლარია.
"ვფიქრობ 2020 წლის ბიუჯეტი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. ისტორიულ ნიშნულსაც კი აღწევს, ამხელა ბიუჯეტი დედაქალაქს არასდროს არ ჰქონია", — განაცხადა ქალაქის მერმა.
დღევანდელ სხდომას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა. ისინი ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ პროტექტით ადმინისტრაციული ხარჯები და საშტატო ერთეულები იზრდება, რასაც კალაძე უარყოფს.
რა იგეგმება 2020 წლის ბიუჯეტით
ვიცე-მერის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთის დამატების შემდეგ 1 მილიარდ 100 მლნ ლარს გადააჭარბებს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემოსავლების გადაჭარბებით. მისივე თქმით, ბიუჯეტს სესხებისა და გრანტების სახით დაემატება ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარი.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 431 მლნ 90 370 ლარი, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 317 მლნ 593 121 ლარი.
ვიცე-მერის თქმით, ამ ბიუჯეტით იგეგმება ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მისამართის რეაბილიტაციის დასრულება; გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია; ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ჯორჯაძის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაცია; მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ორი შენობის რეაბილიტაცია; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის დაწყება; დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 17 მლნ ლარია გათვალისწინებული.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართულებით, იგეგმება მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულება; ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება; გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება; ქეთევან წამებულის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია; უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე არსებული ხიდის მშენებლობის დაწყება; ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.
გარდა ამისა, ხმალაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით, დაგეგმილია ვარკეთილისა და დიდი დიღმის მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის დასრულება; ლილოს დასახლებაში, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე საცურაო აუზის მშენებლობა; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტის გაგრძელება, რომლისთვისაც დაახლოებით, 12 მლნ ლარია გამოყოფილი; EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტი დამატებით, მეტროს 10 ახალ მატარებელს შეისყიდის; 12 მლნ ლარი თემქის ხევის, ვაკის პარკისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები