ჩვენი 10 სტატია, რომელიც 2019 წელს ყველაზე ხშირად გააზიარეს
ფოტო: Jessica Noble
წლის ბოლოს გადავწყვიტეთ ის სტატიები გვეჩვენებინა, რომლებიც ყველაზე ხშირად მოხვდა თქვენს კედლებზე. წარმოგიდგენთ On.ge-ის 2019 წლის ყველაზე გაზიარებად 10 სტატიას:
1. პუტინის გინების გამო ჯგუფი Ласковый май საქართველოში ჩამოსვლაზე სამუდამოდ უარს ამბობს / 26 671 გაზიარება
ფოტო: ТАСС
ივლისის დასაწყისში, ჯგუფმა Ласковый май საქართველოში გასტროლებზე სამუდამოდ უარი თქვა. ამ რუსული ჯგუფის ქართველმა ფანებმა, თუ ასეთები არსებობენ, პასუხი გიორგი გაბუნიას უნდა მოსთხოვონ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.
2. ტესტი: ხარ თუ არა სამზარეულოში შესაშვები? / 26 087 გაზიარება
ფოტო: Warner Bros
როცა სამზარეულოს ომებისთვის ეს ქვიზი გავაკეთეთ, მის ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდით. თან, ვეცადეთ, რომ გათვლა პროფესიონალებზე გვქონოდა და არა იმათზე, ვინც არაჩვეულებრივ ომლეტს აკეთებს.
3. ქუთაისის მე-14 სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადაიხადეს და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ / 20 841 გაზიარება
ფოტო: ნონა ჩუბინიძე / Facebook
წელს ყველას დაამახსოვრეს თავი ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს, რომ ბანკეტის ჩატარების ნაცვლად ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარები გაეხარებინათ.
4. ტრავმირებულ ზღარბს აგრარულის კლინიკაში პაწაწინა ფიქსატორით მკურნალობენ / 17 061 გაზიარება
ფოტო: ანა ლუკიანოვა / საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა
ბადარა ზღარბის ამბავი გულთან აგრარული კლინიკის თანამშრომლებმა და თითქმის მთელმა საქართველომ მიიტანა.
5. ელოდეთ კარგად დავიწყებულ ძველ სახეებსაც — ჩემი ცოლის დაქალები 8 მარტს ბრუნდება / 16 706 გაზიარება
ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები / ფორმულა კრეატივი
სერიალის წინა, მეთხუთმეტე სეზონს ჩვენი მკითხველი და შოუს მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. სწორედ ამ სეზონში დაბრუნდა სერიალში ცოტნე ცოტაშვილი, იგივე გიორგი ბახუტაშვილი.
6. ნათელაშვილი: წმინდა ნინოს რომ სცოდნოდა, ზურაბიშვილი მის გზას დაადგებოდა, აღარ ჩამოვიდოდა / 16 294 გაზიარება
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას იქამდე გამოეხმაურა, სანამ საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზას მართლაც გაივლიდა.
7. ფორმულა კრეატივის ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება მოიპოვა / 14 490 გაზიარება
წელს საქართველოში ტელე-მედიების რაოდენობამ იმატა, რასაც ქართული საზოგადოება როგორც ჩანს დიდი ინტერესით შეხვდა.
8. ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ფინალზე ისტორიული ოქრო მოიპოვეს / 12 845 გაზიარება
ფოტო: Grand Prix Final
წლის ბოლოს ქართველმა წყვილმა, გიორგი რევიამ და მარია კოზაკოვამ გვასახელეს და ქალაქ ტურინში ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ოქროს მედლები მოიპოვეს. მათ უინიორების კატეგორიაში ამერიკელ და რუს მეტოქეებს აჯობეს. როგორც ხედავთ, უკვე ჰაეროვან სპორტის სახეობებში მიღწეული წარმატებებითაც ვამაყობთ.
9. ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია / 12 707 გაზიარება
ფოტო: საქართველოს მთავრობა
28 დეკემბერს, 48-დღიანი პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ახალ წლამდე სამი დღით ადრე ეს ამბავი ქართველი ექიმის უამრავმა მხარდამჭერმა სიამაყით გააზიარა თავის კედელზე.
10. საქართველოს კინოთეატრებმა რუსულად გახმოვანებული ფილმების ჩვენება შეწყვიტეს / 12 182 გაზიარება
ფოტო: ქუთაისის მერია
23 ივნისიდან, საქართველოს კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული ფილმები აღარ გადის. კინოსეანსები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები