გირჩი: ჩვენ ვიქნებით სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში
ფოტო: On.ge
"ჩვენ ვიქნებით სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში", - ამ განცხადებას გირჩი რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ წერილში აკეთებს და განმარტავს, თუ რატომ შეიქმნა, რა შეცდომები დაუშვა უკანასკნელი თვეების განმავლობაში და რას აპირებს სამომავლოდ.
პარტია ამბობს, რომ ის პირველ სრულად ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაიქცევა, რომელსაც თავის მხარდამჭერებთან კომუნიკაცია Facebook-ის მეშვეობით ექნებათ:
"არასოდეს ვიქნებით Offline და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ იქნება Public. ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, როგორ ანადგურებთ საკუთარი შვილების მომავალს იმით, რომ მხარს უჭერთ თავისუფლების შეზღუდვას ამა თუ იმ მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ რამდენად პირდაპირ კავშირშია თქვენი სიღარიბეში ცხოვრება ქვეყანაში თავისუფლების ნაკლებობასთან. ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ბრძოლაში ვიქნებით გაცილებით რადიკალურები, გაცილებით თავისუფლები, გაცილებით რთულად ასატანები ბევრი თქვენგანისთვის. ჩვენ ვიქნებით სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში".
გირჩი ამბობს, რომ მისი მთავარი ტაქტიკური შეცდომა პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის პარლამენტში გაყვანის აუცილებლობის შესახებ მოსაზრება, საპარლამენტო ტრიბუნის, როგორც ინსტრუმენტის შენარჩუნებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება იყო. ამასთან გირჩი განმარტავს, რომ მისი მიერ ტრადიციული პოლიტიკური თამაშის წამოწყება ასევე შეცდომა იყო, რამაც შედეგად სხვა პარტიებთან გაერთიანება მოუტანა:
"მთავარი შინაარსობრივი შეცდომა იყო ძირითადი პრობლემის ვერ დანახვა - ჩვენი მთავარი კონკურენტი იყო არა პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოების ერთი ნახევრის მითოლოგიური წარმოდგენების ნაკრები და მეორე ნახევრის პოლიტიკური ცხოვრებისადმი ობიექტური ნიჰილიზმი, რაშიც ჩვენ შეცდომებსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი. რიგით მოქალაქეებს, ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს არასოდეს უფიქრია, რა არის აუცილებელი ქვეყნის განვითარებისა და ადამიანის ბედნიერებისთვის".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები