ერის დეპრესია მხოლოდ მტრებს თუ გაახარებს — სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვა
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულაცა. გთავაზობთ მის ტექსტს უცვლელი სახით.
"ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და სიმშვიდეს თქვენს ოჯახებსა და ქვეყანაში!
2019 წელი დასრულდა ჩვენი ერთიანობით და ამ ერთიანობით მიღწეული შედეგით! ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითი გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ ყველაფრის მიუხედავად; დაძაბულობისა თუ პოლარიზაციის მიუხედავად, რომელიც ასე გვთრგუნავს, მაინც შევძელით საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს ის მოვლენაა, რომელზეც ამ ახალ წელს უნდა დავფიქრდეთდა დავიჯეროთ, რომ სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია!
2019 წელს დაგვაკლდა სიმშვიდე; დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე. მაგრამ ეს წელი მთავრდება იმედითა და სიხარულით!
ჩვენ, ასევე, გავერთიანდით პატარა ანიტას გარშემო. ამ ერთიანობას ცნობიერებაში დადებითი მუხტი შემოაქვს. გარკვეული ძალები - ქვეყანაში თუ მის გარეთ - ცდილობდნენ და ალბათ, კიდევ ეცდებიან, ეჭვი შემოიტანონ ჩვენს ღირსებაში,შემართებაში და, საერთოდ, ჩვენს შესაძლებლობებში.
ერის დეპრესია მხოლოდ მტრებს თუ გაახარებს.
ჩვენ შეგვიძლია, გავფანტოთ სიძულვილის, ღვარძლის შავი ღრუბელი დ მოვახდინოთ ჩვენი ენერგიის მობილიზება ქვეყნის აღმშენებლობისთვის!
დღეს მსოფლიო დიდ რყევებს განიცდის; ჩვენი რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სტაბილური, მშვიდობიანი და ძლიერი საქართველო გვჭირდება ყველას და სჭირდება თუნდაც მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენი დასუსტებითა და გახლეჩით, ან - ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით მიზანს უფრო იოლად მიაღწევს.
ვისურვებ, რომ დამდეგი ახალი წელი იყოს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილისა და დამცირების ენის გამოყენებისგან, რამეთუ ეს უარყოფითი ენერგია უკვე საკმარისად დაგვიბრუნდა.
ვისურვებ, რომ 2020 წელი იყოს არაადამიანთა გატაცებების წელი, არამედ გაიხსნას გამშვები პუნქტები და არ შეფერხდეს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის გამთლიანებამდე.
დგება ახალი წელი და ჩვენ გვაქვს საფუძველი საიმისოდ, რომ მას შემართებით დავხვდეთ:
2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან ათასზე მეტი მედალი ჩამოიტანეს. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში დიდი წარმატებები გველოდება.
ქართველი ახალგაზრდები, სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები ჩვენი ერის უნიკალურ კულტურულ და სამეცნიერო პოტენციალს წარმოაჩენენ. მთელი მსოფლიო გაოცებული უყურებს, რა შემოქმედებითი ენერგია დევს ამ პატარა ერში. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ აქ, საქართველოში მთლიანად გავითავისოთ ამ ეროვნული ენერგიის ძალა და ფასი.
ჩვენ გვაქვს რწმენა საქართველოს თავდაცვის ძალების, ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც თავდადებითა და პროფესიონალიზმით ქვეყანას აძლიერებენ, უცხოეთში კი ასეთივე თავდადებითა და პროფესიონალიზმით გვასახელებენ!
ახალ წელს გილოცავთ ყველას - ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოდან შორს საქართველოს სახელი გააქვთ!
დაბოლოს, მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი ვაჟა ექიმს, რომელიც თავის ოჯახს დაუბრუნდა და გამოჯანმრთელებავუსურვო პატარა ანიტას და ცოტნე გამსახურდიას!
გისურვებთ, გვეცხოვროს გაერთიანებულ, გამთლიანებულ საქართველოში!
გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, სიმშვიდეს, ბედნიერ, წარმატებულ და ხალისიან წელიწადს!"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები