როგორ ეხმარებიან ცნობილი ადამიანები ავსტრალიას ხანძართან ბრძოლაში
ფოტო: Getty / MATT BARON
2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ავსტრალიის კონტინენტზე ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ხანძარი მძვინვარებს, რომელმაც უკვე 6 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა.
ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე ფატალურია მისი შედეგებიც: დაიწვა ათასობით საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 20-მდე ადამიანი და ემსხვერპლა ნახევარი მილიარდი ცხოველი, მათ შორის ენდემური, იშვიათი სახეობები.
მართალია საკმაოდ გვიან, მაგრამ ამ ფაქტმა მაინც მიიქცია მთელი მსოფლიოს ყურადღება და რიგითი მოქალაქეები თუ გავლენიანი სახეები ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ხანძართან ბრძოლაში.
მაგალითად, 5 იანვარს გამართულ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე მსახიობმა ქეით ბლანშეტმა ეს მოვლენა გამოიყენა იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიექცია ყურადღება ავსტრალიაში მიმდინარე მოვლენებისთვის:
"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ მოხალისე მეხანძრეებს, რომლებიც ხანძარის ეპიცენტრში ავსტრალიის თავს დამტყდარ ამ კატასტროფას ებრძვიან. რაღა თქმა უნდა, როცა ერთი ქვეყანა სტიქიური უბედურების პირისპირაა, ეს ყველას გვეხება და მის წინააღმდეგაც ერთად უნდა ვიყოთ, ამიტომაც დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ", — განაცხადა ავსტრალიური წარმოშობის მსახიობმა პირდაპირ ეთერში.
ასევე ავსტრალიური წარმოშობის ცნობილმა მსახიობმა, მარგო რობიმ, რომელსაც ინსტაგრამის პირად გვერდზე 17.6 მილიონი გამომწერი ჰყავს, სპეციალური ვიდეოთი მოუწოდა გულშემატკივრებს, რომ ავსტრალიის ხანძრის საწინააღმდეგოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის იმდენი თანხა გაეღოთ, რამდენიც შეეძლოთ:
"გთხოვთ, თუ აქამდე შემოწირულობა არ გაგიციათ, არ დაინანოთ და ამით მომავალ თაობებს ისეთი ბედნიერი ბავშვობის ქონის შესაძლებლობას მისცემთ, როგორიც მე მქონდა".
ოსკაროსანმა მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმა ასევე ინსტაგრამის პირადი გვერდის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ თავის ქმართან, მომღერალ კეიტ ურბანთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციებს უკვე გადაურიცხა $500 000 და სხვებსაც დახმარებისკენ მოუწოდა.
ავსტრალიასთან ახლოს, ახალ ზელანდიაში დაბადებულმა რასელ ქროუმ კი ხანძართან მებრძოლ ორგანიზაციას $105 000 ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადასცა.
საჯარო კამპანიას შეუერთდა მომღერალი სელენა გომესიც, რომელმაც ტვიტერის პირად ანგარიშზე დაწერა, რომ შემოწირულობის სახით თანხა გაიღო და სხვებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.
სიდნეიში სულ ცოტა ხნის წინ გამართულ კონცერტზე ლეგენდარულმა შემსრულებელმა, ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ ხანძრთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო:
"ჩვენ უნდა დავაფასოთ იმ მეხანძრეების შრომა, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან".
1 მილიონი დოლარი გადარიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში მსახიობმა კრის ჰემსვორტმაც, რომელმაც ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ახლა დახმარების სახით გაღებული თითოეული დოლარიც კი ავსტრალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
"ეს თანხა იმ ადამიანებს გადაერიცხებათ, რომლებიც ხანძარს წინა ხაზზე ებრძვიან და ასევე მოსახლეობას, რომელიც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა".
"თავზარდაცემული ვარ იმის შემხედვარე, თუ რა ხდება ამჟამად ავსტრალიაში. $500 000 გადავურიცხე ადგილობრივ მეხანძრეებს, რათა ამ ხანძართან გამკლავება მოახერხონ", — დაწერა ტვიტერის პირად ანგარიშზე მომღერალმა პინკმა.
გავლენიან ადამიანებთან ერთად ნაკლებად ცნობილი პიროვნებებიც ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ავსტრალიის ხანძართან ბრძოლაში. მაგალითად, 20 წლის ინსტაგრამის მოდელმა, კეილინ უორდმა ერთი შეხედვით უჩვეულო საშუალებით, საკუთარი შიშველი ფოტოების სანაცვლოდ საქველმოქედო ორგანიზაციებისთვის $700 000-ის შეგროვება მოახერხა.
ასევე იხილეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები