ტრანს ჯგუფი: ტატიშვილი არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს და მოქმედებს მხოლოდ საკუთარით
ფოტო: Getty Images
ორგანიზაცია საფარი ტრანსგენდერი ადამიანების განცხადებას ავრცელებს, 14 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შესახებ.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ განცხადების საფუძველი ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის შემდეგ, საზოგადოებაში გავრცელებული სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია გახდა. მათივე განცხადებით, საკითხის დამახინჯებული ფორმით გაშუქება საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საზიანოა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი (მაცაცო) ტატიშვილი არ გამოხატავს მათ ინტერესებს და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მათივე აზრით, სანამ გამოძიება არ დასრულდება და დეტალები არ გახდება ცხადი, არაეთიკურია აღნიშნულ საკითხზე საჯაროდ საუბარი.
ტრანსგენდერი ადამიანების ერთ-ერთი ჯგუფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანად ტრანს თემის სახელით საუბრის უფლება არავის აქვს. ჩვენს განცხადებასაც ვავრცელებთ ტრანსგენდერი ადამიანების ერთ-ერთი ჯგუფის სახელით, რომელიც აქტივისტებისგან შედგება და თვლის, რომ გიორგი (მაცაცო) ტატიშვილი არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება და დეტალები არ გახდება ცხადი, არაეთიკურია აღნიშნულ საკითხზე ინტერვიუების მიცემა და რაიმეს მტკიცება, როგორც ამას აკეთებს გიორგი (მაცაცო) ტატიშვილი, რადგან მას არ გააჩნია არანაირი დაზუსტებული ინფორმაცია, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ტრანსგენდერი ადამიანის დაჭრა.
ასევე, არაეთიკურად მიგვაჩნია ტატიშვილის მხრიდან თემის წევრების ვინაობების გამხელის – დაქამინგაუთებისა და ხშირ შემთხვევაში არასწორი ან დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც არსებულ ტრანსფობიურ ფონს და საფრთხეს უქმნის ტრანს ადამიანების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას;
მის მიერვე ნებართვის გარეშე მოხდა დაზარალებულის ვინაობისა და საქმიანობის გამხელა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
ასევე ვთვლით, რომ არასწორია იმ ლგბტ ორგანიზაციების და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, რომლებთანაც ჩვენ, როგორც ჯგუფი, ვთანამშრომლობთ და ვსარგებლობთ ორგანიზაციების იურისტის დახმარებით, ფსიქოლოგის კონსულტაციებით, ვმონაწილეობთ ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ტრენინგებსა და კონფერენციებში.
ჩვენი ჯგუფი 2014 წლის სექტემბრიდან მუშაობს. ამ დროიდან მოყოლებული, ინტენსიურად ვმუშაობთ ტრანს სპეციფიკურ საკითხებზე, ვგეგმავთ და ვახორციელებთ თემატურ ღონისძიებებს.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ვმოქმედებთ, როგორც ღია ჯგუფი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეუძლია ისაუბროს მთელი ტრანს ჯგუფისა და თემის, მათ შორის ჩვენი სახელით.
იმედს ვიტოვებთ, რომ მედიასაშუალებები გაითვალისწინებენ ამ განცხადებას და არ წარმოაჩენენ გიორგი (მაცაცო) ტატიშვილს, როგორც მთლიანად ტრანს თემის ჯგუფის წარმომადგენელსა და უფლებადამცველს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები