რუსეთის დუმამ მიშუსტინის პრემიერად დანიშვნას მხარი დაუჭირა
ფოტო: კრემლი
რუსეთის დუმამ მიხეილ მიშუსტინის პრემიერად დანიშვნას მხარი დაუჭირა. მისი კანდიდატურა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ, 15 იანვარს წამოაყენა. როგორც BBC-ის რუსული ბიურო წერს, ახალ მიშუსტინი საბოლოოდ პუტინმა უნდა დანიშნოს. უახლოეს მომავალში კი ის ახალ მთავრობასაც ჩამოაყალიბებს.
მიშუსტინის კანდიდატურას 383-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, 41-მა კი თავი შეიკავა.
"მხარდაჭერის რეკორდი ვერ მოხსენით", — უთხრა მიშუსტინს კენჭისყრის შემდეგ დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მან შეახსენა, რომ 2008 წელს პუტინის გაპრემიერებას 392 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
15 იანვარს რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით ვლადიმერ პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებიდან რამდენიმე საათში გადადგა. აწ უკვე გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სურს "გზა გაუთავისუფლოს" პრეზიდენტს ახალი ინიციატივისთვის.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა მედვედევისთვის ახალი თანამდებობა მოიფიქრა და მას უშიშროების საბჭოში თავის მოადგილედ ნიშნავს.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე პუტინმა ფედერალური კრებაზე მიმართვის დროს ისაუბრა. მისი ინიციატივით, პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, მინისტრებისა და ფედერალური მინისტრების კანდიდატურები დუმამ უნდა დაამტკიცოს. კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი ამტკიცებს.
პუტინის თქმით, ცვლილების შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება არ ექნება უარყოს კანდიდატურა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამავე დროს კი, იტოვებს უფლებას, რომ ნდობის დაკარგვის ან არასათანადოდ მუშაობის შემთხვევაში მთავრობის რომელიმე წევრი გადააყენოს.
ამასთანავე პუტინმა დაამატა, რომ პრეზიდენტს სამხედრო ძალებითა და ძალოვანი უწყებების მართვის უფლება უნდა დარჩეს.
უფლებამოსილების გადანაწილების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი აზრით, კონსტიტუციის იმ მუხლში, სადაც ზედიზედ ორჯერ პრეზიდენტობის შემდეგ იგივე პოსტის დაკავება იკრძალება, სიტყვა "ზედიზედ" უნდა ამოიღონ.
ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2000 წლიდან უკავ. 2008-2012 წლებში ის პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი ისევ პრეზიდენტობას დაუბრუნდა. 2018 წლის არჩევნებით ის ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეოთხე ვადით ისევ პრეზიდენტი გახდა. რუსეთის ამჟამინდელი კონსტიტუციით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მას კანდიდატურის დაყენების უფლება არ აქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები