"რატომ ვუჭერ მხარს შოთაძის კანდიდატურას" — კარლო კოპალიანის 5 არგუმენტი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მედიაცენტრი მთავარი
მმართველი გუნდის დეპუტატი კარლო კოპალიანი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი გახდა ამტკიცებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად მას არ წარუდგენია. ის განმარტავს, რომ ეს უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებაა, თუმცა არ მალავს, რომ შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.
"მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყეტილება მიიღო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ვინც წარადგინა ეს კაცი და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, თუ ამ კაცს დაამტკიცებს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. იმიტომ, რომ მე მაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი ამ თემაზე", — განაცხადა მან მედიაცენტრ მთავარში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, შოთაძის წარდგენამ "იმ ადამიანების და პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია, ვინც ლოგიკურად ვერ იტანს" მას. მანვე აღნიშნა, რომ სურს საზოგადოებას "სხვა კუთხით შეახედოს" ამ საკითხზე, ამიტომ დაასახელა "რამდენიმე არგუმენტი", რომლის გამოც შოთაძე კარგი კანდიდატია პროკურორობისთვის:
- შოთაძემ შექმნა პროკურატურაში ის მოცემულობა, რომლის წარმოდგენაც ძნელი იყო რამდენიმე წლის უკან. მანგარკვეულწილად ჰუმანიზაცია მოახდინა ამ მონსტრის, არ მეშინია ამის თქმა;
- ადამიანები შეიძლება იდიოზურად იყვნენ გარეული რაღაც დანაშაულში, მაგრამ თუ არ დავუმტკიცეთ დანაშაული არ ვიჭერთ. არ იჭერდა შოთაძის პროკურატურა ასეთ ადამიანებს;
- თუკი შევადარებთ ამ ყველაფერს წარსულთან, სულ სხვა მოცემულობაში ვართ. რეფორმები არის ხელშესახები პროკურატურაში... მაგ გზით [ნაციონალური მოძრაობის] რომ ევლო შოთაძეს და მის პროკურატურას ერთ დღეში კიდევაც უნდა ჩამოგვეხრჩო, კიდევაც უნდა დაგვეხრიტა, კიდევაც უნდა მიგვესაჯა;
- შოთაძის პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ შეძლო გამოეძიებინა ისეთი დიდი საქმეები, რომლებიც თაროზე იყო შემოდებული. მაგალითად: გირვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, სხვების და სხვების;
- ადამიანები ზომბები არ არიან და პროკურორი იქნება, მოსამართლე თუ პრეზიდენტი მოქმედებს ჩვეულებრივი ყოფითი პირობები. ამ კაცმა თავისი ჰუმანურობა, ადამიანურობა და ზნეობრიობა იმით აჩვენა, რომ გადაგა თანამდებობიდან. შეიძლება არაფერ შუაში იყო, ჩემო კარგო.
ბოლო არგუმენტზე კოპალიანმა ვრცლად ისაუბრა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, თანაგუნდელების მსგავსად, გირგვლიანის მკვლელობაზე გაავლო პარალელი.
"ადგა და ნახევარ საათში კაცი გადადგა. ეს წარმოუდგენელი იყო... ადგა პიროვნება, ბავშვებს ეხებოდა საქმე, ბავშვებს. ის კი არ მომხდარა, რომ მაღალჩინოსნებს, მინისტრის მოადგილებსს სასაფლაოზე წაეყვანათ და ეწამებინათ... ბავშვების ჩხუბში მოხდა უბედურება, ადგა და გადაგა პროკურორი. არ მიანიშნებს ეს შოთაძის დიდ ჰუმანურობას, კაცობას და ზნეობრიობას? მე მასეთი ზნეობრივად ამაღლებული კაცი მინდა პროკურორად".
ბრიფინგის ბოლოს მან აღნიშნა, რომ "მიესალმება" და მისთვის "ძალიან კარგია" ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა, რომელშიც ერთ კვირაში იწყებს საქმიანობას, სწორედ შოთაძე წარადგინა კანდიდატად.
"ვფიქრობ, რომ შოთაძე ზუსტად იმას გააგრძელებს, რასაც ის აკეთებდა, რომ პროკურატურა იყოს არა სადამსჯელო ორგანო და არა რაღაც ბუა, საშინელება ადამიანებისთვის, არამედ მისაღები ორგანო, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ".
ირაკლი შოთაძის კანდიდატურამ გენერალური პროკურორის პოსტზე პოლიტიკურ წრეებში და სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია, რადგან მან მთავარი პროკურორის თანამდებობა პროტესტის ფონზე დატოვა. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.
პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ხმები მისი გადადგომის შესახებ, თუმცა პროკურატურამ ეს უარყო. რამდენიმე წუთში კი ამბავი დადასტურდა და შოთაძემ წერილობით ამცნო საზოგადოებას გადადგომის შესახებ. მის გადადგომაზე გული დაწყდა და არასწორ ნაბიჯად მიიჩნია იუსტიციის მინისტრმა.
პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.
გაიგეთ მეტი:
- გენერალური პროკურორის თანამდებობა ირაკლი შოთაძესა და კიდევ 16 კანდიდატს სურს
- თეა წულუკიანმა ირაკლი შოთაძის დროს გაჰუმანურებული მართლმსაჯულების პროცესი დაინახა
- ირაკლი შოთაძეს შეუძლია პასუხისმგებლობა ყოველგვარი ცეკვების გარეშე აიღოს — გიორგი გახარია
- რას აკეთებს ირაკლი შოთაძე ახლა, სანამ მისი პროკურატურაში დაბრუნება განიხილება
- სავარაუდოდ, უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება — თალაკვაძე შოთაძის დაბრუნებაზე
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები