ხოაკინ ფენიქსი: ჰიტ ლეჯერი ჩემი საყვარელი მსახიობია
ფოტო: Getty
ფილმ Joker-ში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის მოპოვების შემდეგ, ამერიკელი მსახიობი, ხოაკინ ფენიქსი კინომსახიობთა გილდიის პრიზითაც დააჯილდოვეს.
რამდენიმე საათის წინ გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სცენაზე ასულმა მსახიობმა თავდაპირველად საქებარი სიტყვებით მოიხსენია ყველა დანარჩენი ფინალისტი, რომელიც მას კაცის მთავარი როლის ნომინაციაში უწევდა კონკურენციას.
"25 წელზე მეტია ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის შთაგონება ხარ", — ასე მიმართა ხოაკინ ფენიქსმა ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც წლევანდელ დაჯილდოებაზე კვენტინ ტარანტინოს ფილმ Once Upon a Time in Hollywood-ში შესრულებული როლისთვის იყო წარდგენილი.
ფენიქსს არ გამორჩენია არც სხვა ნომინანტები: "ერთხელაც კი არ შეგისრულებია როლი ცუდად და ეს მაბრაზებს", — უთხრა კრისტიან ბეილს. ასევე შეაქო Marriage Story-ში შესრულებული როლისთვის ადამ დრაივერი:
"ბოლო წლებია გაკვირდები და მშვენიერ, ნიუანსებზე ორიენტირებულ, დაუჯერებელ და გულში ჩამწვდომ სამსახიობო შესრულებას გვთავაზობ. აქ ჩემ ნაცვლად შენ უნდა იდგე".
ფოტო: Kevork Djansezian/Getty Images
ამ საოცრად ამაღელვებელი სიტყვების შემდეგ ხოაკინ ფენიქსმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ლიტ ლეჯერს, რომელიც 2008 წელს 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ახლა აქ ჩემი საყვარელი მსახიობის, ლიტ ლეჯერის მხრებზე ვდგავარ" — განაცხადა ხოაკინ ფენიქსმა.
შეგახსენებთ, რომ ჰიტ ლეჯერმა კრისტოფერ ნოლანის ფილმში The Dark Knight კომიქსის გმირის, ჯოკერის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი შეასრულა და ხოაკინ ფენიქსის მიერ განსახიერებულ ჯოკერსაც ყველაზე ხშრად სწორედ მას ადარებენ.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ჯოკერის როლის შესრულებისთვის ჰიტ ლეჯერსაც გადაეცა კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, მაგრამ თავად ვერ მოესწრო ამ პატივს და სცენაზე მის ნაცვლად გარი ოლდმანი ავიდა.
სამწუხაროა, რომ თავად ჰიტ ლეჯერს არ შეუძლია შეაფასოს, თუ როგორ მოირგო ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერის როლი.
ფოტო: Patrick Mcmullan
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები