ბათუმელი უსახლკარო ძაღლით ამერიკული მედიებიც დაინტერესდნენ
ბათუმელმა ბექა ცინაძემ ცოტა ხნის წინ უსახლკარო ძაღლის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვებს ზებრაზე გადასვლის დროს ეხმარებოდა. ვიდეო, რომელშიც ყურადღებიანი ცუგა წესებისდამრღვევ მძღოლებს ყეფით მისდევს, შემდეგ კი ბავშვებთან ბრუნდება, ფეისბუქს ვირუსულად მოედო.
ბათუმელი ძაღლის მზრუნველობის ამბავმა ოკეანეების გადაღმაც ჩააღწია და კეთილ შავყურაზე უკვე ამერიკული მედიაც წერს. მისი ვიდეო ფეისბუქზე ისეთმა მედია გამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორიცაა ABC News, CBS News და USA Today.
გიჩვენებთ, რას წერს ამერიკული მედია ქართველ ცუგაზე და როგორ ეხმაურებიან მის თავდადებას უცხოელი მკითხველები:
1. ABC News
აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან ყურადღებიანი უსახლკარო ცუგა ინტერნეტის სენსაცია გახდა, მას შემდეგ რაც ის სკოლის მოსწავლეებს გადატვირთულ ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლაში დაეხმარა.
ვიდეოს ათასობით ნახვა აქვს, მკითხველები კი გონიერი ცხოველის მზრუნველობას აღტაცებით ეხმაურებიან:
"რა საყვარელია!!! ყეფის დროს ის ამბობს: "შეანელეთ შეშლილო მძღოლებო, ვერ ხედავთ რომ ბავშვები მომყავს?"
"როგორი შესანიშნავი ცუგაა, იმედია დიდხანს არ იქნება უსახლკარო!"
"ხედავთ, ბავშვები გადადიოდნენ გზაზე და ამ მიკროავტობუსმა როგორ სწრაფად გამოიარა? თურმე ევროპაშიც ასე ხდება! ეს პატარა ძაღლი კი როგორი საყვარელია".
2. USA Today
უსახლკარო ძაღლმა ახალი მოწოდება იპოვა და გზაზე გადასვლის წესების დამცველი გახდა!
"იმედია მალე იპოვის მოსიყვარულე ოჯახს", — წერს ერთ-ერთი მკითხველი.
3. CBS News
ძაღლი გზის სადარაჯოზე: ეს ჭკვიანი ლეკვი მანქანებს უყეფს და საბავშვო ბაღის ბავშვების ჯგუფს გზაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება.
"საოცარი ამბავია, მაგრამ ცოტა სახიფათო ძაღლისთვის. უფრო იმიტომ, რომ ძაღლები ძალიან ქვემოთ არიან, მძღოლისთვის კი ნიშანი უფრო მარტივი დასანახი უნდა იყოს. თუმცა, იმ ფაქტს, რომ ეს ძალიან გონიერი ჯიშია, არ ვაკნინებ!"
"მეც მყავს ამ ჯიშის ძაღლი. თუკი გზაზე გადასვლის დროს მანქანა დაიძვრება, ის მათ უყეფს", — წერენ მომხმარებლები ვიდეოზე, რომელსაც 170 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
როგორც ჩანს, ბათუმელი ცუგას პოპულარობის გრძელი გზა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები