22 არასამთავრობო ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკა განსაზღვროს
ფოტო: კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის
კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკა განსაზღვროს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის:
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშაოს დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგია;
- არ დაუშვას ჟენევის ფორმატის დაკნინება;
- პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, დახვეწოს იგი, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას;
- მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და ინფორმაციული საშუალება და საერთაშორისო ტრიბუნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისთვის.
კოალიციის განცხადებით, რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას, არამედ ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიანად ევროპაში.
მათივე განცხადებით, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს თავისუფალი სამყაროსა და რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგში:
"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას, არამედ ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიანად ევროპაში. რუსეთის აგრესიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გამო იცვლება რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. ხდება ევროპული უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რომლიც ნაწილიც საქართველოს საკითხებიც უნდა გახდეს.
რუსული ოკუპაციის თემატიკის მუდმივად დაყენება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი და ქართული დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური საზრუნავი.
ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას - შექმნის ილუზიას რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს, - შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის".
კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მცდელობები და მოწოდებები შეიქმნას ან გააქტიურდეს სხვადასხვა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები რუსეთთან, რომლებიც დააკნინებენ ჟენევის ფორმატს და აქვთ ბუნდოვანი მანდატი, საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.
კოალიციის განცხადებით, ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებია:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- მწვანე ალტერნატივა
- საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი
- მედიის განვითარების ფონდი
- საქართველოს გაეროს ასოციაცია
- საზოგადოება და ბანკები
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი -
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
- სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
- ხმა საქართველოდან
- ლიბერალური აკადემია თბილისი
- კავშირი საფარი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები