უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესის პრობლემების ანალიზი — IDFI და საიას ანგარიში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი მოამზადა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მოქმედი წესი, ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი ინსტანციის დაკომპლექტებას დამსახურების პრინციპის საფუძველზე და სრულად ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
"პრობლემურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ცალკეული ფართო უფლებამოსილებები და თავმჯდომარის მოადგილეთა ფუნქციების ბუნდოვანება. გარდა ამისა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უზენაესი სასამართლოს პლენუმის დაკომპლექტებისა და მისი უფლებამოსილებების საკითხი. ხარვეზიანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ სხვა პალატის შემადგენლობაში უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკა", — წერია კვლევაში.
კვლევა რამდენიმე ტიპის პრობლემას გამოყოფს, რომელიც კანონმდებლობას, უზენაესის მოსამართლის შერჩევის წესსა და სასამართლოში არსებულ ტექნიკურ პრობლემებს ეხება.
კანონმდებლობა:
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის სამეტაპიანი ფარული კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან გამორიცხავს გადაწყვეტილების დასაბუთების (კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსთან შესაბამისობის თაობაზე) შესაძლებლობას;
- პირველი ფარული კენჭისყრა გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ამ ეტაპზე საბჭოს წევრებისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მითითებულია კანდიდატის განაცხადში.
მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსში გამოკვეთილი პრობლემები:
- ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, საბჭოს წევრების მონაწილეობა შერჩევის პროცედურებში, ასევე პირველი ფარული კენჭისყრისას ხმების ერთნაირი სქემით გადანაწილება;
- პარლამენტის რეგლამენტი არ იძლევა ცხად წარმოდგენას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფუნქციურ დანიშნულებაზე, არ ითვალისწინებს გარე ექსპერტების სავალდებულო ჩართულობას, არ ადგენს ექსპერტებისა და პარლამენტის წევრების, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის კვოტას;
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებულმა სამუშაომ ცხადყო, რომ ის არ ემსახურებოდა კანდიდატების შინაარსობრივ შეფასებას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტექნიკური ფუნქციის შესრულებით.
მოსამართლეთა შერჩევის წესი:
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესი ხარვეზიანია, ვინაიდან პირველ ეტაპზე ხმათა 2/3-ის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესაბამისად, მეორე კენჭისყრისას არამოსამართლე წევრებს არ აქვთ არავითარი გავლენა შერჩევის პროცესზე და ფაქტობრივად გამოირიცხება გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მინიჭებული აქვს ცალკეული ფართო უფლებამოსილებები, ასევე იკვეთება ფუნქციების დუბლირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან;
- კანონმდებლობაში ბუნდოვანია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეთა ფუნქციები. გაუგებარია ამ პოზიციის არსებობის საჭიროება, რაც უზენაეს სასამართლოში იერარქიის წარმოქმნას უწყობს ხელს. ასევე, მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობაში სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების ყოფნა, რაც არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს როლსა და ადგილს სასამართლო სისტემაში;
- იკვეთება კომპეტენციების დუბლირება პლენუმსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის.
ტექნიკური პრობლემები:
- პლენუმის გადაწყვეტილებები პროაქტიულად არ ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, რაც გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს;
- დამკვიდრებული პრაქტიკით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, მოსამართლეს დროებით ეკისრება სხვა პალატის შემადგენლობაში უფლებამოსილების განხორციელება. შედეგად, ამ მოსამართლეებს შეუძლიათ განიხილონ სამივე პალატის საქმეები.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წესის შესაბამისად, საქმე ეწერება სხდომის თავმჯდომარეს/მომხსენებელ მოსამართლეს. წესი დამატებით არ ითვალისწინებს კოლეგიის სხვა 2 წევრის შერჩევის პროცედურას, რაც აჩენს კოლეგიური შემადგენლობის თვითნებურად დაკომპლექტების რისკს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები