ინვესტორი ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის განახლებას გეგმავს
ფოტო: Tiflis Development
ინვესტორი კომპანია ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის განახლებას გეგმავს. ტიფლის კოსტავას დირექტორი, გიორგი ზაქაიძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ტენდერით შეარჩევენ სამშენებლო კომპანიას და დაიწყებენ სამუშაოებს. მისი თქმით, მათ აქვთ სამშენებლო ნებართვა და სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის უფლებაზე.
გიორგი ზაქაიძის თქმით, კომპანიამ აუდიტორული დასკვნა წარუდგინა მერიას, რის საფუძველზეც უნდა აენაზღაურებინათ მათივე ინვესტიცია, თუმცა როგორც ამბობს, მათთვის სასურველი შეთავაზება ამ დრომდე ვერ მიიღეს:
"მერია დაგვპირდა, რომ [ვაკის პარკის] მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოგვცემდნენ შესაბამისი ღირებულების ალტერნატიულ ფართს, ეს იქნებოდა ან მიწის ნაკვეთი ან უძრავი ქონება, ან გამოისყიდიდნენ თანხით. წავედით, გავაკეთეთ აუდიტორული შეფასება და მივუტანეთ მათ. ამის შემდეგ გავიდა წელიწადზე მეტი, არცერთი შემოთავაზება მათი მხრიდან რაიმეში გაცვლაზე კონკრეტულად არ ყოფილა. იყო დაპირებები და ერთადერთი შემოთავაზება, ესაა ონკოლოგიური საავადმყოფოს ღობის მიმდებარე ტერიტორია. ონკოლოგიური საავადმყოფოს გვერდით სასტუმროს ან ბიზნეს ცენტრის აშენება ნამდვილად არ გვინდოდა. ამაზე ვუთხარით უარი".
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მათი მმართველობის პერიოდში ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება. ამასთან იგი აღიარებს იმასაც, რომ ინვესტორთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.
"შეთავაზება იყო რამდენიმე ამ ინვესტორისთვის, იგი უარზე იყო რადგან 7 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის შეთავაზება მარტივი არ არის", — ამბობს ირაკლი ზარქუა.
ერთი წლის წინ, 25 იანვარს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას დაპირდა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. მერმა მაშინვე განაცხადა, რომ ინვესტორისთვის ადგილმონაცვლეობის საკითხი სამომავლოდ გადაწყდებოდა.
სასტუმროს ინვესტორსა და მერს შორის შეხვედრა 2019 წლის 21 იანვარსაც გაიმართა. მხარეებმა შეთანხმებას მაშინაც ვერ მიაღწიეს. შეხვედრის შემდეგ ინვესტორი ამბობდა, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის და "ხელების გადაგრეხვაზე არიან გადასულები".
ზაქაიძე მაშინ ამბობდა, რომ მერიის შემოთავაზებები მისთვის მიუღებელია და ნებართვის არაღდგენის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავენ და ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვენ.
სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში
2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. ამავე წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში ჭავჭავაძის გამზირ #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
აღნიშნული განკარგულებისა და ბრძანების გაუქმება მწვანე ალტერნატივამ 2014 წელს საქალაქო სასამართლოში მოითხოვა. ორწლიანი დავის შემდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა — სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მერიის 24 ივლისის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
2016 წელს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს გრაალმა და შპს ტიფლის კოსტავამ, რომლებიც აშენებენ სასტუმრო ბუდაპეშტს.
2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიების სარჩელი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 2019 წლის 16 იანვარს კი უზენაესმა სასამართლომ მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები