დემურ სტურუას დედა: შუაღამისას აივანზე ამოდიან, მიკაკუნებენ, 5-ჯერ მოვიდნენ უკვე
ფოტო: თეთრი ხმაურის მოძრაობა
დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მას ღამღამობით სახლში ყოფნისას უცნობი ადამიანები აშინებენ. მისი თქმით, 5-ჯერ მივიდნენ მის სახლში:
"შუაღამისას, 2-3 საათზე ვიღაც ამოდის, ხმას არ იღებს, აივანზე და იატაკზე ფეხის ხმა ისმის, მიკაკუნებს კარებზე, კარების სახელურს აჭრიალებს, 10 წუთის განმავლობაში ასე გრძელდება. მერე მოვიდნენ და კარი გააღეს ჩემთან, შემოვიდნენ შიგნით, არ ვიყავი სახლში, გადატრიალებული იყო ტანსაცმელი, საწოლები, წაღებული არაფერი არაა. ვიღაცა მიკეთებს განზრახ, განზრახ მამწარებს".
ნონა ჯოჯუას თქმით, გამოძიება მის კითხვებს ვერ პასუხობს. მას აინტერესებს, თუ მისი შვილი თვითმკვლელობამდე გოდერძი თევზაძემ მიიყვანა, რატომ არ დგება მისი გამამტყუნებელი განაჩენი:
"ეჭვები მაქვს. გოდერძი დაკავებულია, თუკი ის მკვლელია, რატომ არ უსჯიან, რატომ წევენ უმიზეზოდ სასამართლოს? სადაა გამოძიება? ვერაფერი ვერ გაარკვიეს".
ეს კითხვები დამიგროვდა. ამის მეტს არაფერს ვფიქრობ, რომ დავდივარ ხალხი მეკითხება და მინდოდა რომ მეთქვა.
დემურ სტურუას დედას აქვს ეჭვი, რომ მისი შვილის თვითმკვლელობა გოდერძი თევზაძის გამო არ მომხდარა:
"მე მინდა რომ ნამდვილი მკვლელი დაისაჯოს, იქნებ გარეთ დადის ნამდვილი მკვლელი, შეიძლება ის არის მთლად, რომ მაშინებს, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ გოდერძი მკვლელია.
პირველ რიგში ამას მოვითხოვ, რომ, ჩემი შვილი რომ ხეზე ნახეს ჩამოკიდებული, სანამ თავს მოიკლავდა, წერილი რომ 9-ის 10 წუთზე დაწერა და ღამის 2 საათზე რომ გოდერძი თევზაძემ მოაკითხა და ვერ ნახა სახლში და მეზობლებს რომ კითხა სადააო, ამ ხნის განმავლობაში ჩემი შვილი სად იყო? ვისთან იყო? ეს რატომ არ იყო გამოძიებული?
ჩემი შვილი ჩამოკიდებული რომ ნახეს, საჯავახოს ბიჭებმა, რომლებთანაც ახლობლობდა, წინა დღეებში ჩხუბი მოსვლია და დაურტყიათ ჩემი შვილისთვის, ესენი სად არიან? გამოძიებას ვთხოვე მათი დაკითხვა და რატომ არ გაარკვიეს არაფერი? სუყველა ის ბიჭები აქ საიდან გაჩნდნენ, როცა ჩემი შვილი ნახეს ჩამომხრჩვალი? ამის ეჭვიც მაქვს."
ნონა ჯოჯუა ვარაუდობს, რომ, ის, ვინც მასთან სახლში მიდის, შესაძლოა ის იყოს დაკავშირებული თავისი შვილის თვითმკვლელობასთან:
"ვიღაცა მფარველობს იმას, რომ ასეთი რაღაც კეთდება და აქეთ მიდის გამოძიება. ჩემი შეშინების ფაქტზე მივმართე პოლიციას, სამტრედიის პოლიციას მაინც არ ვენდობი, მარა მათაც დავურეკე, სანამ ისინი მოვიდნენ, ვკიოდი, ჩემი სახლის უკან ტყეა და მათ მოსვლამდე ვინ გაჩერდებოდა?"
დემურ სტურუას დედის თქმით, ის გამუდმებული შიშის ქვეშაა და შინ ძაღლი მიიყვანა:
"ძაღლი მოვიყვანე და სახლის წინ დავაბი და ახლა სახლის უკნიდან დაიწყეს შეშინება.
მე ვფიქრობ, რომ მკვლელი შეიძლება გარეთაა და უნდა ფსიქოლოგიურად ამიყვანოს ჭკუიდან, სისხლის გათეთრება დამემართება ამდენი შიშით, კარები დაკეტილი მაქვს და გარეთ ერ გამოვდივარ შიშით, ან არ შემომივარდნენ, ან არ მომკლან, ან არ დამიკაუნონ, ასეთ შიშში და უბედურებაში ვარ".
შსს-ში On.ge-ს უთხრეს, რომ პოლიციამ ადგილზე სამძებრო სამუშაოები უკვე ჩაატარა, დამატებით ინფორმაციას და პასუხს კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება პროკურატურისგან ველოდებით, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
დემურ სტურუას საქმე
აგვისტოს დასაწყისში სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში მან სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. საქმეს პროკურატურა იძიებს.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი, გოდერძი თევზაძე პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.
თევზაძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა დემურ სტურუას თავი არ მოუკლავს და ეს მკვლელობა იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები